პოლიტიკოსებს ერთგულებისთვის სჯიან?!

 ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად, 

ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან 

ლომები, ვეფხვები და ავაზები, 

ხოლო თრითინები თაგვები და ციყვები 

მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ… 

(კონსტანტინე გამსახურდია)

  2006 წლის 13 ივნისს, 10 ათასი ცნობილ პიროვნებისა და საზოგადო მოღვაწესთან ერთად საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა სერიოზულმა და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანმა ძალამ, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ,გარდა ხელისუფლების მორჩილისა,  ხელი მოაწერა დეკლარაციას ეროვნული კრების მოწვევის შესახებ.

მეამაყება, რომ ვიყავი ამ დეკლარაციის შემუშავებისა და მიღების მთელი პროცესის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მეამაყება, რომ ამ დეკლარაციაში და იდეაში კრების თაობაზე გათვალისწინებულია დიდი, ისტორიული, თხუთმეტსაკუნოვანი გამოცდილება გუბაზ მეფისა, დავით აღმაშენებლისა და მეოცე საუკუნეში სახელმწიფოებრიობა აღდგენილი საქართველოს მთავრობისა, რომელიც გააჩნდა სახალხო კრებას, როგორც ძლიერ ქართულ ფენომენს.

ჩვენ – დღესაც ვრჩებით ყველა იმ დებულების ერთგული, რომელიც დაფიქსირებულია დეკლარაციაში: არ შეიძლება ამ საარჩევნო გარემოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება; არ შეიძლება ხელისუფლებასთან გარიგება;  არ შეიძლება გაყალბებული არჩევნების პატიება.

ჩვენ – დღეს ამ ერთგულებისათვის აღმოვჩნდით სამიზნე იმ პოლიტიკური ძალებისა, რომელბმაც 2006 წელს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, თავად კი განუდგნენ იმ სულისკვეთებას, რომელიც განვამტკიცეთ ერთობლივი ხელისმოწერით; ამ იდეებისადმი ჩვენი  ერთგულების დემონსტრირება გახლდათ წერილი “პოლიტიკური ეკლექტიზმი, ანუ პოლიტიკური დაქსაქსულობა…“, რომლითაც მივმართეთ სახალხო კრებას 2010 წლის 26 ოქტომბერს.

ჩვენ – აუცილებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნოთ ეროვნული კრების მოწვევის 2006 წელს მიღებული დეკლარაციის სრული ტექსტი, რათა გამოჩნდეს, ვინ დარჩა ერთგული, აგრეთვე, როგორ და ვისგან ისჯება ჩვენში ერთგულება.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 13 თებერვალი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *