ფუნდამენტური კვლევა “საქართველო 2009” (ნაწილი 2)

ნაწილი 2. საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის მოკლე მიმოხილვა

2.1. საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტი
2.2. საქართველოს საგადასახადო ბაზა
2.3. მეწარმეობის ზოგადი სტრუქტურა
2.4. მრეწველობა
2.5. სოფლის მეურნეობა
2.6. მშენებლობა
2.7. საგარეო ვაჭრობა
2.8. საშინაო ვაჭრობა
2.9. სასტუმროები და რესტორნები
2.10. უცხოური ინვესტიციები
2.11. საბანკო სექტორი

ძირითადი დასკვნები

 

ნაწილი 2.

საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის მოკლე მიმოხილვა

 

 

2.1. საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტი

 

ცხრილი 6 აღწერს 2009 წლის საქართველოს ბიუჯეტს სახლმწიფო

ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად[1]. ამასთან, საქართველოს 2009 წლის ნაერთი ბიუჯეტი 5719.5 მილიონ ლარს უდრიდა და 100%–ით შესრულდა[2].

გრაფიკი 23 ასახავს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შესრულებას დარგების მიხედვით. აშკარად ჩანს, რომ თუ არ ჩავთლით ადგილობრივ ბიუჯეტებს, ხარჯვის ძირითადი მუხლია თავდაცვა, რომელიც, მაგალითად, 2.35–ჯერ აღემატება ხარჯებს სოციალურ დაზღვევაზე და 3.38–ჯერ – ჯანდაცვაზე. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, უშიშროების ორგანოების დაფინანსება (ბიუჯეტის 11.92%).

გრაფიკი 24 ასახავს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შესრულებას 2003–2009 წლებში[3].

ცხრილი 6: საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

 

მუხლი

ათასი ლარი

შემოსავლები

სულ, მათ შორის:

5510161.0

გადასახადები

4760000.0

გრანტები

444971.0

სხვა შემოსავლები

305190.0

ხარჯები

სულ, მათ შორის:

5251975.5

შრომის ანაზღაურება

1055731.6

საქონელი და მომსახურება

817349.1

კრედიტების მომსახურება

182796.9

სუბსიდიები

430635.7

გრანტები

686137.3

სოციალური უზრუნველყოფა

1374776.4

სხვა ხარჯები

704548.5

საოპერაციო სალდო

258185.5

g23

გრაფიკი 23: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის სტრუქტურა

 

მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რომ 2003–2008 წლებში ნაერთი ბიუჯეტი გაიზარდა 1320.9 მილიონი ლარიდან 6366.9 მილიონამდე, ანუ 4.82–ჯერ. მაგრამ 2009 წელს 2008 წელთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტი შემცირდა 647.4 მილიონი ლარით ანუ 10.17%–ით. როგორც წინა ნაწილში ვნახეთ, ნებისმიერი განცხადება, რომ ასეთი რეცესია გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით, მოკლებულია ყოველგვარ ნიადაგს.

g24

გრაფიკი 24: ნაერთი ბიუჯეტის შესრულება 2003–2009 წლებში

2.2. საქართველოს საგადასახადო ბაზა

 

 

1990–1995 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა ჩრდილოვანი ეკონომიკის არნახული ტალღა გამოიწვია, რის გამოც ექსპერტული  შეფასებით[4] 1995 წელს მან მთლიანი შიდა პროდუქტის 60% შეადგინა.

1995 წლის ფისკალურმა რეფორმამ, ლარის შემოღებამ და ეკონომიკური ცხოვრების გაჯანსაღებამ ნაბიჯ–ნაბიჯ შეამცირა ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე[5].

გრაფიკი 25 შეიცავს ინფორმაციას ჩრდილოვანი ეკონომიკის გავრცელებაზე საქართველოში, არსებული მონაცემების მიხედვით[6].

2001 წლიდან ჩრდილოვანი ეკონომიკა მკვეთრად მცირდება და მისი გავლენა მნიშვნელოვნად სუსტდება, ხოლო 2005 წლიდან იგი საერთოდ შეუმჩნეველი ხდება.

ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების პარალელურად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადების მოცულობა, რომელიც არსებული ინფორმაციით[7] 1995 წლიდან 2009 წლის ჩათვლით გაიზარდა 123 მილიონი ლარიდან 4760 მილიონამდე,ანუ 35,7-ჯერ (გრაფიკი 26).

g25

გრაფიკი 25: ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში, როგორც მშპ–ს წილი

 t26

 

გრაფიკი 26: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადები 1995–2009 წლებში

 

2.3. მეწარმეობის ზოგადი სტრუქტურა

 

საქართველოში მეტ–ნაკლებად სანდო სახელმწიფო სტატისტიკა 1995 წლიდან არსებობს, როცა მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე სტატისტიკურ კვლევებს[8].

არსებული მონაცემებით[9], 1995 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 24.4 ათასი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი.

2010 წლის 1 იანვრისათვის მათმა რაოდენობამ 294.3 ათასს გადააჭარბა. სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდის დინამიკა ასახულია 27-ე გრაფიკზე.

g27

გრაფიკი 27: სამეწარმეო სუბიექტთა ზრდის დინამიკა 1995–2008 წლებში

შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა გამოშვებული პროდუქციისა და მომსახურების მოცულობა, რომელმაც 2008 წელს 12.6 მილიარდი ლარი შეადგინა [10](გრაფიკი 28).

 g28

გრაფიკი 28: სამეწარმეო საქმიანობის ზრდის დინამიკა 1996–2008 წლებში

        თითქოს სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენციები – ბიზნესი საქართველოში კანონზომიერად ვითარდება.

მეორეს მხრივ, ყურადსაღებია ორი უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება:

       პირველი, გრაფიკი 29 ასახავს მეწარმეობის სტრუქტურას 2008 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით[11].

g29

გრაფიკი 29: სამეწარმეო საქმიანობის სტრუქტურა 2008 წელს გამოშვებული პროდუქციისა და მომსახურების მოცულობის მიხედვით, %

 

       აშკარად იკვეთება დრამატული სიტუაცია: საქართველოში სასოფლო–სამეურნეო, სატყეო და თევჭერითი წლიური პროდუქციის მოცულობა მხოლოდ 2.4 მილიარდი ლარის ტოლია.

 

       მეორეც, 1979 წელს სამეწარმეო საქმიანობის მოცულობა იყო 15.8 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტი, ანუ 2.16–ჯერ აღემატებოდა 2008 წლის დონეს[12]! მათ შორის, სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წილი იყო 20.4% (3.2 მილიარდი აშშ დოლარი).

 

 

 

 

 


[1] 2009 წლის საქართველოს ბიუჯეტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. http://www.mof.ge.

[2] 2009 წლის ნაერთი ბიუჯეტი 100% შესრულდა. ახალი ამბების სააგენტო,  2010 წლის 3 თებერვალი, 16:11 სთ. http://www.ghn.ge/news-7477.html.

[3] სტატისტიკური წელიწდეული – 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. http://www.mof.ge.

[4] Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Poligraph Service” Publ., Tbilisi, 2000, 83p.

[5] ნ. თურნავა. ბიზნესის ლეგალიზაციის პრობლემები მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნების კონტექსტში.  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი # 55, 2001, გვ. 39–43.

[6] ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; L. Tchantouridze. The Georgian economy after the Rose Revolution. Analyst, 2005, vol. 6, No 18, p. 10-12.

[7] ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; 2004 წლის სახეკმწიფო ბიუჯეტი; 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. http://www.mof.ge; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[8] Human Development Report, Georgia 1999, text by Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Nekeri” Publ., Tbilisi, 1999, 75p.; Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Poligraph Service” Publ., Tbilisi, 2000, 83p.

[9] საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა – 2001. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 2002, 66 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[10] მხოლოდ წარმოებულმა პროდუქციამ – 10248.4 მლნ. ლარი.

[11] სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[12] ეს ციფრები არ ასახავს ფასების ინდექსაციასა და აშშ დოლარის ყიდვაუნარიანობას. 2008 წლის აშშ დოლარი, აშშ–ს სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით (US Department of the Treasury. http://www.ustreas.gov), 2.93–ჯერ უფრო სუსტია, ვიდრე 1979 წლის ვალუტა. სხვა სიტყვებით, 1979 წლის 15.8 მილიარდი აშშ დოლარი ტოლია 2008 წლის 46.29 მილიარდი აშშ დოლარისა და რეალურ ფასებში 2008 წლის საქართველოს მეწარმეობა 6.34–ჯერ ჩამორჩება 1979 წლის დონეს. – აქ კიდევ ერთხელ მეორდება მეთოდოლოგიური დილემა. – რამდენად ადექვატური იყო კურსი მანეთსა და დოლარს შორის 1979 წელს?! – ამიტომ აღნიშნული ტექსტის ნაცვლად აჯობებს ითქვას, რომ ჯაჭვური ინდექსით 2009 წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 1979 წლის დონის მხოლოდ დაახლოებით 3/4-ის დონეზეა.

 

2.4. მრეწველობა

 

გრაფიკი 30 წარმოსახავს საქართველოში მრეწველობის განვითარების თავისებურებებს  1996–2008 წლებში[1].

თითქოს სახეზეა აშკარა ზრდის ტენდენცია საშუალო წლიური 13.96%–ით. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას (იხ. ცხრილი 4), რეალური ტენდენცია აშკარად არასახარბიელოა (გრაფიკი 31):

        2008 წელს წინა წელთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის გამოშვება ფაქტობრივად შემცირდა 3.77% პროცენტით.

 g30

გრაფიკი 30: სამრეწველო პროდუქციის გამოშვება 1996–2008 წლებში

g31

გრაფიკი 31: მრეწველობის ზრდის ტენდენციები 1997–2008 წლებში

         გავიხსენოთ, რომ 1979 წელს გამოშვებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა იყო 9.4 მილიარდი დოლარი მიმდინარე ფასებში ან 27.54 მილიარდი 2008 წლის ფასებში. 

მეტად შემაშფოთებელია მრეწველობის რეგიონული სტრუქტურაც (გრაფიკი 32). მრეწველობის უდიდესი წილი (42.47%) თავმოყრილია თბილისში. ამასთან, მხოლოდ ქვემო ქართლი და, პირობითად, იმერეთი შეიძლება ჩაითვალოს მხარეებად, სადაც მრეწველობა მეტ–ნაკლებად განვითარებულია.

დანარჩენი მხარეები ინდუსტრიულად აშკარად ჩამორჩენილია.

g32

გრაფიკი 32: მრეწველობის რეგიონული სტრუქტურა 2008 წელს, როგორც მთლიანი სამრეწველო პროდუქტის წილი, %

 g33

 

გრაფიკი 33: მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა, 2008 წელს გამოშვებული პროდუქციის მოცულობის %

       გრაფიკი 33 ასახავს საქართველოს მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურას. პროდუქციის 73.3% დამამუშავებელ დარგებზე მოდის.

სამთო–მომპოვებელ დარგში საერთო პროდუქციის ლომის წილი (154.9 მილიონი ლარი) ლითონის მოპოვებას უკავშირდება[2], ხოლო მრავალი ასეული არამადნიანი ნედლეულის მომპოვებელი კერძო საწარმოს საერთო პროდუქციის მოცულობა მხოლოდ 31.6 მილიონ ლარს უდრიდა.

ელექტროენერგიისა და გაზის წარმოებისა და განაწილების მოცულობა 622.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წყლის მოპოვების, გაწმენდისა და განაწილების მაჩვენებელია 132.4 მილიონი ლარი.

2008 წელს დამამუშავებელი დარგის პროდუქციის მოცულობა იყო 2804.5 მილიონი ლარი. ცხრილი 7 მოცემულია ქვედარგების რეიტინგი 2008 წელს გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.

ცხრილი 7: დამამუშავებელი დარგის პროდუქციის მოცულობა 2008 წელს, %

ქვედარგი

პროდუქციის მოცულობა, %

საკვები პროდუქტები

32.24

მეტალურგია

22.20

არალითონური ნაკეთობანი

14.52

ქიმიური წარმოება

8.39

სატრანსპორტო საშუალებები

4.53

თამბაქოს ნაწარმი

3.20

ქიმბოჭკო

3.18

პოლიგრაფია

3.09

ლითონის ნაწარმი

2.52

მანქანა–მოწყობილობები

1.25

ელექტროძრავები

0.98

ხე–ტყის დამუშავება

0.95

ავეჯი

0.91

ქაღალდის ნაწარმი

0.84

ტანსაცმელი

0.81

ოპტიკური აპარატურა

0.17

ტექსტილი

0.10

ტყავი & ფეხსაცმელი

0.06

ელექტრონული აპარატურა

0.03

მანქანების ნაწილები

0.03

მთლიანად

100.00

1979 წელს აღნიშნულ პროდუქციასთან პარალელურად ხორციელდებოდა უამრავი სხვა ნაწარმის წარმოება სატვირთო ავტომანქანების, ლითონსაჭრელი ჩარხების, მაგისტრალური ელმავლების ჩათვლით[3].

        ყველა ეს ქვედარგი მთლიანად გაუქმებულია.

1979 წელს მოპოვებულ იქნა 2765 ათასი ტ მანგანუმის მადანი, 1824 ათასი ტ ქვანახშირი; წარმოებულ იქნა 1824 ათასი ტ ფოლადი, 645 ათასი ტ სასუქი და სხვ.

ყველა ეს მრეწველობა ფაქტიურად გაჩერებულია.

საქართველო განთქმული იყო აბრეშუმის (49.6 მილიონი მ2 1979 წელს), ბამბეულისა (53.8 მილიონი მ2) და შალის (8.6 მილიონი მ2) ქსოვილების წარმოებით. დღეს ტექსტილის წარმოების წლიური მოცულობაა მხოლოდ 2.8 მილიონი ლარი.

     ეს სია  შეგვიძლია გავაგრძელოთ.

 დასკვნა მარტივია:

       საქართველოს მრეწველობა ღრმა სტრუქტურულ კრიზისს განიცდის და საქართველოს მთავრობას მისი რეაბილიტაციის პროგრამა არ გააჩნია.   

  

2.5. სოფლის მეურნეობა

ცხრილი 8 აღწერს საქართველოს მიწის ფონდს[4]. მთლიანად საქართველოს სასოფლო–სამეურნეო მიწების ფონდია 2.99 მილიონი ჰა, რაც საერთო მიწის ფონდის 43.1%–ია. 2009 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მოდის მხოლოდ 0.68 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწებისა და 0.17 ჰა სახნავ–სათესი მიწებისა. ერთ სულ სოფლის მოსახლეზე სასოფლო–სამეურნეო მიწის ფონდიდან მოდის 1.44 ჰა და სახნავ–სათესი მიწის 0.38 ჰა.

 

ცხრილი 8: საქართველოს მიწის ფონდი

 

მიწის ტიპი

განაწილება

ფართობი, ათასი ჰა

%

მთლიანად

6949.4

100.0

სახნავ–სათესი მიწები

785.0

11.3

მრავალწლიანი მცენარეების სავარგულები

277.5

4.0

საძოვრები

1928.6

27.8

მთლიანად სასოფლო–სამეურნეო მიწები

2991.1

43.1

ტყე და ბუჩქნარი

2006.6

28.8

არასასოფლო–სამეურნეო მიწები

1951.7

28.1

 

       ამრიგად, საქართველო მეტად მცირემიწიანი ქვეყანაა და მით უფრო მეტი ეფექტურობით აუცილებელია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მართვა.ამ თვალსაზრისით აშკარად არასრულყოფილია 1995 წლის საქართველოს კანონი სასოფლო–სამეურნეო მიწის პრივატიზირების შესახებ, რომელშიც საერთოდ არ არის განხილული მიწის მეორადი ბაზარი, რომლის ამოქმედების გარეშეც საქართველოს სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ზრდა აბსოლუტურად არარეალურია[5].

გრაფიკი 34, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით[6], აღწერს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ცვალებადობის დინამიკას 1996–2008 წლებში.

აშკარად ჩანს, რომ 2003 წლიდან სოფლის მეურნეობა სტაგნაციამ მოიცვა.

 

ფიკი 34: სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოცულობა 1996–2008 წლებში

        ამ დასკვნას კიდევ უფრო ადასტურებს გრაფიკი 35, რომელზეც აშკარად ჩანს, რომ 2003 წლიდან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოცულობა მკვეთრად მცირდება.

g35

გრაფიკი 35: სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდის ტენდენციები 1997–2008 წლებში

 გრაფიკი 36 ასახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის ზოგად სტრუქტურას გამოშვებული პროდუქციისა და მომსახურების მოცულობიდან გამომდინარე.

      როგორც ჩანს, ბოლო წლებში საქართველოში მეცხოველეობა წამყვანი დარგი ხდება.

გრაფიკი 37 აღწერს პირუტყვისა და ფრინველის სულადობას საქართველოში.

აღსანიშნავია, პირველი, რომ 2008 წელს 1981 წელთან შედარებით პირუტყვისა და ფრინველის სულადობა მკვეთრად შემცირდა, მათ შორის:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის – 1.48–ჯერ,

ღორის – 10.93.–ჯერ,

ცხვრისა და თხის – 3.36–ჯერ

ფრინველის – 2.32–ჯერ.

მეორეც, პირუტყვისა და ფრინველის უდიდეს უმრავლესობას დღეს ფლობენ ოჯახური მეურნეობები. სასოფლო–სამეურნეო საწარმოებზე მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მხოლოდ 0.20%, ღორების – 0.23%, ცხვრებისა და თხების 2.20% და ფრინველის – 23.88%.

ცხრილი 9 შეიცავს ინფორმაციას ძირითადი სასოფლო–სამეურნეო კულტურების 1978/1979 და 2008/2009 წლების სეზონების მოსავალზე[7].

ცხრილი კომენტარს არ საჭიროებს: 2008/2009 წლების სეზონის მოსავალი გაცილებით უფრო ღარიბია .

ცხრილი 9: საქართველოს 2008/2009 და 1978/1979 წლების სეზონების მოსავალი

კულტურა

მოსავალი, ათასი ტ

2008/2009

1978/1979

მარცვლეული

457.8

648.9

შაქრის ჭარხალი

115.1

სიმინდი

328.2

უცნობია

ლობიო

11.6

25.1

თამბაქო

0.1

13.9

მზესუმზირა

15.1

8.0

სოია

2.3

კარტოფილი

193.4

444.6

ბოსტნეული

165.0

575.5

ბაღჩეული

52.8

65.0

ხილი

157.6

483.2

ციტრუსები

55.2

327.9

ყურძენი

175.8

784.2

ჩაი

5.4

449.8

 

ამის ასახსნელად მივმართოთ ცხრილი 10, სადაც ასახულია ძირითადი კულტურების საშუალო მოსავლიანობა. შედარებისთვის ვახსენოთ, რომ, მაგალითად, აშშ–ში ხორბლის მოსავლიანობაა 29.0 ც/ჰა, სიმინდის 151.1 ც/ჰა და ა.შ.[8].

 

ცხრილი 10: ძირითადი კულტურების მოსავლიანობა 2008/2009 წლების სეზონში

 

კულტურა

მოსავლაიანობა, ც/ჰა

ხორბალი

16.8

ქერი

16.4

სიმინდი

22.9

ლობიო

6.0

მზესუმზირა

5.2

სოია

6.7

კარტოფილი

79.9

ბოსტნეული

58.9

ბაღჩეული

136.0

ასეთი დაბალი მოსავლიანობა სრულიად არ არის გასაკვირი,  თუკი

გავითვალისწინებთ, რომ ძირითადი მემცენარეობის პროდუქცია ოჯახური მეურნეობებითაა წარმოებული (გრაფიკი 39). ასეთ მეურნეობს, რომლებიც, ძირითადად, მცირე ზომის (არაუმეტეს 1.5–2 ჰა) სავარგულებზეა განთავსებული, არ აქვს ინტენსიური აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების არც გამოცდილება და არც ფინანსური შესაძლებლობები: მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ინვესტირება სასოფლო–სამეურნეო კომპანიებში მომგებიანია, თუ მიწის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის ფართი 20 ჰა–ს აღემატება[9].

g36

გრაფიკი 36: სოფლის მეურნეობის ზოგადი სტრუქტურა, პროდუქციის მოცულობის%

g37

გრაფიკი 37: პირუტყვისა და ფრინველი სულადობა საქართველოში 1981 და 2008 წლებში, ათასი სული

g38

გრაფიკი 38: 2008/2009 და 1978/1979 წლების სეზონების მოსავლის შედარიბითი ანალიზი

g39

გრაფიკი 39: ოჯახური მეურნეობების წილი 2008/2009 წლების სეზონის მოსავალში

       ამრიგად, საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემაა მისი ოჯახური, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნატურალური ხასიათი. სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია მეურნეობათა გამსხვილება, სასოფლო–სამეურნეო მიწის მეორადი ბაზრის ამოქმედება და ევროპული ტიპის ფერმერული კოოპერატივების შექმნა, როგორც ეს, მაგალითად, საფრანგეთშია მიღებული.


[1] ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[2] ამ მაჩვენებელს მთლიანად სს „მადნეული“ (თავის შვილობილი შპს „კვარციტთან“ ერთად) აკონტროლებს, რომელიც უშვებს და საღვარგარეთ ყიდის სპილენძის კონცენტრატსა და ოქროს დორეს შენადნობს.

[3] ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა.  საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118–158.

[4] ჟ. ზონენაშვილი. საქართველოს მიწის რესურსები. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი # 16, 1998, გვ. 24–43.

[5] ზ. ოქროცვარიძე. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების გზები სამეურნეო მექანიზმის სრულყოფის პირობებში. ხელნაწერის უფლებით. საკანდიდატო დისერტაცია. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი, თბილისი, 2006, 122 გვ.

[6] ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[7] ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა.  საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118–158.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[8] Agriculture statistics 2008. United States Department of Agriculture, National Agriculture Statistics Service. United States Government Printing Office, Washington, 2008, 529 p.

[9] The World Bank Report No 20275GE “Project Appraisal Document on a Proposed Credit in the Amount of SDR 5.5 Million (US$ 7.6 Million Equivalent) and The Global Environment Facility Trust Fund Grant in the Amount of SDR 1.8 Million (US$ 2.5 Million Equivalent) to Georgia for an Agricultural research, Extention and Training Project. Environmetally and Socially Sustainable Development Sector Unit. Europe and Central Asia region. April, 2000, 81 p.

 

2.6. მშენებლობა

არსებული ინფორმაციით[1], 2001 წლიდან 2006 წლის ჩათვლით სამშენებლო კომპანიების რიცხვი 628–დან 1353–მდე გაიზარდა, მაგრამ შემდგომ მათმა რაოდენობამ მკვეთრი კლება დაიწყო (გრაფიკი 40).

g40

 გრაფიკი 40: სამშენებლო კომპანიების რიცხვი 2001–2008 წლებში

 

გრაფიკი 41 ასახავს სამშენებლო სამუშაოების ზრდის დინამიკას 1995–2008 წლებში.

ნათლად ჩანს, რომ 2007 წლამდე სამშენებლო სამუშაოების მოცულობა მკვეთრად იზრდებოდა, მაგრამ 2008 წელს 283.5 მილიონი ლარით შემცირდა, რაც, უდავოდ, გამოწვეული იყო რუსეთ–საქართველოს ომით.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში სამშენებლო სექტორის ზრდა დაახლოებით 1.8-ჯერ უსწრებდა მთელი ეკონომიკის ზრდას, როის გამოც ამ დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდა 1996 წლის 2.5%-დან 2000 წელს 3.7%-მდე და 2005 წელს – 8.1%-მდე (2009 წელს, ზემოხსენებული მიზეზების გამო აღნიშნული წილი შემცირდა 5.3%-მდე).

g41

გრაფიკი 41: შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა 1995–2008 წლებში

        გრაფიკი 42 ცხადყოფს, რომ საშუალოდ 1 კომპანიის მიერ შესრულებული წლიური სამშენებლო სამუშაოების მოცულობა გაიზარდა 380.97 ათასი ლარიდან 2001 წელს 1.48 მილიონ ლარამდე 2008 წელს, რაც, უდავოდ, დადებითი მოვლენაა, ვინაიდან მიუთითებს კომპანიების გამსხვილების ტენდენციაზე.

g42

გრაფიკი 42: სამშენებლო კომპანიების საშუალო ზრდის დინამიკა

        მეორე დადებითი ტენდენცია იმაში გამოიხატება, რომ კერძო კომპანიების წილი მშენებლობაში სისტემატურად იზრდება და მან შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით 2008 წელს 99%–ს გადააჭარბა (გრაფიკი 43).

g43

გრაფიკი 43: კერძო კომპანიების წილი მშენებლობაში შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით 2001–2008 წლებში

სამაგიეროდ, მშენებლობის რეგიონული სტრუქტურა აშკარად არასახარბიელოა (გარფიკი 44):

სამშენებლო სამუშაოების მოცულობის 61%–ზე მეტი თავმოყრილია თბილისში;

იგი განვითარებულია აჭარაში და სამეგრელო & ზემო სვანეთში.

სხვა რეგიონებში სამშენებლო სამუშაოები უმნიშვნელოა.

g44

გრაფიკი 44: საქართველოს მხარეების რეიტინგი 2008 წელს შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მიხედვით

სამშენებლო ბიზნესი ერთერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში, მაგრამ იგი, ძირითადად, დეველოპერულ პრინციპს ეფუძნება. 

. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სექტორში დეველოპერული კომპანიების საბრუნავი საშუალებების ტრაგიკული არასაკმარისობაა.

ამიტომ დეველოპერული კომპანიები ახალ მშენებლობაზე მობინადრეებიდან შეგროვებულ ფულს წინა დაუმთავრებელ მშენებლობაში აბანდებენ. იმასაც თუ არ მოვიხსენიებთ, რომ ეს კანონის აშკარა დარღვევაა, ასეთი სისტემა შეიძლება ქმედითუნარიანი იყოს მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის დროს.

ეს მარტივი ჭეშმარიტება სრულიად ცხადი გახდა რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ და დღეს დეველოპერული კომპანიები ურთულეს პერიოდს განიცდიან.

იმედია, ჩვენ არ გველის დეველოპერული კომპანიების გაკოტრების ტალღა, რაც საერთოდ ააფეთქებს სამშენებლო ბიზნესს საქართველოში.

2.7. საგარეო ვაჭრობა

 

1980 წლისთვის საქართველოში წარმოებული პროდუქციის 500 მეტი სახეობა საექსპორტოდ დაახლოებით 90 ქვეყანაში იგზავნებოდა. ამ პროდუქციის შორის უმთავრესი იყო[1]:

 

  1. მანგანუმის მადანი;
  2. ფეროშენადნობები;
  3. ლითონის პროდუქცია;
  4. ნავთობპროდუქტები;
  5. ლითონსაჭრელი ჩარხები;
  6. ამწის ელექტროძრავები;
  7. ელექტროამამუშავებლები;
  8. ელექტროსასიგნალო აპარატურა;
  9. ელექტროსაშემდუღებლო მოწყობილობანი;
  10. ელექტროურიკები;
  11. ელექტრომანქანური მაძლიერებლები;
  12. კვების მრეწველობის მოწყობილობანი;
  13. ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობანი;
  14. მიკროძრავები;
  15. მიწისსაწოვი დანადგარები;
  16. მიკროსქემები;
  17. საიუველირო ნაწარმი;
  18. წიგნები;
  19. კონსერვები;
  20. ჩაი;
  21. მინერალური წყალი;
  22. კონიაკი;
  23. ღვინო და სხვა.

სსრკ ეკონომიკაში ჩართული იმდროინდელი საქართველოსთვის აბსოლუტურად შეუძლებელია საგარეო სავაჭრო ურთიერთობების პარამეტრების დადგენა, მაგრამ ერთი კი უდავოა: სავაჭრო სალდო დადებითი იყო.

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ურთიერთობების სტატისტიკა ხელმისაწვდომია 1995 წლიდან დღემდე[2].

დღეს საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი აკავშირებს მსოფლიოს 160 ქვეყანასთან.

გრაფიკი 45  ასახავს საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს 1995–2008 წლებში.

        ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, რომ 2008 წლამდე იმპორტი გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე, ექსპორტი, რის შედეგადაც კატასტროფულად მოიმატა  საგარეო ვაჭრობის  უარყოფითმა სალდომ (გრაფიკი 46).

g45

 

გრაფიკი 45: საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა 1995–2008 წლებში

გრაფიკი 46: საქართველოს საგარეო სავაჭრო სალდო 1995–2008 წლებში

 g46

ქვემოთ მოტანილია 2000 წლიდან განვლილ პერიოდში საქართველოს ექსპორტ- იმპორტის მონაცემები.

 ცხრილი 11: საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა

2000-2009 წლებში

 

(რეგისტრირებული ვაჭრობა; მლნ. აშშ დოლარი)

2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009
ექსპორტი 322.6 317.8 346.0 465.3 648.4

865.5

936.2

1232.4

1496.1

1134.9

იმპორტი 709.1 752.0 793.8 1141.2 1847.7

2490.0

3677.7

5214.9

6304.6

4378.1

ექსპორტით იმპორტის გადაფარვა, %

45.5

42.3

43.6

40.8

35.1

34.8

25.5

23.6

23.7

25.9

g47

 

 გრაფიკი 47. საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა

2000-2009 წლებში 

           საქართველოს ძირითად საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის რამდენიმე ქვეყანა შეგვიძლია დავასახელოთ, მათ შორის თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, აშშ, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, რუსეთი, ჩინეთი, გაერთიანებული არაბეთის საემიროები და სხვა. ქვეყნების რეიტინგი საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის მიხედვით მოცემულია 48-ე გრაფიკზე,Error! Reference source not found. ხოლო საქართველოში პროდუქციის იმპორტის მიხედვით – 49-გრაფიკზე.

ცხრილი 11 11–12 აღწერენ, შესაბამისად, ძირითად საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციას 2008 წლის ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის შესაბამისად.

g48

გრაფიკი 48: ქვეყნების რეიტინგი საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის მიხედვით 2008 წელს

g49

გრაფიკი 49: ქვეყნების რეიტინგი საქართველოში პროდუქციის იმპორტის მიხედვით 2008 წელს

როგორც ვხედავთ, 1980 წელთან შედარებით საექსპორტო პროდუქციის ნომენკლატურიდან პრაქტიკულად გაქრა მანგანუმის მადნები, ნავთობპროდუქტები, მაღალტექნოლოგიური დაზგები და ჩარხები; ელექტროძრავები და აპარატურა.

ცხრილი 11: ძირითადი საექსპორტო პროდუქცია 2008 წელს

 

 

 

ძირითადი სახეობები

ექსპორტის წილი, %

არაძვიფასი ლითონები

31.86

მინერალური პროდუქტები

16.74

სასმელები

11.74

საფრენი აპარატები

10.79

ქიმიური პროდუქტები

10.51

იუველირული ნაწარმი

7.02

მცენარეული პროდუქტები

4.25

მანქანები და მოწყობილობები

1.97

მერქანი

1.49

საფეიქრო ნაწარმი

1.41

ცხრილი 12: ძირითადი საიმპორტო პროდუქცია 2008 წელს

ძირითადი სახეობები

იმპორტის წილი, %

მინერალური პროდუქტები

19.67

მანქანები და აპარატურა

17.30

კავშირგაბმულობის აპარატურა

14.70

არაძვირფასი ლითონები

7.87

ქიმიური პროდუქტები

7.04

სასმელები & თამბაქო

6.99

მცენარეული პროდუქტები

4.44

ქიმბოჭკო

3.67

საფეიქრო ნაწარმი

3.00

სამრეწველო საქონელი

2.42

ცხოველური პროდუქტები

2.37

კერამიკული ნაწარმი

2.35

ქაღალდის ნაწარმი

2.05


[1] ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა.  საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118–158.

[2] სტატისტიკური ყოველწლიური – 2000. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 20001, 308 გვ.; Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Poligraph Service” Publ., Tbilisi, 2000, 83p.; ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

2.8. საშინაო ვაჭრობა

 

ინფორმაცია საშინაო ვაჭრობაზე, ასევე, ხელმისაწვდომია 1995 წლიდან[1].

გრაფიკი 50  ცხადყოფს, რომ ვაჭრობა საქართველოში სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით 2004 წლიდან.

2008 წელს რეალიზებული საქონლის მოცულობამ 9.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

ამავდროულად, შემაშფოთებელია ვაჭრობის რეგიონული სტრუქტურა (გრაფიკი 51):

თუ თბილისში 2008 წელს 1 სულ მოსახლეზე გაიყიდა თითქმის 7.0 ათასი ლარის საქონელი, მცხეთა–მთიანეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 45 ლარის ტოლია

ეს კი რამდენიმე გარემოებას ააშკარავებს.

პირველი:           როგორც წესი, საქართველოს მოსახლეობა ძვირ პროდუქციას ძირითადად თბილისში ყიდულობს.

მეორეც:           საქართველოს რეგიონების მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი საქონლის შესყიდვებს დედაქალაქში ახორციელებს და ბოლოს, თბილისისა და ბათუმის მაცხოვრებლების გარდა, საქართველოს მხარეებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, უმეტესწილად, ნატურალური მეურნეობით ირჩენს თავს და მხოლოდ პირველი საჭიროების საგნებს იძენს.

 g50

გრაფიკი 50: რეალიზებული პროდუქციის მოცულობა 1995–2008 წლებში

  g51

გრაფიკი 51: 2008 წელს მოსახლეობის ერთ სულზე რეალიზებული პროდუქცია საქართველოს მხარეებში

 

2.9. სასტუმროები და რესტორნები

 

იგივე წყაროებზე დაყრდნობით, რაც თავში 2.8 იყო გამოყენებული, გრაფიკი 52 აჩვენებს სასტუმროებისა და რესტორნების მიერ გაწეულ მომსახურეობას 2001–2008 წლებში.

g52

გრაფიკი 52: სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურეობა 2008 წელს

დღეს საქართველოში 353 სასტუმროა, რომელთაგანაც მხოლოდ 30 სახელმწიფო საკუთრებაშია.

2008 წელს მათ მიიღეს 162579 კაცი საქართველოდან და 103698 უცხოეთიდან, სულ 266277 ადამიანი.

გრაფიკი 53  ნათლად გვანახებს, რომ რესტორნების ბრუნვის ლომის წილი თბილისსა და აჭარაზე, ძირითადად ბათუმზე, მოდის.

 g53

გრაფიკი 53: რესტორნების მომსახურების რეგიონული სტრუქტურა, როგორც 2008 წლის მომსახურების მოცულობის წილი

2.10. უცხოური ინვესტიციები

უცხოური ინვესტიციების დინამიკა 1995–2008 წლებში ნაჩვენებია 54-ე გრაფიკზე.

როგორც ვხედავთ, ინვესტიციების ნაკადი მკვეთრად მატულობს 2005–2007 წლებში, მაგრამ 2008 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის გამო  ისინი შემცირდა 421 მილიონი დოლარით, ხოლო 2009 წელს – კიდევ ორჯერ და მეტად წინა წელთან შედარებით.

g54

გრაფიკი 54: უცხოური ინვესტიციები 1995–2008 წლებში

 უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ ისინი, ძირითადად, სასტუმროების, კაზინოებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობას ხმარდება.

გამონაკლისად შეიძლება სწრაფი მატარებლის (TGV) ინფრასტრუქტურის შექმნა და ენერგოობიექტების მშენებლობა ჩავთვალოთ. თუმცა, ეს ინვესტიციები ჯერ ბოლომდე განხორციელებული არ არის.

 

2.11. საბანკო სექტორი

საქართველო პირველი ქვეყანა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელმაც განახორციელა საბანკო (და, ზოგადად, ფულად–საკრედიტო სისტემის) რეფორმა და ეს რეფორმა ყველაზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა.

1994–1997 წლებში განხორციელდა კომერციული ბანკების სრული პრივატიზება. საქართველოს კანონმდებლობა ბანკების შესახებ ყველაზე უფრო ლიბერალურია აღმოსავლეთ ევროპაში[2]: საბანკო საიდუმლოება მართლაც დაცულია, სავალუტო გაცვლების კურსი თავისუფალია, არ არსებობს შეზღუდვები საერთაშორისო გადარიცხვებზე, არსებობს მულტივალუტური ანგარიშები და სხვა[3].

1994 წელს გამოცხადებულმა ბანკების პრივატიზირებამ და საბანკო რეფორმამ მყისვე კომერციული ბანკების დაფუძნების ტალღა გამოიწვია; 1994 წელს მათმა რიცხვმა 225–ს მიაღწია.

1994 წლის შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მინიმალური საწესდებო კაპიტალი  5 მილიონი ლარის ოდენობით დაუწესა და ბანკების ლიცენზირება დაიწყო. შედეგად, არაკონკურენტუნარიანი ბანკები დაიხურა, ხოლო კონკურენტუნარიანი ბანკები კიდევ უფრო გაძლიერდა. 1999 წლიდან ქართული ბანკები (პირველ რიგში, TBC-ბანკი და საქართველოს ბანკი) სისტემატიურად ხვდებიან მსოფლიოს 100 საუკეთესო ბანკის სიაში[4].

გრაფიკი 55  აჩვენებს, რომ 2002 წლისთვის ბანკების რაოდენობა დასტაბილურდა და დღეს საქართველოში მოქმედია 20 ბანკი.

 g55

გრაფიკი 55: ბანკების რაოდენობა საქართველოში 1991–2008 წლებში

         2000 წლიდან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (IFC, EBRD) და უცხოური ბანკები (Crédit Agricole, Sociéte Générale, Deutsche Bank და სხვ.) ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოს უმსხვილესი ბანკების საწესდებო კაპიტალში.

დღეს საქართველოს უმსხვილესი ბანკებია:

  1. საქართველოს ბანკი;
  2. TBC-ბანკი;
  3. VTB-ბანკი;
  4. ლიბერთი ბანკი (2010 წლის მარტამდე – სახალხო ბანკი);
  5. ProCredit-ბანკი;
  6. სტანდარტ ბანკი;
  7. ბანკი რესპუბლიკა;
  8. ბანკი ქართუ და სხვა.

2008 წელს გაიხსნა უმსხვილესი საერთაშორისო HSBC ბანკის საქართველოს წარმომადგენლობა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებულია აღნიშნული ბანკების 124 ფილიალი და 559 სერვის ცენტრი[5]. საქართველო მთლიანად დაფარულია ბანკომატების მჭიდრო ქსელით.

საქართველოს საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში მოსახლეობის მიერ შეტანილი თანხა საიდუმლოა, მაგრამ ექსპერტული შეფასებით საბანკო დაწესებულებებში განთავსებულია საქართველოს მოქალაქეთა შენატანები დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობით, ანუ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 700 აშშ დოლარს შეადგენს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკისთვის ეს პატარა თანხა არ არის და უდავოდ მოსახლეობაში ბანკების ნდობაზე მეტყველებს.

საქართველოს, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში, საბანკო სექტორის ძირითადი პრობლემაა უზომოდ დიდი პროცენტული განკვეთი საბანკო კრედიტებზე. საქართველოში იგი წლიური 15%–ის ტოლია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ კატეგორიის ქვეყნებს შორის[6].

გრაფიკი 56 ასახავს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების საერთო ოდენობას 2004–2008 წლებში. აშკარაა ზრდის მკვეთრი დინამიკა საშუალო წლიური 20.7%–ით.

g56

გრაფიკი 56: საქართველოს ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობის დინამიკა 2004–2008 წლებში

 ამრიგად, საქართველოს საბანკო სექტორი პრაქტიკულად ერთადერთია, რომელიც სწორი გზით ვითარდება. 


[1] სტატისტიკური ყოველწლიური – 2000. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 20001, 308 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[2] ლიბერალური გარემო საბანკო ბიზნესისათვის. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. http://www.coe.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27.

[3]  M. Mercan. Banking reform in Georgia. IBSU Refereed Multi-disciplinary Scientific Journal, 2006, # 1, p. 54-66.

[4] Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Poligraph Service” Publ., Tbilisi, 2000, 83p.

[5] სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[6] შედარებისთვის ვახსენოთ, რომ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი სულ მცირე 22%–ია, სომხეთში – 20%, უკრაინაში – 23%, რუსეთში – 18% და სხვა.

 

 

ძირითადი დასკვნები

1. საქართველოს სოციო–ეკონომიკური მდგომარეობა ერთობ ეკლექტიკურია.

2.  ქვეყნისთვის დამახასიათებელია განვითარებული სახელმწიფოებისთვის ტიპიური მაკროეკონომიკური გარემო, თუმცა საქართველო მცირე–საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორია მიეკუთვნება. საქართველოში, მწარმოებელი მეწარმეობის ხარჯზე, ვითარდება მომსახურება და ქონების მართვის მაღალტექნოლოგიური დარგები.

3. საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებულ პროდუქციასა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი რა ამწვავებს დასაქმების პრობლემას და ზრდის უმუშევრობის დონეს.
4. შედეგად, საქართველო ეკონომიკურ განვითარებაში ჩამორჩა არა მარტო ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მაგრამ, ასევე, თავის მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ქვეყნის ნამატი დამატებული ღირებულება და გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები წარმართა სახელმწიფო ინსტიტუტების განსამტკიცებლად, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზე.
5. საქართველოს მრეწველობა და სოფლის მეურნეობა სრულ სტაგნაციაშია, მაგრამ მათი აღორძინებისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ გეზი ტურიზმის განვითარებისკენ უნდა აიღოს, რაც სრული ნონსენსია, რათა მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა ეკონომიკური სიდუხჭირის გადალახვა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე. სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრები შემწეობებს ხმარდება და არა საწარმოების განვითარებას
6. საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას შეიძლება დავარქვათ „პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე“[1]
7. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში და მისდევს ოჯახურ, პრაქტიკულად ნატურალურ, სამეურნეო საქმიანობას. იგი შიმშილით არ კვდება, მაგრამ მას არა აქვს არავითარი განვითარების საშუალება. ამის დამადასტურებელია ვაჭრობა, რომელიც სასოფლო–სამეურნეო მხარეებში პრაქტიკულად არ არსებობს.
8. ამ მიზეზთა გამო, საქართველოს მოსახლეობა საზღვარგარეთ გაედინება და ქვეყანაში მცხოვრებთა რიცხვი სტაბილურად კლებულობს.
9. ეს ვითარება, თუ გავითვალისწინებთ 12-წლიან ტენდენციებს, არსებული სახელმწიფო მიდგომის ვითარებაში ვერ გამოსწორდება. საჭიროა ქმედითი პროგრამის შემუშავება და განხორციელება. სხვანაირად საქართველოს ემუქრება ქრონიკულად ღარიბ ქვეყნად დარჩენის პერსპექტივა.

10. შედეგად, საქართველო კარგავს რეგიონული ლიდერის როლს. თუ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება, აშშ–ს და ევროპის ინტერესი საქართველოსადმი გაქრება და საქართველო ეროვნულ სუვერენიტეტს დაკარგავს.
ამრიგად, დაუყონებლივ აუცილებელია საქართველოს გადარჩენის კომპლექსური პროგრამის შემუშავება.

          პროგრამის შემუშავება უნდა განხორციელდეს

საქართველოს სოციალურ – ეკონომიკური განვითარების კონცეფციის ბაზაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



[1] А. Твалчрелидзе. Экономическая ситуация в Грузии после русско-грузинской войны. В кн.: Псевдоконфликты и квазимиротворчество на Кавказе. Грузинский Национальный комитет Хельсинкской Гражданской Ассамблеи и Южно-Кавказский институт региональной безопасности, Тбилиси, 2009, с. 136-142.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *