პრეზიდენტს იმის ეშინია, რითაც თვითონ გახდა პრეზიდენტი: ფულის და ხალხის

mitingiსაქართველოს პრეზიდენტი რომ მშიშარაა, არ ახალია, ძველია.

მას პანიკურად ეშინია იმის, რითაც თავად მოვიდა ხელისუფლებაში და კარგად იცის მათი სიძლიერე:

 პირველი – ეს არის ფული… მხოლოდ ამჯერად, ფული არა მის ჯიბეში, არამედ ოპოზიციის სამსახურში;

 მეორე – ეს გახლავთ ხალხი… მხოლოდ, ამჯერად, არა სოროსის ფულით გაბრიყვებული ბრბო, არამედ ოპოზიციურად საღად მოაზროვნე ადამიანთა კრიტიკული მასა, რომელიც შეძლებს დეტონატორის როლი შეასრულოს ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპის დასაწყებად.

ჩვენი უბედურება მხოლოდ ხელისუფლება არ არის. ჩვენი უბედურება დღეს ჩვენივე თავშია, ჩვენივე აზროვნებაში და ჩვენივე მოქმედებაში.

ჩვენ – ვაწყნარებთ და ვამშვიდებთ ხელისუფლებას, რომ ქუჩის პროცესები არ იქნება.

ჩვენ –  წყნარად და მშვიდად ვაძლევთ ხელისუფლებას ჩვენივე ფულის კონტროლის უფლებას.

ბატონებო! სად ნახეთ ხელოვნურად, ვინმეს და რამეს ხათრით ქუჩაში გამოსული უბრალო, პატიოსანი ხალხი. ქუჩის პროცესებზე უარის თქმა დღეს ხომ ნიშნავს საერთო სახალხო მოძრაობის უარყოფას. ამიტომ არის ხალხი ეჭვებში, ამიტომ დაიბნა მოსახლეობა, ამიტომ აღარ ენდობიან პოლიტიკოსებს.

ბატონებო! ის არ ვიკმარეთ, რომ ქუჩის პროცესებზე უარის თქმის დეკლარირება მოვახდინეთ. ახლა ზოგიერთი, რომელსაც პოლიტიკური ანალიზისა და გონივრული ნაბიჯების გადადგმის ინტელექტუალური შესაძლებლობები და პოლიტიკური ნება არ გააჩნია, მოძმე ოპოზიციონერების ყანაში კენჭებს ისვრის.

 

ბატონებო! ეს უკვე სრული გაბოროტებაა. პოლიტიკის გაბოროტება! სხვა ბრალდება რომ არ არსებობდეს დღევანდელი უმაღლესი ხელისუფალის მიმართ, მხოლოდ ისიც იკმარებს მისი პასუხისგებაში მისაცემად, რომ, როგორც პოლიტიკის კაცუნებს ჩვევიათ, უბოროტესი სახელმწიფო მანქანის დახმარებით, ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური სპექტრის დასაქსაქსად, ურთიერთ დასაპირისპირებლად, ბოროტებისა და სიძულვილის დასანერგად.

ისე, როგორც ყველა სხვა სფეროში ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ქართულ პოლიტიკაში დღეს გაუცხოება, დაპირისპირება, შური და მტრობა ჭარბობს, რაშიც თავად ოპოზიციონერებთან ერთად მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა.

დღეს პოლიტიკური ბრძოლა გახლავთ ან ბრძოლა სკამისა და საკუთარი ბიზნესის დასაცავად, ან ბრძოლა რწმენისათვის, იდეებისათვის, ნათელი მომავლისათვის.

პირველს შიში განაპირობებს, მეორეს – სიყვარული და იმედი.

 პირველი – ნგრევაა, მეორე – შენება.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 10 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *