არჩევნები, როგორია ხელისუფლების და ჩვენი შეფასება

 

ანუ
 
მხოლოდ ბრძოლაშია გადარჩენა

imgხელისუფლება ჰიპერბოლურ გამოთქმებს გამოიყენებს: უპრეცედენტოდ დემოკრატიული“, „დემოკრატიის აზვირთება“ და ულოცავს ქართველ ხალხს ამ დიდ გამარჯვებას. მე კი ამ ეტაპზე არჩევნების ამ, შედეგების გამო სამძიმარს არ ვუცხადებ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ დაფიქრებისაკენ კი მოვუწოდებ. მილოცვით კი ამერიკის ელჩს, ბატონ ნოლანდს ვულოცავ.

ბატონმა მაილსმა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში  და მისმა ორმა-სამმა წინამორბედმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქციეს სოროსულად, თავისუფლების ინსტრიტუტის გამგრძელებლად. ბატონმა ნორლანდმა კი ეს პროცესი რეგიონებშიც გადაიტანა. ქუთაისში და უამრავ სხვა ქალაქსა და რაიონში მათთვის სანდო სოროსული და „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგიის ანტიქართული განწყობის სახელისუფლო კადრები დაასვეს ხალხს თავზე.

აშკარაა, რომ დახვეწილი ამერიკული საარჩევნო ტექნოლოგიებით ბატონი ნორლანდი და მისი გუნდი ასრულებს  დასავლეთის მასონური წრეებისათვის მისაღები ორპარტიული სისტემის დამკვიდრებას, მათთვის არა უბრალოდ მისაღები, არამედ მათი მონა-მორჩილი ორივე პარტიით. ვაი მას, ვინც ამ პროცესში მათ სასარგებლოდ მონაწილეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ვერ მიხვდა მასონური წრეების ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს.

არსებობისათვის ბრძოლის პროცესი, რომელმაც მოიცვა საქართველოს მოსახლეობის თითქმის 99 პროცენტი, თავისი არსით არ არის ქართული… ებრძვის ქართულ იდეას.

ბრძოლა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის ქართულია, მაგრამ არ შედის „თავისუფლების ინსტრიტუტისა“ და სოროსული ჯგუფების ინტერესებში…

პირველს, ანუ ბრძოლას არსებობისათვის, ხელოვნურად თავს გვახვევენ, რომ ღირსება წაგვართვან. … მათი იდეოლოგიაა: „რად გინდათ ძლიერი განათლების სისტემა, მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება, საკუთარი ფეხით ჩადით თურქეთში, საბერძნეთში ესპანეთში იტალიაში – საერთოდ ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში, ემსახურეთ ამ ქვეყნების მდიდართ და იშოვეთ სარჩო“.

მეორე კი – ბრძოლა საკუთარი რეალიზაციისათვის, გულისხმობს  ძლიერ განათლებას, საქრათველოშივე მიღებულს, კულტურას,  ხელოვნებას, ქართული ისტორიის, ტრადიციის შესადარს. ამაზე სხვები კი არა, ხელისუფლებაც არ ფიქრობს ისე, ისე როგორც ეკადრება ჩვენს წარსულს – ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანას. ჩვენ თავზე გვასვამენ უცხოეთში მათი იდეოლოგიით მომზადებულ პრაქტიკულად ქართველობადაკარგულ კადრებს და რეალურად დაუკარგეს ფასი საქართველოში განათლების მიღებას. ასეთ დროს, უპრეცედენტო დემოკრატიასა  და დემოკრატიის აზვირთებაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, მით უფრო როგორ შეიძლება დემოკრატიასთან ახლოს იყოს არჩევნები, რომლებსაც უშიშროება ატარებს; არამედ ვფიქრობდეთ იმაზე, რომ თავი დავიხსნათ რეალური კოლონიზატორებისა და მათ მიერ თავსმოხვეული, მათი ინტერესების დამცველი სახელისუფლებო კადრებისაგან.

ჩვენი პრობლემა, მე ვიტყოდი, ტრაგედია, იმაშია, რომ კოლონიზატორებს მეგობრებს ვეძახით და ხსნას ხელოვნურად შექმნილ ფულიან ბელადებში ვეძებთ.

ყველაფერ ამას უკვე დიდი ხანია,  გულისტკივილით ვწერ და გამოსავალს ეროვნული იდეით ქვეყნის გაერთიანებაში ვხედავ.

2003 წლის ბოლოს ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა უკვე პრეზიდენტი პრაქტიკულად დანიშნული იყო, მხოლოდ იმიტომ ჩავერთე, რომ ხალხისთვის ღიად და პირდაპირ მეთქვა: „სააკაშვილი საქართველოს მოძულე გარე ძალთა პროექტია და ნუ ვებრძვით საკუთარ წარსულს და მომავალს“. დრომ დაადასტურა, რომ ეს სწორი შეფასება იყო. მაშინ – 2003 წლის ბოლოს, მთავარ პრინციპად ავიღე: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არჩევნების შემდგომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიბრძვით ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხელისუფლება ქვეყნის გარედან არ მოიმართება.

დღეს ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, არათუ ვადასტურებ როგორც ერთ, ასევე მეორე პრინციპისადმი ერთგულებას, არამედ პირდაპირ ვამბობ: დღეს მხოლოდ ბრძოლაშია საქართველოს გადარჩენა. დღეს მხოლოდ იმ ხელისუფლებისათვის ბრძოლაშია საქართველოს გადარჩენა, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება .

დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით ევროპა და ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა. სამწუხაროა, რომ დასავლეთის ქვეყნების სახელისუფლებო წრეებში ბევრმა ეს არც იცის, არც უნდა იცოდეს, ხოლო ვინც იცის, ამას არაფრად თვლის. თავზე გვასხედან, თავიანთ იდეოლოგიას გვახვევენ თავს ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანას.

ეს არჩევნები დემოკრატიის კი არა, სოროსული ძალების ახალი მძლავრი აღზევებაა. მთავარია ქართულად მოაზროვნე ადამიანებმა კარგად გავაცნობიეროთ ეს და მივიღოთ ეს გამოწვევა.

ვისაც ქართული სისხლი გვაქვს, კაცები ვართ, საკუთარი თავით დავდივართ, ვისაც შეუძლია მტრის წინაშე თავაწეული დგომა – არ იჩოქებს და ზურგს არ აჩვენებს. ვისაც აქვს წარსულის პატივისცემა, ვინც რეალურად ხედავს  დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას, ვინც ფიქრობს ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალზე – დავდგეთ საქართველოსათვის.

თემურ შაშიაშვილი

17.06.2014წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *