რა მოხდა პარიზში (თემურ შაშიაშვილის გამოსვლა პარიზში ქუთაისის დღეებთან დაკავშირებით)

 

3ამ კითხვას, რომელიც ბევრს აინტერესებს, ამომწურავი პასუხი გაეცა მერიის კაბინეტის სხდომაზე საფრანგეთში ქუთაისის დღეებთან დაკავშირებით ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის გამოსვლისას.

ბედნიერი ვარ, რომ მთელი საქართველოს ხელშეწყობით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, ყველას თანადგომით ქუთაისმა წლეულს, მაისში ისეთ ზარი შემოკრა, რომ ამით დიდი ისტორიული მისია შეასრულა.

მაისი დაიწყო ქუთაისში ჩვენი სულიერი მამების -კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორისა და რუსეთის პატრიარქის  ალექსი მეორის ჩამოსვლით, დიდი  შეხვედრებითა და საქმეზე საუბრით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი და ინტელიგენცია.

პარიზში ყოფნისას, ჩვენ კიდებ უფრო შევიგრძენით იმის სიმაღლე, რაც 2 მაისს ქართველთა სულიერი ერთიანობის დიდი ამაღლების ტაძარში – გელათში მოხდა. პირველად ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ერთად შეიკრიბა საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ეკლესიის სინოდი, ბაგრატიონთა  გვარი, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა. აქ იყვნენ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრები – ებრაელები.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა ბაგრატოვანთა გვარის შეკრება და ქუთაისში ქართული ეკლესიის სინოდის ჩამოსვლაც. იმ დღეებში განათლებისა და ბიზნესის საკითხებზე ორი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებით ხაზი გაესვა ისტორიულად ქართული სახელმწიფოს ძლიერების ორ მთავარ საყრდენს – განათლებითა და ეკონომიკით ცივილიზებულ სამყაროსთან  შეერთების ორ უმთავრეს მიმართულებას – განათლებასა და ეკონომიკას.

იმ დღეებში ქუთაისში დაადასტურა  ქართულ სულში არსებული დიდი სიმაღლისადმი – ტოლერანტობისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულება.

ამ დღეების შედეგია, რომ საქართველოს პრეზიდენრის, ბატონ ედუარდ შევარდნაძის წინადადებით , განიხილება საკითხი გაეროს ეგიდით ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია ორი ერის ძმობისა და მეგობრობის ცივილიზაციის  საკუთრებად აღიარების თაობაზე. ეს ფაქტი  ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა.

2 მაისობის მთავარ  დღესასწაულზე პირდაპირ და გამოკვეთილად გაკეთდა განცხადება ჩვენს ორიენტაციაზე – ქუთაისი უნდა გახდეს ევროპული ყაიდის ეროვნული ქალაქი.

ჩვენ ევროპაში ხმამაღლა ვაცხადებდი: საქართველო რაც უფრო დაუახლოვდება მის ერთოვნულ ისტორიულ ფესვებს, მით უფრო დაუახლოვდება საკუთარ სახლს –  ევროპას. მინდა ვაღიარო, რომ ხშირად ეს გაკვირვებას იწვევდა. მეცნიერებშიც კი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დელეგაციის წევრებმაც იგრძნეს, რადგან  ჩვენ  ყველანი, აზიის ნაწილად გვთვლიან და აზიატებად მიგვიჩნევენ

ჩვენ არ ვუკადრისობთ იმას, რომ ვიყოთ აზიის შემადგენლობაში, ვიყოთ აზიატები, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიყოთ   ჩვენს სახლში – ევროპაო და საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროპული ორიენტაციაც ქუთაისმა ეს გამოკვეთილად გამოხატა ამ შეხვედრებში

რამოხდა პარიზში? რატომ წავედით პარიზში, კარგად ვცხობრობთ თუ იმიტომ და პირიქით?

ყველასგასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ, შინ და გარეთ ყველას გასაგონად.

პარიზში წავედით, რათა კიდევ ერთხელ გვეთქვა ცივილიზებული სამყაროსათვის რომ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ერსა და ქვეყანას – დიდი ისტორიის, კულტურის, სულიერების ქვეყანას უჭირს, გარე ძალების ჩარევით გახლეჩილია, დარღვეულია მისი სულიერი და ტერიტორიული ერთიანობა. მძიმე მდგომარეობქშია ეკონომიკა, ხალხი სიღარიბის ზღვარზეა, უჭირს ამაყ ხალხს და ქვეყანას ტოლერანტობით სავსე ქვეყანას და ნუ გაწირავთ.

ჩვენ ეს ვუთხარით არა ტირილით, და ხელის გაწვდომით, არამედ, ღირსეულად და ამაყად, როცა სცენა სავსე იყო დიდი ხელოვანებით, ჩევნი მეცნიერები ლექციებს კითხულობედენ მსოფლიოს ერთ-ერთ უპირველეს და უძველეს სორბონის უნივერსიტეტში, როცა ისინი – მეცნიერები, ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლები, მეწარმეები, ბიზნესის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები თუ სახელმწიფო მოხელეები როგორც ტოლი- ტოლთან საუბრობდნენ და კამათობდნენ თავიანთ კოლეგებთან. ჩვენ პარიზში, საფრანგეთში წავედით. რათა მადლობა გვეთქვა ყველაფრისათვის. ვინც უკანასკნელ წლებში ხელი გაუწოდა გაჭირვებაში მყოფ  ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ  ჩავედით პარიზში, რომ მადლობა გვეთქვა ფრანგი ხალხისათვის იმ დახმარების გამო, რომელსაც საქართველოსა და ჩვენს ქალაქს უწევდა. მე თქვენ ყველას გთხოვთ, გავიხსენოთ, რომ დიდი გაჭირვების ჟამს, ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში სწორედ საფრანგეთის სოციალური განათლების და ჰუმანიტარული მინისტრი იმყოფებოდა. ეს გახლდათ ამ რანგის პირველი პიროვნება, რომელიც ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა. მე ხაზს ვუსვამ, საფრანგეთიდან ჩამოვიდა. ეს პიროვნება და გახსოვთ. მაშინ  მას მთელმა ქალაქმა როგორი შეხვედრა მოუწყო.

ყველას ახსოვს, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქრათველოში ბატონი ბერნარდ ფასიე, იგი ფიზიკურადაც მონაწილეობდა ხიზნების უღელტეხილზე გადმოყვანაში. მას სპორტული ფორმა ეცვა. და პირადად ეხმარებოდა ლტოლვილებს უღელტეხილზე კერძებს თვითონ აკეთებდა და ხიზნებს უმასპინძლდებოდა.

ჩვენი ქალაქის 500-მდე მიუსაფარი დღეს მადლიერების სახლში უკვე 5 თვეა, ფრანგი ხალხის მიერ გამოგზავნილი თანხითა და საჭმელით ცხოვრობს და ეს პროგრამა გრძელდება.

იუნესკოში გამოსვლისას ვთქვით, რომ არ გვინდა ვიყოთ ის ხალხი, რომელიც ამას ვერ ხედავს და ვერ აფასებს.

მთავარი მხოლოდ ეკონომიკური დახმარება როდია. ამ ხალხისაგან ვიღებთ უდიდეს სულიერ მხარდაჭერას და ვფიქრობ, ჩვენმა ინტელიგენციამ და ქუთაისის დელეგაციის ყველა სხვა წვერმა ეს საფრანგეთში ჩვენი ყოფნის დროსაც იგრძნო.

როცა ვერავინ ბედავდა საქართველოსაგან გამოხედვას, რადგან საქართველოში შინა ომი იყო და აფხაზეთიდან გამორეკილი ხალხი უმძიმეს პირობებში მიედინებოა. აი, ამ დროს რომ ჩამოვიდა საფრანგეთის ელჩი, ამის სათანადო შეფასება მხოლოდ მაშინ კი არა დღესაც ძნელია, რაც დრო გავა, ამას მით უფრო დავაფასებთ, ისე როგორც დღეს უფრო ვაფასებთ, იმათ, ვინც საფრანგეთიდან თავის დროზე ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში. ერთი სურათიც რომ გადაეღოთ, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ გადაღებულ სურათს დღეს ჩვენთვის , ეს ყველასათვის ცნობილია. მით უფრო, როცა ლაპარაკია ჯაჭვის ხიდზე და სხვაზე, რაც თავის დროზე ჩვენ სწორედ საფრანგეთიდან და ფრანგი ხალხისაგან მივიღეთ.

მხოლოდ იმ 500 პიროვნებისათვის კი არა, რომელთა შესახებაც ზემოთ აღვნიშნე, მთელი ჩვენი ქალაქისათვის უდიდესი მხარდაჭერის, რომ ფრანგი ხალხი ასეთ დიდ მორალურ და სულიერ დახმარებას გვიწევს.

არ შეიძლება ვიყოთ ის ერი, რომელიც უმადურობას გამოიჩენს  და აი, სწორედ, ამიტომ ჩავედით , რომ მსოფლიოსათვის (საფრანგეთი ხომ ის ცენტრია, რომელიც კრიბავს მთელს მსოფლიოს, დიდი პოლიტიკური ცენტრი მთელი მსოფლიოსათვის) ჩვენ იქ ჩასვლით ყველასათვის, მთელი მსოფლიოსათვის და განსაკუთრებით საფრანგეთისათვის, მადლობა გვეთქვა, დღევანდელი და  ჩვენი ისტორიის მანძილზე აღმოჩენილი დახმარებისათვის ეს ქართველი ხალხის სულიერი ამაღლების ერთ-ერთი ნიშანია და მე ყველას ვთხოვდი, კარგად გაეაზრებინა, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი ისტორიისათვის.

ჩვენთვის პარიზში წინაპართა დიიდ მიზიდულობის და იმედის ცენტრია.

ვინ როგორ უყურებს პარიზს, მე არ ვიცი, ვინ თვლის სასეირნოდ  და ვინ არა, მაგრამ ჩემთვის ეს წინაპართა დიდი სულიერებისა და ამაღლების ცენტრია ჩვენი წინაპრების მიზიდულობის დიდი ცენტრია. მე აქ ბევრი მინდა გავიხსენო, მაგრამ სულხან საბა ორბელიანი იქნებოდა საკმარისი, რომელსაც მაშინ იმდროინდელ  ჩვენს სახელმწიფოში გადაწყვიტა , რომ საფრანგეთში იყო საძიებელი საქართველოს გადარჩენა.

მე აქ შემიძლია გავიხსენო  თავისუფალი საქართველოს მთავრობა რომელიც გარეკეს საქართველოდან.

სად წავიდა იგი?

ის საფრანგეთში წავიდა , პარიზში ჩავიდა  და ფრანგმა ხალხმა მიიღ. ჩვენი დიდი მადლობა უნდა გვეთქვა საფრანგეთსა და ფრანგი ხალხისათვის , რომ როგორც თავისიანები, როგორც მეგობრები, ისე შეითვისა ისინი და მთელი ქალაქიც მისცა, რომელსაც დღეს ქართველთა მამული ეწოდება.

მე მიძნელდება, დავასახელო მსოფლიოში მეორე ქვეყანა. რომელმაც ასეთი დიდი დახმარება და მეგობრობა გაუწია არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა რომელიმე სახელმწიფოს.

ჩვენი დიდი წინაპარი მეცნიერები, ხელოვანის მოღვაწენი გადარჩენას პარიზში ეძებდნენ. საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკოსებზე. პარიზთან არის დაკავშირებული ჩვენი დიდი მხატვრობა, ჩვენი დ იდი მწერლობა.  ჩვენი დელეგაციის ბევრმა წევრმა ნახა, სად იჯდა დავით კაკაბაძე, სად იჯდა ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედინი, სად დადიოდა გალაქტიონი , სად იყო კონსტანტინე გამსახურდია, სად იყო ნიკო ნიკოლაძე, გაიხსენა მარსელ დეპრესა და ნიკო ნიკოლაძის ურთიერთობა და წვლილი, რაც ნიკო ნიკოლაძეს მიუძღვის მარსელ დეპრეს გადარჩენაში, ის კი, თუ რას წარმოადგენს მსოფლიოსა და მსოფლიო ცივილიზაციისათვის მარსელ დეპრე, ყველასათვის ცნობილია.

ყველაფერ ამას ჩვენი დიდ ისტორიას , რაც უფრო მეტად ვცემთ პატივს, მით უფრო წინ წავალთ, მით უფრო ავალთ სულიერების მწვერვალზე.

საჭიროდ მიგვაჩნია, ხაზგასმით აღვნიშნო, რა დიდი მხარდაჭერა აქვს დღეს საფრანგეთში უმძიმეს მდგომარობაში მყოფ ჩვენს კინოხელოვნებას.

ორი მისი დიდი საყრდენი სვეტი მინდა ვახსენო – ოთარ იოსელიანი, რომელიც საფრანგეთში უდიდესი ყურადღებით არის გარემოსილი და თემურ ბაბლუანი, როგორი მხარდაჭერითა და როგორი პატივისცემით  სარგებლობდნენ ისინი პარიზსა და საერთოდ,ევროპაშო, როგორ უხსნის გზას საფრანგეთი ჩვენს ხელოვნებას.

დღეს საქართველოს ძალზე უჭირს, თუნდაც ერთი ფილმი გადაიღოს – ეს ძალიან ძვირი ჯდება და ამ დროის თემურ ბაბლუანის 5 ფილმი იქნება საფრანგეთში  და ეს ხდება საფრანგეთისა და ფრანგების მხარდაჭერით.

აი, რაც უნდა ვცეთ პატივი და როგორ უნდა შევხედოთ იმას, რაც ხდება დღეს ის რყევები, რაც ჩვენს ქვეყანასადა ჩვენს ცხოვრებაშია, ძნელი შესაგრძნობი არ არის,მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხაზი, რომლისგანაც გადასვლა არ ექმნება.

ქუთაისმა მიაგნო ამ ხაზს. მე ვამაყობ ასეთი ქუთაისით და მეამაყება, რომ უდიდესი ნაწილი სწორად დგას ამ ხაზზე.

ჩვენთვის პარიზი წინაპართა დიდ სულებთან შეხვედრაა, მათი ღვაწლის დიდი აღიარებაა, და ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ დიდი მონანიებაც არის საკუთარი ცოდვების გამო.

ჩვენ, შეცდომად და ცოდვად იმასაც ვთვლი, რომ პაპის საფლავზე პირველად მივიდა შვილიშვილი (იგულისხმება ახალგაზრდა ჟურნალისტი ლელა ვაშაკიძე, რომელმაც ლევილის ქართევლთა  სასაფლაოზე ბაბუის – დედის მამის საფლავს მიაგნო) და ვნახავ იქ დამხობილი ჟურნალისტი

თავის ძმის საფლავთან პირველად მივიდა ძმა (იგულისხმება ივანე ვარლამიშვილი, რომელმაც თავის ქალიშვილთან – ნატოსთან ერთად პირველა ნახა ლევილში დაკრძალული თავისი ძმის, მსოფლიოს სახელგანთქმული მხატვარის, ფელიქს ვარლამიშვილის საფლავი. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ქალაქის მერმა სწორედ აქ, ლევილში სახელოვანი ძმის საფლავთან, გამოაქვეყნა მერიის გადაწყვეტილება ამაგდარი პედაგობისა და საზოგადო მოღვაწის ქუთაისის საპატიო მოქალაქედ არჩევის შესახებ)

ჩვენ აცრემლებული ვუყურებდით იმ საფლავებს და არა მარტო იმ   საფლავებს,  არამედ, მას,რ ომ ჩევნი თანაქალაქელები, ქართველები საქართველოს მოქალაქეები პირველად მივიდნენ თავიანთი დიდი წინაპრების საფლავებთან, ეს იყო უდიდესი გამარჯვება.

საფრანგეთში, პარიზში , ლევილში არასდროს აღნიშნულა 26 მაისი საქართველოდან  ჩასულთა მონაწილეობით.

ჩვენ გვეააყება, რომ საქართველომ თავისი შეცდომა გაასწორა და 26 მაისი აღინიშნა არა მარტო საქართველოში, არამედ სწორედ იქ – იმ ადამიანებთაბ, იმ სულებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი 26 მაისთან.

მე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ქართველი ხალხის საქართველოს სულიერი ამაღლების დიდი დღე და მეამაყება იმის გამო, რომ საქართველოს სახელით ეს გააკეთა ქუთაისმა.

აი, რატომ გავედით პარიზში!

მინდა გავიხსენო დიდი გერმანელი მწერალი გოეთე და მის ნაწარმოებზე შექმნილი დიდი ოპერა „ფაუსტი“, რომელიც ფრანგი კომპოზიტორის შექმნილია.

ჩვენ არ წავსულვართ იმ მიზნით, რომ მარადიული ახალგაზრდობა მოგვეთხოვა, როგორც ამას ფაუსტი ითხოვდა.

ჩვენ  წავედით, რომ ჩვენი დიდი წინაპრების სულბისთვის გვეთქვა, რომ მათი სულია ახალგაზრდული და რომ საქართველო და მათი სამშობლოს დღევანდელი თაობა აფასებს მათ, ასწორებდ თავის შეცდომებს და ინანიებს.

მიგვაჩნია, რომ ეს არის დიდი სულიერი ამაღლება, ამაღლება იმისათვისაც, ვინც ამას კარგი თვალით უყურებს და აცნობიერებს  რა მოხდა და იმისთვისაც, ვინც, ვთქვათ, ცუდად ლაპარაკობს – მისთვისაც, მისი ოჯახისთვისაც დიდი ამაღლებაა.

26 მაისს რაც ჩვენ ვნახეთ ლევილში, რასაც საკუთარი თვალით ვუყურეთ და დაკავშირებულია ჩვენს დიდ ისტორიასთან, შეუძლებელია არ გვიხაროდეს . შეუძლებელია არ გვიხაროდეს, რომ საქართველომ საქართველოს გარეთ, პარიზში, დიდ ქართულ მამულში აღნიშნა დიდი დღე – საართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დღე.

პარიზში აკრედიტებული თითქმის ყველა საელჩოს, მთელი დიპლომატიური კორპუსის, ცნობილი მოღვაწეების მონაწილეობით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლევილში ქართველთა მიწაზე მხოლოდ ქართველთა მიერ პარიზის უპირველეს ადგილზე. სატრიუმფო თაღთან ნაპოლეონის  სატრიუმფო შემოსასვლელთან კი, სადაც დღესაც ყველა დიდ ღონისძიება , მათ შორის, პრეზიდენტის ინაუგურაცია ეწყობა, სწორედ აქ, ამ ტრიუმფალურ თაღთან, 26 მაისი აღინიშნა, ყველა ჩვენგანისადა სტუმარის მასპინძლების მონაწილეობით.

თუ ვინმე ამ სიმაღლეს ვერ დაინახავს, საქართველოში, დიდ შეცდომას დაუშვებს. დიდ შეცდომას დაუშვებს,  ვერ დაინახავს, რომ 26 მაისს ქართველმა ხახლმა საქართველოს სახელით ქუთაისმა ნაპოლეონის ტრიუმფალურ თაღთან აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი, გამორჩეული მწვერვალი. დარწმუნებული ვარ, რომ მას ისტორია ასე შეაფასებს.

ვინც ნახა სატელევიზიო გადაცემა, ალბათ ახსოვს, რომ ამ ზეიმზე სამი ქალბატონი მობრძანდა – ჟორდანიასა დ ა გეგეჭკორის შვილები, მნახველი , ვფიქრობ, გულგრილად ვერ შევხედავდი მათ სახეებს.

უდიდესი მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ყველაფრის მიუხედავად, რაც საქართველოში მოხდა, ეს ხალხი და ყველა სხვა უკვე ნაბიჯს დგამს. ჩვენი ქვეყნის სულიერი ერთიანობისა და გაერთიანებისაკენ. ეს ნათლად ჩანდა  ტრიუმფალურ თაღთან, რომელიც დიდი ნაპოლეონის სახელთან არის დაკავშირებული.

რა მოხდა პარიზში, მსოფლიოს ცივილიზაციის ცენტრში, დიდ შენობაში, იუნესკოს შენობაში?

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ფედერიკო მაიორმა საქართველოსადმი დიდი მეგობრობით თქვა სიყტვები, რომელთა მსგავსი თავისი სილამაზით, პროკოფი კესარიელის შემდგომ ძალიან ცოტა თქმულა, ეს სიტყვები თქვა მსოფლიოში აღიარებულმა პიროვნებამ – მეცნიერმა პროფესორმა დოქტორმა პოეტმა მსოფლიოში უდიდესი მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა 187 ქვეყნის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა . მან გახსნა ჩვენი ისტორიის და დღევანდელობის ამსახველი დიდი გამოფენა. ეს გამოფენა ჩამოვა ჩვენს ქალაქში, ბევრი ნახავს დასათანადო შეფასებას მისცემს. ეს არ იყო მხოლოდ პარიზისთვის განკუთვნილი  გამოფენა. ასეთი მოძრავი გამოფენა ჩვენ  უნდა გვქონდეს ქალაქში და როდესაც სადმე წავალთ, უნდა დაგვყვებოდეს.

იმ დღეს გაიხსნა მხატვრების გამოფენა.

უნდა გვეამაყებოდეს, ისეთი სიყვარულით და სითბოთი მიიღეს იგი, დადასტურდა, რომ სხვა სიმაღლეზე არიან ჩვენი მხატვრები.

მთელს ქალაქში კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ ტრიბუნიდან , რომ ხელოვნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება რაც უფრო გამართულია, მით უფრო მაღალი და მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ. ეს კიდევ ერთხელ იგრძნობოდა პარიზში, თუნდაც იმ პატარა ბიჭის გამოფენა (იგულისხმება 10 წლის ბესო ყაზაიშვილის სურათების გამოფენა, რომელმაც ფურორი მოახდინა).

ძალიან ბევრი შეიძლებოდა ყოფილიყო იქ, ძალიან ბევრი შემოქმედუ, მაგრამ ის, რაც იმ დღეს წარმოჩნდა, ის, რაც  იმ დღეს ვნახეთ და მოვისმინეთ – თუნდაც ჩვენი ოპერის სილისტი ბატონი რამაზ კუბლაშვილის გამოსვლა იუნესკოს ცენტრში. ბუნებრივად რომ წამოვიდა სიმღერა და ორგანულად ჩაეწერა საერთო განწყობილებაში – ეს ყველაფერი ეროვნული იყო.

რა მოხდა პარიზში?

– ვიყავი მეფის სასახლეში. სადაც სულხან-საბა ორბელიანი ლუდოვიკოს ელოდებოდა… მიგვიწვია მეფის მემკვიდრემმ ბურბონთა გვარის წ ატმომადგენელმა. მანვე მოაწყო დიდი მიღება. დელეგაციის 50 წარმომადგენლისთვის დიდი წვეულება.

გავიმეორებ სიტყვებს, რომელიც მან დელეგაციის მიღებისას წარმოთქვა:“ მე საქართველო არ მცოდნია, ჩამოვალ საქართველოში, ჩამოვა მხოლოდ 5  პიროვნებასთან ერთად, მაგრამ ხუთივე ეს  პიროვნება, ჩემს მიერ ქუთაისის ბიზნესისა და ქუთაისის ეკონომიკისათვის იქნება რეკომენდირებულიო“

საფრანგეთის მეფის მემკვიდრეს, რომელიც აღფრთოვანდა ჩვენი ბავების ცეკვით, ვუთხარი: „აი, ამ ცეკვას ეხლა უნდა გდარჩენა. აი, ამ ცეკვის პატრონი ხალხი და ამ სიმღერის ხალხია გაჭირვებული. ჩვენ ამაყები ვართ. დღეს რომ ხედავთ, ამ ხალხს უჭირს, ამ ხალხს უნდა მიხედვა-მეთქიო. სწორედ მაშინ თქვა მან ზემოხსენებული სიტყვები.

ჩვენ უკვე მივიღეთ შეტყობინება, რომ ორი თვის განმავლობაში, ჩვენთვის მისაღებ დროს. საფრანგეთის  სამეფო ტახტის მემკვიდრეეწვევა ჩვენს ქვეყანს.

ვფიქრობ ეს ჩვენი ქალაქის დელეგაციის დიდი გამარჯვება იქნება. პირველად ჩამოვა საქართველოში საფრანგეთის სამეფო გვარის ამ რანგის წარმომადგენელი.

რა მოხდა პარიზში?

შევხვდით სენატის თავმჯდომარეს.

ის ამ დღეებში საქართველოში გახლდათ სტუმრად.

ვიყავით საქართველოს მეგობარ სენატორებთან. ასეთი საზოგადოებაა შექმნილი. იქ და მას სენატორი გურნაკი ხელმძღვანელობს – იგი ამავე დროს ერთ-ერთი ქალაქის მერია.

შევხვდით სხვადასხვა ქალაქის მერებს, საჯაროდ, სახალხოდ ყველას გასაგონად დიდი მადლობა ვუთხარით ქალაქ ლევილის მერს ქართველებისადმი დამოკიდებულებისთვის.

ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, ყველამ თქვა, რომ ჩამოსვლა პირველი დელეგაციაა. რომელიც ლევილის მერს ეუბნება მადლობას ქართველებისადმი  დამოკიდებულების გამო. ისინი მომავალი წლის მაისში მოვიწვიეთ ჩვენთან.

პარიზში, ჩვენ შევხვდით სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას – ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებს. მინდა ამ შეხვედრათა შედეგის ბოლო მაგალითი ვტქვა: ბატონმა არუთინიანს დაურეკა სომხეთის საელჩოდან და გადმოგვცა, რომ საფრანგეთში სომხეთის ელჩს,რ ოემლთანაც შეხვედრა გვქონდა და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეუძლია სომხეთს საქართველოს ერთიანობასთან  დაკავშირებით, დაურეკავს საქართველოში. სომხეთს, საელჩოში და უთქვამს, გადმოეცა დიდი მადლობა.  ჩვენთვის, ქიაისის დელეგაციისათვის მიღების, დიდი კონცერტის, ამიერკავკასიის. ასეთი ამაღლებისათვის. ეს მათ გააკეთეს სწორედ იმ დღეს , როცა სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა.

აი, რა მოხდა პარიზში, აი, როგორ გრძელდება ის ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქალაქთან და მის დელეგაციასთან. მანვე გვაცნობა, რომ დაძმობილებული ქალაქის განჯა – ყოფილი კიროვაბადი, გვთხოვს, ვეწვიოთ, რაც შეიძლება სწრაფად.

სხვათა შორის, ჩვენა მ დღეებში 42 მოწვევა გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საშუალება რომ გვქონოდა, მართლაც უნდა დავდიოდეთ ძალიან ბევრგან, მაგრამ სომხეთში წასვლა მიმაჩნია უდიდეს საქმედ და თანხმობა მივეცი, რომ შეიძლევა ამ თვის ბოლოს, მე, როგორც ქალაქის მერი, დელეგაცია და შემოქმედთა გარკვეული ჯგუფი ჩავიდეთ სომხეთში, ამ დღეებში აქ ჩამოვა ამ ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელი, რათა წინასწარ გაეცნონ ჩვენს ეკონომიკას, და შეხვდეს ჩვენს ბიზნესმენებს,რ ომ სომხეთში ჩვენი ჩასვლისას დაგვახვედრონ თავიანთი პროგრამა.

აი, ეს დაიწყო პარიზში , ეს მოგვცა პარიზმა.

ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ელჩთან ჩვენი შეხვედრა.

ძალიან ვრცელი და დიდი საუბარი გვქონდა, განსაკუთრებით იმის თაობაზე, თუ რა როლის შესრილება შეუძლია მას, როგორც რუსეთის ელჩს, საფრანგეთში, სადაც მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ელიტააა თავმოყრილი.

მე მისგან უდიდესი პატივისცემა ვიგრძენი ჩვენი ხალხისა და ელჩის, ბატონი გოჩა ჩოგოვაძისადმი და ეს ამ პერიოდისთვის იმედიანად მეჩვენება.

როცა კითხულობდნენ, რა მოხდა აფხაზეთში, ამის პასუხად საკმარისია თუნდაც ის ლიტერატურა, რაც ჩვენ წავიღეთ აქედან , რაც მივეცით იქაურ ქართველებს, რომლებიც იმის კურსშიც კი არ იყვნენ, თუ რა მოხდა აფხაზეთში.

მივეცით წიგნი „აფხაზეთის ტრაგედია“ , ორმელიც ქუთაისში დაიბეჭდა, აგრეთვე ძალიან ბევი რამ, რაც აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ გადმომცა. ყველა ის წიგნი ჩავიტანეთ პარიზში, ყველაფერი დავურიგეთ  როგორც პოლიტიკოსენს, ისე საფრანგეთში მცხოვრებ ქართელებს.

ყველა შეხვედრისას – ეს იყო სენატში, თუ მის გარეთ, ყოველთვის იყო საუბარი აფხაზეთთან, ჩვენს ერთიანობასთან, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით, გამოკვეთილად უნდა აღვნიშნო, რომ საფრანგეთში, ვისთანაც არ გვქონდა შეხვედრა, ცალსახად ყველას ერთი პოზიცია აქვთ, რომ საქართველოს მთლიანობა აღდგეს.

პარიზში ვიგრძენით ჩვენი მეგობრების დიდი მხარდაჭერა.

წარმოიდგინეთ,რას ნიშნავდა ჩვენი დელეგაციისთვის დიდი ბრიტანეთიდან ნიუ-პორტის დელეგაციის ჩამოსვლა ქალაქის მერის ხელმძღავნელობი. ამ დღეებში მათგან მივიღეთ ქალაქის მერის წერილი.

ძალიან ფართო მასშტაბი მიიღო ჩვენმა მეგობრობამ. დაახლოებით უკვე 1500-მდე ქუთაისელია   ნიუპორტში ნამყოფი. აი, როგორი გამარჯვებაა, არადა თავის დროზე ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თუ რატომ წავედით ნიუპორტში, მაგრამ უკვე  ყველა დარწმუნდა, რა შორს მიმავალი შედეგები მოყვა პირველ ვიზიტს. ორ ქალაქს შორის როგორი კეთილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა,

მარტო ეს დელეგაცია როდი ჩამოვიდა, თითქმის ყველა დაძმობილებული ქალაქი შეგვეხმიანა. ან ჩამოვიდა. აქვე მინდა ვთქვა ტასისის პროგრამასა და ბატონ ჰარისზე. რომელთან ერთადაც ჩამოვიდა ტასისის წარმომადგენელი ევროპაში – ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელთანაც ჩვენ შეხვედრა გვქონდა. მან ბელფასტის  მერის წერილი გადმოგვცა. ბელფასტელები ითხოვენ, მოხდეს ჩვენი დაძმობილებაც და გვპირდებიან, რომ ბელფასტს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუნდაც ისევ ტასისის კუთხით.

იუნესკოში ჩვენი ყოფნის დროს დაგვირეკა ბატონიშვილმა გიორგიმ . დაგვპირდა, რომ საქართველოში რამდენიმე ბიზნესმენთან ერთად ჩამოვა,

ამჟამად ბატონი გოჩა ჩოგოვაძე ესპანეთში იმყოფება, იგი ესპანეთშიც გახლავთ საქართველოს ელჩი. იგი იქ შეხვდება ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს და საუბარი სწორედ ბასკების ქვეყანაში, სწორედ ესპანეთში მომავალ წელს ქუთაისს დღეებთან დაკავშირებით იქნება.

ამ მოწვევას ქუთაისი ალბათ ესპანეთის მეფისგან მიიღებს.

სწორედ ამ სიმაღლეზე, ამ სიმაღლით ივლის ქუთაისი. მით უფრო რომ გვმართებს ურთიერთობა იმ იმ ხალხთან, რომლებსაც ბასკები ქვია. ხალხთან, რომელთან ერთადაც დიდ ცივილიზაციის სათავეებთან ვიდექით, დღეს მთელ მსოფლიოში არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პრაქტიკულად  ერთი წარმოშობის ხალხი ვართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს ძმებთან უნდა ვიყოთ. მათთან უნდა მივიდეთ და თუ ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის მიწვევით გაკეთდება, ეს კიდევ ერთი დიდი სიმაღლე იქნება ქუთაისისთვის.

დარწმუნებული ვართ რომ ეს ასე გადაწყდება. ბატონიშვილი გიორგი, ალბათ აქ იქნება ერთ თვეში და კონკრეტულ საკითხებზე მოვილაპარაკებთ.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ებრაელების მხარდაჭერა – ამის დასტურია გაზეთ „სარკმელი საქართველოსი“ . აკადემისკოსმა შალვა მარდმა, რომელმაც სამაისო დღეებისას ვერ შ ეძლო ქუთაისში ჩამოსვლა წერილი გამოგვიგზავნა, რომ პარიზში ჩამოვიდოდა. შეასრულა თავისი  სიტყვა და ჩამოვიდა. მან ყველა ებრაელის დავალებით ორდენიც გადმოგვცა და აი., ბატონ ალეკო შენგელიას  დაეხმარა. გადაიხადა ის თანხა, რაც სტამბისთვის იყო საჭირო და პარიზში დაბჭდა ქუთაისის გაზეთი „სარკმელი საქართველოსი“ . მას ამაში სოლიდური თანხა 4 ათასი ფრანკი გადაუხადა.

არა მარტო ეს გააკეთა.

ჩვენი დელეგაციის წევრებს დიდი საჩუქრები გადასცა, მათ შორის ჩვენს პატარა მხატვარს, ბესო ყაზაიშვილს.

განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ბატონი ბესო ჩვენთან მოვიდა არა მარტო თავისი მთელი ებრაელი ხალხის საელით. მათი დავალებით ჩამოსული პარიზში, რათა ეთქვა დიდი მადლობა იმისათვის, რომ ქუთაისმა უღრმესი პატივი მიაგო სტუმრად მყოფ ისრაელის დელეგაციას. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს დელეგაცია მიიღო, ვინც მას შეხვდა, ვინც ესაუბარ, ვინც კეთილად გაუღიმა ქალაქში, ვინც საკუთარ სახლში მიიღო და უმასპინძლა.

ძალიან დიდი ამაღლებაა, როდესაც საქართველოდან წასული ებრაელობის დავალებით ჩამოდის პროფესორი დოქტორი, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება.

მანამდე არასდროს შევხვედრივარ ბატონ მარდს, მაგრამ როცა შევხვდი და მოვუსმინე, ამ პიროვნებით მოვიხიბლე. აძალიან ცუდია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიყენებთ ამგვარ ადამიანებთან ურთიერთობების დიდ შესაძლებლობებ. იგი ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრ  რამეში შეიძლება ამოუდგეს მხარში.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კეთილშობილ ადამიანთან მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ  ჩვენი ქალაქის შესაბამის რგოლებს და თვითონ ბატონი ალეკოც, ვფიქრობ, მოიფიქრებს საკითხებს, როგორ შეიძლება ამ  კავშირების  კიდევ უფრო განამტკიცება.სხვათაშორის, თვითონ გვთავაზობს ბევრ რამეს. პარიზიდან ამსტერდამში მისი გამგზავრების წინ ჩვენს მეწარმეებთან ჰქონდა შეხვედრა და, როგორც ვიცი, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს კონტაქტები გაძლიერდეს.

მე მინდა მადლობა ვუთხრა მთელს ებრაელ ობას – იმათაც, ვინც ჩვენთან არის და იმათაც, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. კეთილი დამოკიდებულებისა და მეგობრობის გაგრძელებისთვის. პარიზში ძალიან ხშირად ვიყავით მათთან დიდი და გულთბილი შეხვედრის მოწმენი.

მე მინდა ვთქვა, რომ დელეგაციისადმი ძალიან დიდი გულისხმიერება გამოიჩინა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა. თუმცა ტელევიზიით ეს ყველაფერი ნახეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩვენი დიდი წინაპრების შვილებისა და შვილიშვილებზე. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი სიამაყით იგონებდა, ქუთაისში სოფლიდან ახალჩამოსული ბალახვანში ორჯერ როგორ ცემეს.

დაუვიწყარია შეხვედრა ბატონ ლევან ფაღავასთან და ბევრ სხვასთან.

განსაკუთრებით მინდა ვთქვა ბატონ კლოდ დე კემულარიას თაობაზე. ისი წინაპარი ქუთაისიდან წავიდა 1920 წელს. ეს პიროვმება ქართველი კაცი, 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის ელჩი იყო სხვადასხვა ქვეყანაში და ბოლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარმოადგენდა საფრანგეთს.

როდესაც ბატონ ედუარდ შევარდნაძეს მოვახსენე,  რომ მასთან ჰქონდა შეხვედრა, დავრწმუნდი, რომ მას პრეზიდენტიც უდიდეს პატივს სცემს – თუ თქვემ შეძლებთ, რომ ამ პიროვნებამ გამოიხედოს საქართველოსკენ, ეს დიდი საქმე, იქნებაო, ბრძანა ბატონმა პრეზიდენტმა/

მე მქონია, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და დიდი მადლობა ჩვენს არქივს, ამ მასალებისათვის, რომელიც მისმა თანამშრომლენმა ქუთაისიდან გაგვატანეს და მისთვის ცრემლების მომგვრელი გახდა . ჩვენ ძალიან ბევრს – ნათესავს, მეგობარს, ახლობელს თანამოქალაქეს თანამემამულეს შევხვდით,  ვნახეთ ისინი ატირებულები, მაგრამ ვნახეთ, რა სიამაყით ლაპარაკობდნენ. დააკვირდით, თუნდაც სიტყვებს, რომლებიც ბატონ ლევან ფაღავას ეკუთვნის „როცა ახალგაზრდა ვიყავი, და მამაჩემმა მითხრა, არ გინდა საქართველოშიო? ვუპასუხე, რა მინდა საქართველოში-მეთქი, რაც  ასაკში შევედი, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში  ვვარდები, სულ საქართველოსკენ მიწევს გული.

ახლა ეს კონცერტი რომ ვნახე, მინდა რომ ახლავე წავიდე საქართველოშიო…

ეს არ არის უბრალო განწყობა, ეს უკვე ამ ხალხის სულში დატრიალებულ სულ სხვანაიტი გრძნობაა – ძალიან ბევრში დავიწყებული და ჩვენთან შეხვედრის შემდეგ გაცოცხლებული გრძნოვა. ვფიქრობ, ნახეთ ტელევიზიით და იგრძენით, როცა ქართველი კაცი ცხოვრობს, პარიზში და ერთი ქართული სიტყვა არ იცის, როგორ სირცხვილში ვარდებოდა. ასეთი  რამ ჩვენ ლევილშიც აღვნიშნეთ და ბატონმა ოტია იოსელიანმა სრულიად სამართლიანად მათ მწარედაც უთხრა, თუმცა ჩვენი ბრალიც ბევრია იმაში, ხან ქართველის მასწავლებელს გვთხოვენ, ხან სხვა რამეს და აქედან ვერ ვუგზავნით.

ახლა უკვე ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ საზაფხულო ბანაკი გვექნება. იქ, ლევილში ქუთაისელი ბავშვები წავლენ ზაფხულობით და მათ ოჯახებში იცხოვრებენ, ისინი ჩვენთან ჩამოვლენ   აქ, რათა ქართული ენა არ დაეკარგოთ.

ესეც ერთი შედეგია იმ შეხვედრებისა და პასუხი  კითხვაზე, რა მოხდა პარიზში?

მე ცალკე მინდა ვთქვა იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც  გამოიჩინა ხელოვნების ისეთმა ცნობილმა ოსტატმა, როგორც არის ბატონი ლექსო თორაძე . იგი მოვიდა, ჩვენი გამოფენის გახსნაზე და საგრძნობი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა, მასთან ერთად ჩვენთან იყო მუსიკალურ  სამყაროს ძალზე დიდი წარმომადგენლობა.

ჩვენტან იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისაგან. ტელეფონით მათთამ საუბრისას მათი უშუალოდ ჩვენთან მოსვლით ეს კარგად იგრძნობოდა.

როცა  იბადება კითხვა, რა მოხდა პარიზში, გავიხსენოთ, რას ლაპარაკობდა ჩვენი თანამემამულე, რომლის ინტერვიუ ტელევიზიით გადაიცა, 35 წელიწადი არ ვყოფილვარ ქუთაისშიო, ამბობდა ქალაქსა და ახლობლევბს დანატრებული.

შექსპირს აქვს ერთი გამონათქვამი: დროთა კავშირი დაირღვა და მე დამევალა მისი გამთელებაო.

ქუთაისმა ამ გამთელებაში დროთა კავშირის გამთელებაში დიდი როლი შეასრულა.

ვფიქრობ, რომ ჩვენი მწერლები და ინტელიგენციის წარმომადგენლები სათანადო ადგილს მოუძებნიან თემას, რა მოხდა ქართველების შეხვედრების დროს  იქ, და რა მნიშვნელობისა იყო ეს ფაქტი.

ჩვენ ბევრი რა, ვისწავლეთ პარიზში პარიზისა და საფრანგეთისაგან ფრანგი ხალხისა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებისაგან.

განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი  იყო ჩვენი ბიზნესისა და ეკონომიკის წარმომადგენლებისათვის არა მარტო მათთვის.

მე გავეცანი იმ მასალას, რომელიც წარმოადგინა მრეწველთა პალატის სახელით ბატონმა ზურან თადუმაძემ, აი, თუნდაც უს შეხვედრამ რომელიც ფინანსთა და სხვა სამინისტროში იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევან მღვდელაძისა და საგადასახადო სამსახურისთვის ეს იყო განსაკუთრებული… ბევრი რამ ისწავლეს მათ ჩვენის მხრივაც  ხმამაღლა ვამბობ, რომ მე როგორც ქალაქის მერმა ბევრი რამე ვისწავლე პარიზში . პარიზისაგან, საფრანგეთისაგან, და პარიზში აკრედიტებული უცხოელებისაგან.

სრულიად არ არის სამარცხვინო ჩვენთვის. ამით სიამაყე უფრო მაღლდება/

ვისწავლეთ ბევრი რამ, რომელსაც გაფრთხილება უნდა.

ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთი რამით სხვაც დავაინტერესოთ -ქუთაისისაგან ისწავლოს ვინმემ, საქართველოსაგან, მაგრამ ის, რაც სხვაგან ვისწავლეთ ეს გამოკვეთილად და პირდაპირ უნდა ვთქვათ.

უდიდეს რამეს მივაღწიეთ პარიზში.

პრეზიდენტის ორი წერილი გამოქვეყნდა  ჩვენს გაზეთებში. ერთი არის იუნესკოს გენერალური დირექტორის  სახელზე, რომელიც ბატონ ფედერიკო მაიორს გადაეცა და მეორე მისი აღმატებულების, დაძმობილებული ქალაქების პრეზიდენტის ბატონ ჯონ ტრიკერის სახელზე. ქუთაისი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი, ამიერკავსასიაში კი პირველი გახდა დაძმობილებული ქალაქების საერთაშორისო ასოციაციის წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ორი ათასი ქალაქის ერთიანობასთან ჩვენი დაკავშირება. (ეს ასოციაცია 2 ატას ქალაქს აერთიანებს)  ძალიან დიდ შედეგებს მოგვცემს. ახლახან ამ ქალაქებიდან  ზოგიერთი მოწვეული ჰყავდათ  სტამბულის შეკრებაზე, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური დირექტორიც იყვნენ ჩასულები. ბატონმა ფედერიკო მაიორმა გამჟრავნების წინ გულისწყვეტით მითხრა, რომ ჰქონდეს საშუალება, გთხოვდით და თქვენ ჩემთან ერთად წამოხვიდოდით  ამ შეხვედრაზე სტამბულშიო.

თქვენ წარმოიდგენთ გენერალური დირექტორის ეს სიტყვები ჩვენ არ ვიყავით მიწვეული, რადგან ამ ასოციაციის წევრი არა ვართ და თუ მიიწვევდნენ ვინმეს, მიიწვევდნენ მხოლოდ დედაქალაქებიდან. ქუთაისს. ეს პატივი არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენ უკვე იმ  ასოციაციის წევრი გავხდით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია თანაც მინდა ვთქვა, რათა ყველამ იცოდნენ, ამისათვის საწევრო გადავიხადეთ – დაახლოებით 1000 თუ 1200 დოლარი. დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ანგარიშები რომ ჩამოვამ, ეს თანხა  მაშინ დაზუსტდება და გამოქმედენა პრესაში.

პირად საუბარში ბატონმა ფედერიკო მაიორმა აღნიშნა, რომ მას მხარდაჭერის განწყობა აქვს 1999 წელს ქუთაისში ჩატარდეს დაძმობილებული ქალაქების საერთაშორისო ფორმებში.

რადგან 99 წელს ასეთი რამ იმართება, უნდა გავიხსენოთ,  გაერთიანებული ერების წინადადება  თუ კარგი პროგრამა იქნა, აიღოს ერთი ქალაქი და მის განვითარებაზე იზრუნოს თუ რამე განსაკუთრებული პროგრამა მათ არ აქვთ. ჩვენ პრეზიდენტს შევთავაზებთ, რომ ეს იყოს ქუთაისი იმის გათვალისწინებით, რომ 1999 წელს ქუთაისში ტარდება ისეთი დიდი ფორუმი, რომელიც უდიდესი მნიშნველობისაა აარა მარტო იმერეთისთვის, არამედ, საერთოდ მთელი ჩვენიქ ვეყნისთვის.

შეიძლება ამაში მხარდაჭერის იმედი გვქონდეს.

მე მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ზემოხსენებულ წერილებში  მინიშნებული ძალიან ბევრი რამ დიდი ნიშანშვეტია. საქართველოს პრეზიდენტი საერთასორისო ორგანიზაციებს უგზავნის წერილებს და აღნიშნავს,  რომ საუკუნეების მანძილზე ქუთაისი მნიშვნელოვან  მისიას ასრულენდა  ერის გაერთიანებაში. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის  გზავნილი წერილების სახით პრეზიდენტის სახელით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წერილების თითოეული სიტყვა არის ჩვენი ქალქაქის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის შეფასება, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის სუნთქვა, მთ უფრო, რომ ბოლოს აღნუშნულია „ბატონო  გენერალურო დირექტორი, ქუთაისის საერთაშორისო ურთიერთობები უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ გვწამს, თქვენი თანადგომის და ვიმედოვნებთ, რომ საუკუნის დასასრულს ქუაისში გაიმაღთება დაძმობილებულ ქალაქთა ფორუმი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მერებტან  ერთად მოწვეულნი იქნებიან ხელოვანნი და მეცნიერნი. მე იმედიმაქვს, რომ ეს ფორუმის გაგრძელება იქნება  შარშან თბილისში ჩატარებული კულტურათა დიალოგისა.

ამავე წერილში არის პრეზიდენტისეული შეფასება სამაისო ქუთაისის ამბებისა! რომ წლეგანდელი მაისის თვე , მეტად აღშანიშნავი იყო ქუთაისისთვის, სწორედ თქვენი მხარდაჭერით ჩატარდა განათლების საერთაშორისო კონფერენცია, … მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საქმიანმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციაში. „ აი, მინიშნება ბატონ ჯონ ტრიკერისთვის გაგზავნილ წერილიდან „დღეს საქართველო განსაკუთრებით აქტიური ხდება საეღთაშორისო მასშთანოთ, რადგან იგი ეძებს და სთავაზობს მსოფლიოს  ერთა ოჯახებს მის შესაფერის ადჰილს, ქუთაისი საქართველოს უძველესი ქალაქია, რომელმაც გადადგა პირველი ნაბიჯები. ამ მიმართულები  . გახლავთ ინიციატორი რამდენიმე საინტერესო პროექტისა,. გასულ მაისს ქუთაისი იყო მასპინძელი განათლების კონფერენციის, რომელიც გაიმართა იუნესკოს ეგიდით, ისევე წარმატებით, როგორც ბიზნესის კონფერენცია“ – აი, ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტი იმ ღონისძიებებს, რომელიც ჩატარდა და იმ ნაბიჰევს, რომლებიც გადადგმულია ჩვენს ქალაქში ზოგიერთი მიმართულებით.

ბევრს გვავალებს ამ წერილებში ნათქვამი მით უფრო, რომ ეს წერილები ისტამბება იუნესკოსა და  დაძმობილებული ქალაქების საერთაშორისო ასოციაციის გამოცემებში. და მტელს მსოფლიო გავრცელდება. აი, ეს მოხდა პარიზში. ეს ჭეშმარიტად დიდი რამ იყო ძალზე ბევრის სათქმელი ჩვენი ბიზნესმენენისთვის  და მაინც, კიდევ და კიდევ მინდა აღვნიშნო, რა მოხდა პარიზში.

ვისხედით პულტთან. ვნახთ დიდი ხელოვნება სცენაზე, დარბაზით გაერთიანებული მსოფლიო და სცენაზე გაერთიანებული საქართველო!

დარბაზში იჯდა 180 – ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ქართველობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის  საზღვრებს გარეთ ცხოვრობს  და პარიზში სპეციალურად ჩამოვიდა

სცენაზე ქუთაისმა გააერთიანა მთელი საქართველო – ყველა კუთხის ნიმუშები აჩვენა, სტუმრებს ვიხსნიდით მრრც და, ალბათ სხვებიც, რომ ეს იყო გურული, კახური და ა.შ . დიდმა ხელოვნებამ გააერთიანა სცენაზე საქართველო. გააერთიანა დანაწევრებული ქართევლენი. კონცერტის შემდგომაც, მათ შორის ისეთები, ერთმანეთს რომ არ ელაპარაკებოდნენ. ერთმანეთთან მხოლოდ პარტიების მიხედვით რომ იყვნენ გაერთიანებულნი. აი, ეს სასწაული მოხდა პარიზში.

აი, რა შეუძლია ხელოვნებას, რა შეუძლია იმას, რასაც ჩვენ უნდა  ვუფრთხილდენოდეთ, ვუვლიდეთ, რადგან ქართველმა კაცმა თავისი სულიერებით, სიმღერაც რომ არ იცოდეს, აბსოლუტურად შორს რომ იყოს ხელოვნებიდან, იცის,რომ საქართველოს ისტორიის, მისი ხვალინდელი დღისთვის ხელოვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სხვა ვერაფრით შევძლებთ იმას, რაც შევძელით სცენით და ამის გაკეთება შეეძლო არა მარტო იმ ხალხს, რომელიც იქ იყო ჩასული, არამედ სხვა ბევრს, ვინც ქალაქში დარჩა. ძალიან ბევრ ანსამბლს, ბევრ შემოქმედს ჩვენი ქვეყნიდან.

ჩვენ არა გვაქვს ისეთი ვიდეოაპარატურა, რომელიც სრულყოფილად სახავდა დარბაზს. ჩვენ სამწუხაროდ, ისევ ქვის ხანაში ვართ ჩვენი ტელევიზიის აპარატურით, თორემ ჩვენ რომ თანამედროვე აპარატურა გვქონოდა, ყველაფრის გადაღების საშუალება რომ ყოფილიყო, შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა. მე კიდებ ერთხელ ვიმეორებ, რომ დავუშვი შეცდომა, არ ავიღე სესხი და არ დავუჭირე მხარი, რომ ყველაფერი ეს კინოდ გადაღებულიყო. ჩვენი შეცდომაა არაიმის ყურის გდება, რომ ვიღაც ამბობს თანხები დაიხარჯაო, არამედ ის, რომ ამან მაფიქრებინა, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ კინოს გადაღებისთვის ფული დაიხარჯაო და, ვაღიარებ , რომ დავუშვი უდიდესი შეცდომა/

დავუშვი უდიდესი შეცდომა იმითაც, რომ როცა ბოლოს დავრჩით ყველა თაობის ქართველები ერთად, გარეთ ვინც ცხოვრობს –  ბოლოს წასულები, თუ ადრე წასულენი – ყველანი. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, ვერ წავიღეთ იმ რაოდენობის ღვინო, რომ საკმარისი ყოფილიყო მათ გასამასპინძლებლად, არადა დამატებით სულ რაღაც 10-15 ბოთლ ღვინოს გაცილებით შთამბეჭდავი სურათის შექმნა შეეძლო.  ამას გულწრფელად ვეუბნები ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც გვსაყვედურობს, უცხოეთში ღვინო წაიღესო… შეცდომა დავუშვით, რომ დიდი რაოდენობ ით არ  წავიღეთ! მე სხვასაც ვურჩევ, რომ გაითვალისწინოს ეს შეცდომები.

შეხვედრა,რ ომ დამთავრდა ყველაფერი ითხოვდა იმას,რომ ჭიქა ღვინით რაღაც ერთი სიტყვა გვეთქვა ემრთმანეთისთვის, ეს ვერ შევძელით იმიტომ, რომ რაღაც პროვინციული ჩემშიც გამოჩნდა და , როგორც ჩანს, სხვაშიც რომ ავყევით რაღაც რაღაცეებს. მოვერიდეთ რაღაცას და დავუშვით უდიდესი შეცდომა.

მე მინდა, რომ ქუთაისი ყოველგვარი პროვინციალიზმისაგან იყოს თავისუფალი, მით უფრო, რომ თვითოეულ დეტალს ასეთი შეხვედრებისას ძალზე შორს მიმავალი შედეგები აქვს. აი, თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითად,. მოეწონათ ჩვენი ღვინოები. იუნესკოს საქმეთა მმართველი ,მოვიდა ჩემთან და მთხოვა თანხმობა, თუ შეიძლება, ეს  ღვინოები იუნესკოშიც იყიდებოდესო/

ეს პასუხია ზოგიერთი იმ პროვინციალისამი. რომელსაც დაბალი სამრეკლო აქვს და სიმაღლიდან შორს ვერ იხედება.

ეს ყველაფერი მინდა არა მარტო მთელმა ქუთაისმა, მთელმა ქვეყანამაც იცოდეს.

აქედან ზიგიერთი რამ რომ ჭავიღეთ, ის, რომ არ გვქონოდა. ჩვენი ბავშვები შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ, თუნდაც იმის გამო, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ნახა, რა ფასები აქვს იქ, და თუნდაც იმის გამო, რა როლი შეასრულა ჩვენს მიერ ჩატანილმა.

მე ისევ იმ სასწაულების ირგვლივ ვტრიალებ, სცენამ რომ გამოიწვია.

დარბაზში გაერთიანებული, სცენაზე გაერთიანებული საქართველო და გარეთ, ფოიეშიც დანაწევრებული საქართველოს გაერთიანება – ყველა თაობის წარმომადგენლები, რომელთაგან ბევრი, არ ელაპარაკება ერთმანეთს, მათი შერიგება და გაერთიანება. ჩვენთან ხალხი მოვიდა, რომლებმაც გვითხრეს, ქუთაისმა შეძლო ჩვენი გაერთიანება და ამისთვის დიდი მადლობა ქუთაისსო.

მე მგონია, ჟურნალისტებმაც და სხვებმაც მოისმინეს ეს ყველაფერი და იცით, ქუთაისმა ეს გააკეთა საქართველოს სახელით, ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი რამე იყო.

მე ისევ ვიმეორენ, რომ არა მარტო ის, ვინც წავიდა, შეიძლებოდა ნებისმიერი ქუთაისელი ყოფილიყო წამსვლელთა სიაში.მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ქუთაისში რა დალევს ღირსეულ ადამიანებს,მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ უფრო ნაკლებად ეკუთვნოდა წასვლა იმას, ვინც ამბობს, მეკუთვნოდაო.

აი, იმათ გარდა, ვინც ამბობს, რომ წასვლა ეკუთვნოდა, ყველას ბოდიშს ვუხდი, ყველას ეკუთვნოდა წასვლა – მთელს ქუთაისს.

მე მინდა , რომ როცა სიას გადახედავენ, ნახონ, რა შემასგენლობით იყო ქუთაისი პარიზში წარდგენილი. ერთადერთი პიროვნება, ვისაც მე რეკომენდაცია გამოკვეთილად გავუწიე, იყო შოთა მაღლაკელიძის ქალიშვილი, რომელმაც ჩვენი დელეგაცია დაამშვენა. მისი ყოფნა კიდევ ერთი ამაღლება იყო ჩვენი ქალაქისთის.

ეს იყო ერთადერთი პიროვნება, რომელსაც პერსონალურად მივეცი რეკომენდაცია, სხვა დანარჩენს რეკომენდაციები მიეცა უნივერსიტეტებში შემოქმედებით კავშირებში, გაზეთებში.

პარიზში, ქუთაისის დღეებთან დაკავშირებით  ბევრი წერილი მივიღე ახალგაზრდებისაგან გუშინ წავიკითხე ელექტრომექანიკური ქარხნის ახალგაზრდის წერილი, მე მას არ ვიცნობ, მივიღე ხონის სააბადმყოფოს მთავარი ექიმის ბარათიც  და ძალიან ბევრი სხვა წერილები, რომლებშიც იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რატომ არ წაგვიყვანე პარიზშიო, არამედ ლაპარაკობენ , გვეამაყება რაც მოხდაო.

გუშინწინ მთავარი სანიტარული ექიმი გახლდათ საქართველოსი და მან თქვა, თვალცრემლიანმა ვუყურე კონცერტს და წერილი უნდა მივწერო ბატონ არჩილ გოგელიას, იუნესკოში ქუთაისელთა დასკვნითი კონცერტი საქართველოს ტელევიზიით  აუცილებლად აჩვენოსო.

ესენი ძლიერი ხალხია. ასეთი ხალხი საქართველოს ძლიერებაა!

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი გადაწყდა პარიზში. ჩვენ ვფიქრობდით, გვეგონა, რომ ჩვენ შევძლებდით 8-ში და 9-ში გარკვეულ შემაჯამებელი კონცერტი და ყველაფერი სხვა მოგვწყო დრატულ თეატრში, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ გამოფენა ვერ ასწრებს. დიდი მოცულობის ტვირთი ამსტერდამში ჩავიტანეთ და იქედან მოგვაქვს. დაყოვნდა ის, ხალხი ვინც იქ იმყოფება.

ბატონი ავთანდილ თადუმაძე დარჩაო, თქვა ორგანოების რომელიღაც წარმომადგენელმა შეეშინდა უკან დაბრუნებაო.

შეშინებული და საცოდავი თვითონ ასეთი ხალხია, პირში ვეუბნები ამგვარ ხალხს.

ქუთაისი არის მაღალი მწვერვალი და ისინი შორს არიან ამგვარი მწვერვალებისაგან. არადა ერთმანეთს ხელიდან ტაცებენ დოკუმენტებს, რომ რაღაც კრიმინალი ნახონ, რაღაც დაიჭირონ.

მათი მსგავსების გასაგონად რამდენჯერმე ითქვა ყველა ტრიბუნიდან რომ 2-3 მილიონია დაკარგული. დავასაბუთეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არც მიუხედავთ ამისათვის და არც ამ მილიონების მოძიებით შეუწუხებიათ თავი. ის კი ვიღაცამ სესხი გამოიტანაო, შეუტყვიათ და იმას დასდევენ.

სესხი თუ გამოიტანეს, ბანკის საქმეა და ვის რა ეკითხება? ან ვინმეს გარანტად ვინ  დაუდგენა/ რს ვისი რა საქმეა? მე რომ ზესტაფონის კაბელების ქარხანას დავურეკე, ვის ეკითხება ეს. ვისი რა საქმეა? მაგრამ უცოდინრობა და … მარტო ეს!

მე ვიცი , ტექნიკურად მიმდინარეობს ბრძოლა ჩემს წინაამდეგ/ გავუძლებ ყველაფერ ამას, ოღონდ შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ამ სიმაღლეზე ასულ ქალაქს. მე გავუძლებ ამ ბრძოლას, – ამ კომისიებსაც, ამ შემოტევებსაც და ყველაფერს…

მე მივმართავ ყველა მაკონტროლებელ ორგანოს, ცოტა ფრთხილად იყვნენ, თუ სადმე რამეა გაფუჭებული, პასუხს აგებს ყველა, მაგრამ, ფრთხილად იყვნენ ჩემს წინააღმდეგ აკრძალული თვალთვალებით ასე თუ ბრძოლა არ ეკედრება არავის, ვინც არ უნდა იყოს – რესპუბლიკური ორგანოდან იქნება, თუ საქალაქოდან, ამას მე ხმამაღლა და გამოკვეთილად ვამბობ.

10 წლის შემდეგ მეორდება იგივე ციკლი ქუთაისში, რაც 1986 წელს ჩაატარეს. მე არ ვიცი, იქით წლებში როგორ იყო. იმდროინდელ დირექტორებს იგივე დაკითხვებს უწყობენ წელს. უსვამენ იმავე კითქვებს, რასაც მაშინ… ვერაფერს გააკეთებენ. ქუთაისი დარჩება დიდ სიმაღლეზე. იმიტომ, რომ ეს საქართველოს სიძლიერეს ნიშნავს ქუთაისი პროვინციული და ქუთაისი კუთხური არ ყოფილა. ამიტომ  აღვნიშნავ ხაზგასმით, რომ ქუთაისმა სცენაზე გააერთიანა მთელი საქართველო და ასევე გააერთიანებს მთელს საქართველოს 29 და 30 – ში , , როცა პარიზულ დასკვნით კონცერტს. ჩვენს ქალაქში გავიმეორებთ.

გავმართავთ იმ კონცერტს, გავმართავთ იმ გამოფენას, ვაჩვენებთ ყველაგაზეთს, რომელიც გამოვუჩვით, ყველა იმ ნაბეჭდ პროდუქციას, რომელიც იქ გამოვიდა, ყველაფერი, რაცდაისყა,ნა. იმ დღისათვის გაზეთებში იქნებაგამოქვეყნებული, რაში რა დაიხარჯა, ან ვინ იყო დელეგაციაში, რათა დაწყნარდეს, დამშვიდდეს ყველა.

კონცერტზე მოწვევას გავუგზავნით საქართველოსპრეზიდენტსაც. პარლამენტის წევრებსაც და ყველას. რომნახონ ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია იმასთან, თუ რა სიმაღლეზე იყო ქუთაისი და პირადად ელაპარაკონ იმ ხალხს, ვინც პარიზში წავიდა.

ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ეს არის ანგარიში იუნესკოს დღეებში ქუთაისის დელეგაციის საქმიანი შეხვედრების თაობაზე. რომელიც სავაჭრო -სამრეწველო პარატამ წარმოადჰინა და პრესაშიც გამოქვეყნდება. მინდა ხაზგასმით ვტქვა, რომ ბატონი გურამ ახვლედიანის – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის დელეგაციაში ყოფნამ განსაკუთრებული მასშტაბი მისცა ჩვენს მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, მით უფრო, რომ ბატონმა გურამ ახვლედიანმა თვითონ მოაწყო სპეციალური მიღება საფრანგეთში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ბევრ საინტერესო და კარგ ხალხს შეახვედრა ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლები. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დელეგაციასთან ერთად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბატონი ალეკო თავხელიძის ყოფნას. სორბონის უნივერსიტეტში და სხვაგან მისმა გამოჩენამ არა მარტო ჩვენს ქალაქს აუმაღლა ავტორიტეტი არამედ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს ერთიანობას.

უნდა წამოსულიყო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ტოინ მეტრეველი,მაგრამ ბოლო პერიოდში მას სირთულეებში შეხვედრა თავის ოჯახის ერთ-ერთი ახლობელის ავადმყოფობის გამო უარი წინა დღით გვითხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ელდარ შენგელაიამ და ძალიან დიდი ბოდიში მოიხადა, რომ ვერ მიდიოდა (ჩვენი დელეგაციის პარიზში ყოფნ ისას ბატონ ელდარ შენგელაიას გარდაეცვალა ოჯახის წევრი, ცოლისდა ლია დავლიანიძე – ცნობილი რეჟისორი და ტელეჟურნალისტი)

ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება იყო ჩვენს დელეგაციაში, მათ შორის პარლამენტარი გია შაიშმელაშვილი, რომელმაც როგორც ადრე , რცა გადაწყდა იუნესკოში ამ დღეების ჩატარება, ისე ამჯერადაც, ძალიან დიდი დახმარება აღმოგვიჩინა.

მე მინდა ვთქვა, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრის ბატონ ირაკლი მენარარაშვილის შესახებ/ მინისტრის მოადგილე, ბატონი მალხაზ კაკაბაძე მთელი კვირის განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად. აი, როგორ როლს ანიჭებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ღონისძიებას, ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით იყო წამოსული ბატონი მალხაზი,  რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილიყო დანიშნული ქარიმოვისა და სხვების ვიზიტები, ჩვენს ქვეყანაში, საგარეო საქმეთა მინისტრი აუცილებლად თქვენთან ერთად იქნებოდაო… თვითონ ბატონი პრეზიდენტს მიაჩნდა აუცილებლად, რომ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ელდარ შენგელაია ყოფილიყო ჩვენთან და საგარეო საქმეთა მინისტრიც.

ვის რამ შეუშალა ხელი, უკვე მოგახსენეთ.

ძალიან კარგი ინფორმაციები მოდის აზერბაიჯანიან, სადაც წასულია ჩვენი ელექტრომექანილური ქარხნის დელეგაცია. ყველა საინფორმაციო საშუალებამ გადმოსცა, რა ხდება აზერბაიჯანში. 2 მაისს უნდა ვუმადლოდეთ და ბატონი ტერი ადამსის ჩამოსვლას, რომ ჩვენი ელექტრომექანიკური ქარხანა თავისი პროდუქციით ნავთობთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეხვედრა – გამოფენაზე, რომელშიც მთელი მსოფლიოს სპეციალისტები მონაწილეობენ,  წავიდა უფასოდ, ბატონ ტერი ადამსის დაფინანსებით. ახლა რეალურად ვამბობ, გადაწყვეტილი კი არ არის, რეალური შანსი გვაქვს, ამას უჭერს მხარს ბატონი ტერი ადამსი, აი, მაისის ექო როგორ გრძელდება. მივიღეთ მეორე ძალზე მნიშვნელოვანი წერილი 1-3  მაისის ბიზნესის კონფერენციის შესახებ.

პროგრამაგამოქვეყნდება და თქვენ ნახავთ, რა დატვირთული იყო იგი, მე , როგორც ქალაქის მერი, დილის 9 საათზე რომ დავდიოდი შეხვედრაზე, რამის 11-12 საათზე მთავრდებოდა ოფიციალური ღონისძიებები,მათ შორის ოფიციალური მირებები.

მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ ღნისძიებები ხელმძღვანლობდა, თავიდან ბატონი კახა ძოწენიძის თავკაცობით წავიდა ეს ჯგუფი, მათ უდიდესი სამუშაო შეასრულეს.

არ უნდა ვიყოთ უმადურები, ბევრი რამ შეიძლება იყო იქ ისეთი, რომელიც ვთქვათ, ყველას წარმოგვედგინა, რომ შეიძლება უკეთესად ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ კარგად ქუთაისში ვერ ვახერხებთ. ეს კი ყველაფერი პარიზში ხდებოდა, თან 200 კაცი იყო დელეგაციის შემადგენლობათი. მე მგონია, რომ ძალზე წარმატებით გაართვა თავი ამ ჯგუფმა.  რომელსაც შემდგომ ბატონი თადყმაძეც შეუერთდა. ვფიქრობ, რომ ამ ხალხს , სამუშაო ჯგუფს დიდი მადლობა ეკუთვნის ყველასაგან. საერთოდ, იმისათვის, რაც გარკვეული პერიოდით ადრე დაწყებული იყო ბატონ შოთა მაღლაკელიძის მიერ, რომელმაც პირველი გარკვეული ნაბიჯიც გადადგა. შემდგომ კი, თქვენ იცით, რა ტრაგედია მოხდა… ყველას მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც კი რაიმე ოდნავ კეთილი დამოკიდებულება გამოიჩინა საქმისადმი, მხარი დაუჭირა მას. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბაგრატის  ფონდს დამრეწველთა პალატას, რომელმაც ის კონფერენციები მოამზადა: უკვე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ… საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს და ყველა სამსახურს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ღონისძიებას.

ეს მარტივი საქმე არ იყო.

ჩვნ მივიღეთ უდიდესი გამოცდილება.

მომავალში ჩვენ უკვე სხვანაირად შევხედავთ ყველაფერს, სხვანაირად გავაკეთებთ ბევრ რამეს.

ჩვენ არ გვქონდა ეს გამოცდილება.

პარიზში ქუთაისელთა ყოფნის დროს მსოფლიოს პატრიარქის დიდი მხარდაჭერა გვქონდა. მსიი დავალებით იქ მოვიდა მსოფლიო პატრიარქის პირადი წარმომადგენელი, რომელიც ესწრებოდა როგორც საელჩოში ოფიციალური ღონისძიებას, ისე დღეების გახსნასა და დასკვნით კონცერტს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა – ყურადღებაც დამოკიდებულებაც.

ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ პირველად მოხდა, როდესაც ამ რანგის წარმომადგენელი – მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციასთან ერთად, დელეგაციის წევრებმა იციან, სხვებმა კი ტელევიზიით ნახეს, რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს. იქ ყველას უკვირდა, ყველა ქვეყნის წარმომადგენელს ერისა და ბერის ერთიანობა – პირველი სასულიერო და საერო  პირის დელეგაციის შემადგენლობაში ერთად ყოფნა.

მიდა ვთქვა, რომ მეუფე კალისტრატემ ქართულ ეკლესიაში წირვა აღავლინ ა და მიიწვიეს პარიზის სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც, მათ შორის რუსულში, რუსულენოვანი მოსახლეობისთვის. მას დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა რუსულენოვანმა ეკლესიამ.

მე მგონია, რომ ეს ერთ-ერთი დიდი ფაქტია,

მიმაჩნია, რომ ძალიან  მნიშვნელოვანი იყო ჩვენს დელეგაციაში სათათბიროს ხელმძრვანელის ბატონ ანდრო ლოლაძის ყოფნა. ეს მისთვისაც ფრიად სასარგებლო იყო და ჩვენთვისაც როცა ჩვენს შეხვედრაზე ვიყავით ბატონ გურნაკთან, რომელმაც  სადილობა გამართა, ბევრი რამ საინტერესო ითქვა, მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ანდრო შეხვდება სათათბიროს წევრებს ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე და მათ გაფართოებულ ინფორმაციას მიაწოდებს.

იქ როცა მოვყევით, რას ნიშნავს ორპალატიანი სათათბირო და აღვნიშნეთ, რომ საქართველოი ეს მხოლოდ ქუთაისშია და იგი პრეზიდენტის მხარდაჭერით შეიქმნა, ბატონმა გურნიკმა და მისმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა , როემლიც მის გვერდით იჯდა აღნიშნეს, ჩვენ უფრო ცენტრალიზებული სახელმწიფო ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ჩვენთანაც კი არ არისო. დამისვეს კითხვა, თუ როგორ ხდება ბიუჯეტის დამტკიცება. ვტქვათ, მაშინ, თუ არ დაუჭირა მხარი სათათბიროს. ვუპასუხე, რომ მივდიოდით კომპრომისზე, სანამ კონსენსუსს არ მივაღწევთ, ჩვენთან სხვანაირად არისო, გადაგზავის პრეზიდენტი, ან მერი დოკუმენტს, და თუ არ დაამტკიცებენ, პრეზიდენტი და მერი, მაინც აწერენ ხელს და იღებენ პასუხისმგებლობას.

მე მირჩევნია ის, რომელიც ჩვენს გვაქვს, ეს უფრო გვაკავშირებს, გვაახლოვებს… იქ გაირკვა ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, დე გოლი ერთ-ერთი საინტერესო პოლიტიკოსი გახლავთ ჩემთვის, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ პრეზიდენტსაც არ ჰქონდა უფლება სენატში შესულიყო, მის ტერიტორიაზე ფეხი შეედგა, მით უფრო სენატის დარბაზში გამოჩენილიყო, მინისტრს აქვს პირველ რიგში ჯდომის უფლება, მეორე რიგში კი ფეხს ვერ აადგამს. ერთი საფეხურით მაღლა ასვლის უფლება არა აქვს. აქ ვინმეს რომ ვუთხრათ ეს, ხმაურს ატეხენ, უფლება შემილახესო.

არადა ეს დეტალიც საინტერესოა, ისიც პარიზული გაკვეთილია.

მე კიდევ შევეხები შედეგების რამდენიმე ასპექტს.

ჩვენ დავიწყეთ შეხვედრა ენერგეტიკოსებთან. მე მგონია, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას (ბატონი ზურაბ თადუმაძე შემოუერთდა ბოლოს), დაგვიდასტურებს, თუ როგორ სერიოზულ საქმეზეა ლაპარაკი.

ამ დღეებში ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი იმყოფება პარიზში, შეხვედრები მოხდება მათთან, შემდგომ ის ჩამოვა ქუთაისში ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პროგრამას, რომელიც წარმოგვიდგინეს, ყველაფრის 85% თვითონ აფინანსებენ 15% ითხოვენ ჩვენგან. ამასთან ეს ნიშნავს, რომ სემოსავლების 15% იქნება საქართველოსი, ჩვენი ქვეყნისა/

უნდა გვახსოვდეს, ისეთ კარგ პროგრამას გვთავაზობენ.

დიდ მნიშვნელოვან ფაქტად მესახება 2 მილიონი დოლარის ფარგლებში იმ კაპიტალდაბანდების განგრძნობა, რაც ადრე იყო დაწყებული ჩვენს ბავშვთა საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ მინისტრთან ამ დღეებში უკვე მქონდა  საუბარი. ეს უკვე დასრულებული საქმეა. პარიზში  როცა ცავიდა მინისტრი ყველაფერი გადაწყდა.  და ჩვენ  სანიტარულ ზონასავით რომ გვაქვს ბავშვთა მრავალპროფილიანი და სხვა ამის ბაზაზე კეთდება თანამედროვე მოწყობილობთ აღჭურვილი კომპლექსი, რომელზეც 2 მილიონი უნდა გაიღოს მსოფლიო ბანკმა.

ჩვენ შევხვდით იმ ხალხს და წერილიც დავუტოვეთ , ჩემი და ბატონი კოტე ბარქაიას ხელმოწერით.

დიდი პერსპექტივები ისახება ხელოვნების ოსტატებისათვის.

წაიყვანენ, ფულს გადაუხდიან, პრაქტიკულად ეს ანსამბლისათვის სოლიდური შემოსავალი იქნება… ეს მხოლოდ ის არ არის, წავიდეს და იქ იცეკვოს… ის არის, რაც გვქონდა და გაკეთდა… ძალიან ბევრი იმპრესარიო მოვიდა. ამაში დიდია ბატონ დავით ევგენიძის დამსახურება.

ჯერ როგორ შეასრულა თავისი ნომრები? დარბაზის დამოკიდებულება დელეგაციის წევრებმაც ნახეს და ტელემაყურებლებმაც არადა, ადრე ზოგიერთი გაზეთიდან იმას გვეუბნებოდნენ,  არასპეციალისტები წაიყვანესო უცოდინარებიო.

მას აქვს ძალიან დიდი კონტაქტები და მოიწვია მრავალი იმპრესარიო. ასე რომ, ძალიან ბევრი ჩვენი წარმომადგენელი შეიძლება საზღვარგარეთ ისეც კი მოიწვიონ, რომ ჩვენ ვერც კი გავიგოთ… ჩვენები ჩაიწერეს იაპონელებმა, ამერიკელებმა, რაც მოხდა საფრანგეთში, ესეც გითხარით.

ეს უბრალო , წასვლა კი არ არის, ეს არის ბიზნესიც უკვე, როცა წავა, ბილეთი გაიყიდება და ბილეთიდან შემოსავალი ექნება.

აი, როგორ უნდა გადაიდგას ნაბიჯები . იმის შემდეგ კი, როცა ერთხელ უკვე გავა არენაზე, ჩვენი ბიუჯეტი დაისვენებს  – ჩვენ არავითარი მოხმარება-დახმარება აღარ დასჭირდება. აი, ამას ნიშნავს ის ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გასტროლებთან, რაც დაკავშირებულია პარიზთან.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ზაფხულის ბანაკების თაობაზე, განათლების მუშაკებს, ყველას ვთხოვ, რომ ეს საკითხკი სასწრაფოდ  დამუშავდეს დაგადაწყდეს. მივმართავ ბატონ კახას და ყველას, რომრისი მოსწრებაც შეიძლება, მაქსიმალურად გავაკეთოთ. ბატონ ოდიშელიძეს, რომელიც ქართულ სახლს წარმოადგენს, ლევილში უნდა მოვწეროთ, რომ  შეიძლება 10-10 ბავშვი გავგზავნოთ ამ ზაფხულშივე. 10 ბავშვი იქით გავუშვათ პარიზში, 10 ბავშვი აქეთ წამოვიყვანოთ. მომავალი ზაფხულისათვის  კი ამ ურთიერთობას სხვა მასშტაბები უნდა მივცეთ.

ძალიან დიდი პერსპექტივა იკვეთება. უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც ამაზე, ალბათ, ბატონ არჩილ კოსტავას ექნება საშუალება დაწერა და გამოაქვეყნებს, როგორც ვთქვით, წარმოებათა რედაქტორებიც თავიანთი სათქმელს იტყვიან. დღეს აქ არის ლითოფონის ქარხნის დირექტორი, 300-400 ტონა შაბიამანს სთხოვენ უკვე რომ გააგზავნოს. სწორედ ქუთაისის  სამაისო დღეების შედეგი იყო ის, რომ ორი ფაქსი მივიღეთ უკრაინიდან, სასწრაფოდ ითხოვენ დახმარებას, აქამდე რა, არ ვუშვებდით შაბიამანს? აქამდე ვახსოვრდით ვინმეს? აი, ბისნესის ამ კონფერენციამ რა გააკეთა. დღეში 3-4 მოთხოვნას ვიღებ – ფაქსით.

ითხოვენ ძალიან ბევრ რამეს.  ფაქსები სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გავაგზავნე, სხვა ორგანიზაციებშიც, ეს დიდი გამოცოცხლებაა.

გუშინ ბატონმა ამირან ნაცვლიშვილმა მოიტანა ამბავი, რომ იტალიელებმა დამატებითი შეკვეთა გამოუგზავნა საფრანგეთში ძალიან სერიოზული შეხვედრები იყო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბატონიშვილი გიორგის მოჰყავს ფირმების  წარმომადგენლები – ძალიან ახლობლები არიან მისი და გადაწყვეტა, რომ  ის ხალხს ჩამოიყვანს.

განა აქამდე არ გვთხოვდნენ? მაგრამ არ გვთხოვეს მანამდე, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ სიმშვიდეა ქვეყანაში.

აი, რას ნუშნავს , რა ძვირი ღირს სიმშვიდე და რა მომავლის მომტანია ის საქართველოსთვის.

ისინი ამაში დარწმუნდნენ იმითაც, რომ წავედით პარიზში – სხვა დონით სხვა ხელოვნებით და სწორედ, ამის შემდგომ დაიწყო უკვე სერილოზული გამოცოცხლება. ბიზნესში. ამის არშეფასება ნიშნავს, რომ  ბრმა იყოს კაცი. ავიღოთ საავტომობილო ქარხანა. რა კრედიტები მისცეს?გამოქვეყნდება. ალბათ სატრაქტორი ქარხანასთან დაკავშირებული ამბებიც.

მერწმუნეთ, პარიზი რომ არ ყოფილიყო, მას ხელს არ მოაწერდნენ საქართველოში, იცის ბატონმა ზურაბ თადუმაძემ, ეს დოკუმენტი თავიდან რომ მივიტანეთ, აქთ-იქეთ აბურთავეს. იწვალა თვითონ, ეწამა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცააყენეს, ბოლოს ერთ-ერთმ პიროვნებამ დოკუმენტს დააწერა , რომ ამაზე ხელის მოწერა არ შეიძლებაო. და აი, პრეზიდენტს, მაინც მიიღო გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ წასვლის წინ ვითხოვეთ, პარიზში გვჭირდება, სატრაქტორი ქარხანაზე შეიძლება იქ ბევრი ლაპარაკი იყოს-თქო.

პარიზში შეგვატყობინეს, ზუსტად იუნესკოში ვიყავით იმ დროს 24 -ში , როცა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერაო.

გაეცნობა მას ქალაქი და დარწმუნდება, რას ნიშნავს. იგი პრაქტიკულად ნახევარი მილიონი დოლარი კრედიტი მისცეს სატრაქტორო ქარხანას. ეს ნიშნავს, რომ წაქცეული, დანგრეული საწარმო, რომელიც აპათიაში გვაგდებდა, გამოვა მდგომარეობიდან

ძალიან საინტერესო  შეხვედრები მქონდა ელექტრომექანიკური ქარხანას თავის იმ პარტნიორებთან, რომლებსაც ადრე საბჭოთა კავშირის საშუალებით უკავშირდება.

შედეგიანი შეხვედრები ჰქონდათ ჩვენი ბიზნე4სის წარმომადგენლებს პარიზის წისქვილებისა და პურის მრეწველობის ხელმძღვანელებთან და  კონკრეტულ შედეგებსაც მიაღწიეს. გუშინ და გუშინწინ წინ ეს ხალხი არც დაგელაპარაკებოდა.

მე ვთხოვ ბატონ თადუმაძეს, არ მოვეშვათ ყველაფერ იმას, რასაც მივაღწიეთ, ყველაფერი ეს უნდა დაიწეროს და გამოქვეყნდეს. რატომ მინდა მათი გამოქვეყნება?

იმიტომ არა, რომ ითქვას შეხვედრები მოეწყოო. წაიკითხოს ხალხმა და იგრძნოს, რომ ამ  შეხვედრებით საქმე დაიძრა. წინ წავიდა. მაშინ მიხვდება რა გაკეთდა , რა მოხდა და რა მოხდება.

იგივე უნდა ითქვას მაისის შეხვედრებზეც. ერთი წლის შემდგომ ვიქნები საავტომობილო ქარხანაში და ჟურნალისტებსაც მივიწვევ. რა მდგომარეობაში ვიყავით  ადრე და რა მდგომარეობაში ვიქნებით იმ დროისათვის. ამაზე დირექტორი ჩააბარებს ანგარიშს დამეც.

დარწმუნებული ვარ ასევე იქნება სატრაქტორი ქარხანაშიც. „აისში“ – ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს საწარმოში გერმანიიდან ჩამოვიდნენ წარმომადგენლები ქალაქში სატელეფონო კავშირის მოსაწესრიგებლად. მაგრამ მარტო ეს არ გაკეთდება. ჩვენ ვეუბნებით, რომ საბაზისოდ აიღონ ქარხანა „აისი“ . თუ ამას გააკეთებენ , მაშინ ვითანამშრომლებთ. თუ ეს გადაწყდება, თუ ეს საქმე გამოვა ეს ნიშნავს, რომ ქარხანა „აისიც“ ჩაერთვება  საქმიანობაში და მდგომარეობა ნელ-ნელაგამოსწორდება.

ასეთია ის კონკრეტული შედეგბი, რომლებზეც შემეძლო მე აქ მესაუბრა.

იუნესკოში გამოსვლის დროს აღვნიშნე, რომ არსებობს გეოგრაფიული სიმაღლე, რომელიც შეიძლება პლატონის ციფრებით გათვალო, პლატონი ამბობდა, რომ თუ არითმეტიკა არ იცი, კაცი არ ხარ, ამიტომ არითმეტიკულად შეიძლება გამოხატო ეს, რაც გეოგრაფიულ სიმაღლეს შეეხება.

გეოგრაფიული სიმაღლე – რაც მაღლა ადიხარ, იქაც ვთქვი და აქაც ვიმეორებ, მით უფრო საშიშია, გეოგრაფიული სიმაღლიდან გადმოვარდნა  არის უბედურება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ქუთაისი არის სულიერების მწვერვალზე, მას გეოგრაფიულთან  არავითარი კავშირი არ აქვს. იქიდან გადმოვარდნა არ ხდება. სულიერების მწვერვალი რომ დაიპყრო, იქიდან ჩამოსვლა არ ხდება.

გაქრა ერები, მაგრამ ისტორიაში დარჩა ის, რამაც ცივილიზააციას რაღაც დიდი მისცა.

ხალიბებიდან იწყება ჩვენი რაობა. ვერავინ ვერ წაშლის იმ ტომს, რომელსაც ხალიბები ჰქვიოდა, იმის მიუხედავად, არიან თუ არა იმ ტომის წარმომადგენლები. სადმე ცხოვრობენ თუ არა იმიტომ, რომ ეს იყო სულიერების ცივილიზაციის სიმაღლე.

მე ვფიქრობ, რომ პარიზმა დიდი ისტორიის ფურცელი შეავსო, მე ასე ვფიქრობ და ამით ვასრილებ ჩემს სიტყვას.

დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ისტორიას. დიდი მადლობა ჩვენი ქალაქის ისტორიას, რომელმაც ჩვენ ამ სიმაღლეზე აგვიყვანა.

გაზეთი “რიონი” 1996 წლის 13 ივნისი

 

(ვიდეო)ქუთაისის დღეები პარიზში (1996წ)

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *