ოცა შიმშილმა კარზე დააკაკუნა, სასწაულივით მოგვევლინა იმერეთის გუბერნატორის, თეიმურაზ შაშიაშვილის განკარგულება…

როცა შიმშილმა კარზე დააკაკუნა, სასწაულივით მოგვევლინა იმერეთის გუბერნატორის, თეიმურაზ შაშიაშვილის განკარგულება…
დუხჭირი დრო იყო. მკითხველი რომ მიხვდეს იმ ავადსახსენებელ ეკონომიკურ ვითარებას, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა გაიდარის ე.წ. „შოკური თერაპიის“ წყალობით, ვიტყვი მხოლოდ ერთს: გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ერთი ეგზემპლარი ღირდა 300 ათასი კუპონი. გაქრა წარმოება-დაწესებულებები, გაქრა ხელფასი და როცა შიმშილმა კარზე დააკაკუნა, სასწაულივით მოგვევლინა იმერეთის გუბერნატორის, თეიმურაზ შაშიაშვილის განკარგულება, რომლის თანახმად საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების წევრებს და კულტურის სხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაგვინიშნეს ყოველთვიური დახმარება 100-დან 300-მდე ლარის ოდენობით (100 ლარი 100 დოლარის ტოლფასი იყო). აი, ამ დახმარებით და პირადი დანაზოგის წყალობით, უკრაინაში შევიძინე 12 ტონა ქაღალდი და მოვახერხე ოთხი ახალი წიგნის გამოცემა. 12 ტონა ქაღალდი შევიძინე და გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში გადავეცი ბატონ ბეჟან ნამიჭეიშვილს და თენგიზ წოწონავას. ერთი წლის მანძილზე გაზეთი „ქუთაისი“ ჩემ მიერ უკრაინიდან ჩამოტანილი ქაღალდით გამოდიოდა.

იაკობ პაპიაშვილი,
ივ. მაჩაბლის პრემიის ლაურეატი, ნობელის პრემაზე წარდგენილი ისრაელის მწერალთა კავშირის მიერ.
ისრაელი, 2019 წელი

მთავარი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *