შაშინგტონში ყველაფერი რიგზეა

(კომუნიზმში კი არა ქუთაისში ვართ)

 

თუ ტრანსპორტს ცოტა ხნით შევეშვებით და შაშინგტონის ქუჩებში ცოტა ხანს გავივლით, უწინარესად სისუფთავე გვეცემა თვალში. ქალაქის ყველაზეგ ანაპირა ადგილასაც კი, იდეალურად არის დაცული სანიტარული ნორმები, ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ქუთაისის, ანუ შაშინგტონის ქუჩების  ერთ-ერთი ატრიბუტია თითქმის ყოველ ნაბიჯზე მდგომი წესრიგის დამველი – გაწონასწორებული და თავშეკავებული. ისინი ისე ზრდილობიანად მოგმართავენ და ისე თავაზიანად გთხოვენ პირადობის მოწმობას, შეიძლება ინატრო კიდეც, ნეტავ კიდევ გამაჩერონო. რაც მთავარია, ქუთაისი ჯერაც არ წაულეკავს „კოკა კოლას“ , ბისტროებსა თუ ბარებს. მართალია, არც თუ იშვიათად ასეთივე უცხოური დაწებულებები გვხვდება, მაგრამ მაღაზიებში უპირატესად სამამულო საქონელი იყიდება, ფასებიც შედარებით დაბალიადა ზოგან ისეთ პროდუქტს წააწყდებით, თბილისში სანთლითაც რომ ვერსად იპოვით. მოკლედ, ქუთაისში ჩამოსული კაცის პირველი შთაბეჭდილება ამ ბოლო დროს პოპულარული, ნოსტალგიური ფრაზით გამოიხატება: „ეს სად მოვედი, კომუნიზმში ხომ არ ვარ?!“ , რაზეც ქუთაისლები მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებენ: „კომუნიზმში კია არა, ბიჯო, ქუთაისში ხარ“ . მართლაც, როგორც ჩანს, ადამაინისათვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად სულაც არ ყოფილა აუცილებელი კომუნიზმის მწვერვალების დალაშქვრა. რაც შეეხება ქალაქის მერს, ბატონ თემურ შაშიაშვილს, მას ქუთაისლები კიდეც აფასებენ და კიდევაც აკრიტიკებენ.”

რაც ახლა წავიკითხეთ, 18 წლის წინათ არის დაწერილი – 1996 წლის 19 ივლისს “დილის გაზეთში”

 

.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *