ხალხმა განსაჯოს ყველაფერი

news_86075ღია წერილში, რომელშიც ბ-ნი თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოს პარლამენტსა და მის თავმჯდომარეს ჩვეული პირდაპირობით მიმართავს, ჭეშმარიტად მორალური და მოაზროვნე პოლიტიკოსის პოზიცია ფიქსირდება. ექსპერტების აზრი, წერილი უაღრესად მარტივად,მაგრამ მკაფიოდ, კიდევ ერთხელ გამოიხატა თ. შაშიაშვილის პოლიტიკური მსოფლმხედველობა „უგუნურია ის პოლიტიკა, რომელიც ერს სახედრად თვლის“

თუ არა ასეთ პოლიტიკოსთა სიმრავლე, რას უნდა დაბრალდეს ის, რომ ბ-ნი თემურის მიერ პარლამენტში, თუ სხვა სახელისუფლებო ორგანოებში მრავალჯერ გაჟღერებული საკითხები, პოლიტიკოსთა და მმართველი ელიტის ყურადღების მიღმა დარჩა თუ არა ხელისუფლების გონიერ, მოაზროვნე პოლიტიკოსთა ნამდვილ დეფიციტსადა უგუნურების საყოველთაო პარპაშს,  რას უნდა დაბრალდეს ის, რომ ბ-ნი თემურის მცდელობები, როგორმე პარლამენტისათვის შეესმინებინა უმარტივესი ჭეშმარიტებები – კრახით სრულდებოდა.

იქნებ წინასწარგანზრახულ მიზანმიმართულ ბოროტმოქმედებასთან გვაქვს საქმე? – ვერ გაიგო ის, რაც არ გაწყობს,  რომ გაიგო?

ფაქტი კი ის არის, რომ ბ-ნი თემურ შაშიაშვილის წერილში ყველაფერი ისე მარტივად და საქნმის ღრმა ცოდნითაა ჩამოყალიბებული, რომ ვერ გაიგო შეუძლებელია. თქვენ თვითონ განსაჯეთ:

  1. რატომ არ რეაგირებენ პარლამენტი, მისი თავმჯდომარე, მოადგილეები და სხვა მრავალნი ისეთ პროგრესულ წინადადებებზე, როგორიცაა… მშრომელთათვის ხელფასების გაზრდა, მოსწავლეთათვის უფასო სწავლება, უმუშევართათვის… დასაქმება და ა.შ
  2. რატომ არ შეისწავლის პარლამენტი სხვადასხვა პარტიებსა თუ კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე მის მიერ წარდგენილ მასალებს?
  3. რატომ არ რეაგირებს პარლამენტი და მთავრობა ენერგეტიკულ სპექტრი წარმოქმნილ პრობლემებზე, მის გადანაწილებასა და კორუმპირებულობაზე?

4/ რით აიხსნება მთავრობის უმოქმედობა პრივატიზაციის პროცესებში არსებული დარღვევების მიმართ, როდესაც ფაქტები სახეზეა?

  1. და სხვა მრავალი სა მრავალი…

ნუთუ ის, რაც სტკივა ბ-ნ შაშიაშვილს… ქვეყნის სიღატაკე, ტრადიციათა იგნორირება, თუ ხელისუფალთა მცდელობა. მონად აქვიონ ერი, არ უნდა აწუხებდეთ პარლამენტში თუ სხვა თავმჯდომარეებს, მოადგილეებსდ ა სხვათა და სხვათა? ნუთუ ამის გაგება ასე ძნე;ლია?

 ექსპერტთა ჯგუფი

თეიმურაზ შაშიაშვილის წერილი საქართველოს პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს

2003 წ. 19 ივნისი

ერთი, ვის დეფიციტსაც არ განიცდის საქართველო – სოციალური დემაგოგებია, განსაკუთრებით პოლიტიკაში… უმთავრეს დეფიციტი, რაც ქვეყანას გააჩნია , ეს არის სახელმწიფო კაცების, მოღვაწეების  ანუ მოკლედ, რაინდი პოლიტიკოსების დეფიციტი.

გთხოვთ, მიიღოთ ეს წერილი თქვენდამი პატივისცემის დადასტურების, საქართველოს პარლამენტის გუშინდელი სხდომის მიერ ჩემთან დაკავშირებით გამოხატული ერთიანობისადმი ჩემი თანხმობის ნიშნად.

ვფიქრობ, დასაფასებელია, რომ პრაქტიკულად, ოთხწლიანი მუშაობის ბოლოს, პარლამენტი ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინც გახდა ერთსულოვანი.

გულწრფელად მიხარია, რადგან იგივე საკითხზე არაერთგზის გამოვსულვარ ქვეყნის ხელისუფალთა წინაშე. თქვენ გახსოვთ ჩვენი მწვავე გამოსვლა იმერეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს.  თქვენ მართლაც გაგაოცათ ჩემს მიერ  დასახელებულმა ციფრებმა, თუნდაც, იმერეთისადმი 150 მილიონზე მეტი ლარის საბიუჯეტო და სახელმწიფო ორგანოების დავალიანების თაობაზე.

მოგმართავთ რა მთავარზე, დამატებით მინდა გთხოვოთ, მხარდაჭერა რამდენიმე საკითხთან დაკავშორებით.

  1. პარალელურად მოხდეს იმის შემოწმება, თუ რა რეაგირება მოჰყვა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ორ , საკომიტეტო სხდომაზე ოთხ ჩემს გამოსვლასლ პარ;ლამენტში ჩემს მიერ გამოგზავნილ წერილებს,პარლამენტრის ხელმძღვანელობის – თავჯდომარეების, მოადგილეების, კომისიის ხელმძღვანელთა იმერეთში ჩამოსვლების დროს გამოთქმულ მოსაზრებებს და წინადადებებს.
  2. თქვენთვის ცნობილია საარჩევნო კომისიის პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტების თაობაზე, ჩემი კატეგორიულად უარყოფით პოზიცია, მაგრამ დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი გადაწყვეტილებას, ჩემთან დაკავშირებული საკითხის შემსწავლელ კომისიაში რეკომენდაციების თაობაზე;
  3. ვფიქრობ, არ უნდა შევხვდეთ წინააღმდებობით ჩემს თხოვნას პარტიებნის საფინანსო მდგომარეობის შესწავლის თაობაზე; არ ვეჭვობ, რომ ქვეყანაში კორუფციის მაღალი მაჩვენებლის უტყუარ დასტურად ის გამოდგება, თუ როგორ მდიდრულად ცხოვრობენ პარტიები… ოფისებით, შტატებით , ხელნძღვანელობით, ტექნიკით მანქანებით, დაცვებით
  4. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტარი სანიკიძე საუბრობდა ბაგრატის ფონდის შესახებ, ვფიქრობ, თქვენთვის მისაღები უნდა იყოს ჩემი მოსაზრება, ყველა რეგიონში მოქმედი ფონდების საქმიანობის შესწავლის თაობაზე. ეჭვი არ მეპარება, ამას თვითონ ბატონი საკიკიძე დაუჭერს მხარს და როგორს ბლოკ „აღორძინების“ დღევანდელი, თუ ყოფილი წევრი, თვითონცე გაუკეთებს ორგანიზებას შემოწმების უფლების მიღებას. საერთოდ, სასურველია, შემოწმდეს იმ ფონდის საქმიანობა, რომლებთანაც პარლამენტარები, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაკავშირებულნი.
  5. იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს მოჰყვა, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მოხდება იმის შესწავლა საქართველოს რომელ რეგიონში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ენერგეტიკაში კორუფციასთან დკავშირებით; რა კავშირი ჰქონდა მოქალაქეთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარეს (პარტიის დაშლამდე) უმძიმეს ენერგეტიკულ მაინაციასთან, რვა წლი თავისუფლებააღკვეთილ კლდიაშვილთან და ვინ რა მოტივით უწევდა მას რეკომენდაციას თერჯოლის გამგებლად. რა კავშირი აქვს ენერგეტიულ მაქინაციასთან პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს (ქალაქიწ დღევანდელ ვიცემერს, რესტორნებისა და ბენზოგასამართი სადგურების მფლობელი ფირმის პრეზიდენტს) დავით სანიკიძეს, იქნებ დაინტერესდნენ მისი ურთიერთობით ზოგიერთ საპარლამენტო პარტიასთან, ცალკეულ პარლამენტარებთან;
  6. ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება, კომისიის წევრები გაეცნონ 1996 წელს ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას ბაზრებთან და ბაზრობებთან დაკავშირებით (მე მათ საქართველოში ხელისუფლების კრიმინალიზაციის ფუძე ვუწოდე) და გაერკვნენ, ვინ მოაწყო 1997 წლის პირველ აპრილს აქცია მერიის წინ, რა უნდოდა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ჟვანიას თამაშემწეს, დღევანდელ პარლამენტარ შოთა ხუნდაძეს, ამ აქციაზე, საერთოდ, კარგი იქნება, თუ გამოქვეყნდება გამოძიების მიერ, მის დაჭრასთან დაკავშირებით მოპოვებული ყველა მასალა.
  7. დარწმუნებული ვარ, მიიღებთ ჩემს წინადადებას, გაანალიზდეს კონტროლის პალატის მასალები იმერეთში პრივატიზებასთან დაკავშირებით, მასალა უმწვავესია, კომისია დარწმუნდება, რა ძალები, კონკრეტულად ვინ დგანან ამ უბედურების უკან. შემოწმება მოხდა ჩემი ინიიატივით, პრეზიდენტის მხარდაჭერით,. ობიექტების სია დაზუსტდა ჟურნალისტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობით, სასურველია, გაირკვეს, თუ ვინ დგას იმ საგაზეთო სტატიების უკან, რომელთაც, სრულიად საპირისპიროდ გააშუქეს , კონტროლის პალატის მასალები, შეეცადნენ გამოეყენებინათ ჩემს წინააღმდეგ რის გამოც კონტროლის პალატას სპეციალური განცხადების გაკეთებაც კი დასჭირდა.

8 . დიდი საქმე გაკეთდება რეგიონების მიხედვით ეკონომიკის, საერთოდ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზით, ადამიანურად დავიღალე იმ უზნეო დამოსვლებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ქუთაისსა და იმერეთშია მდგომარეობა ცუდად. ეს რომ ტყუილია, ფაქტიამ მაგრამ გაჭიანურებულ ადამიანებთან ამ თემებით სპეკულირება ადვილია. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპეტენტური ანალიზი რეგიონალურ ჭრილში და შებაბამისი დასკვნა.

  1. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ არაკანონიერი გზით შეძენილ ქონებაზე საქმე საუბარს ვერ გასცდა. სასაცილო მდგომარეობა შეიქმნა. რიგითმა მოქალაქეებმა იციან, ვინ რა სახლი ააშენა, შებამამისმა ორგანოებმა . არა, ან პოლიტიკოსებმა მხოლოდ სხვა დაპირისპირებული პარტიელის უკანონო მუშაობა იციან, საკუთარს ვითომ ვერ ხედავენ, მიდის პოპულიზმი კანონპროექტებით ვიმედოვნებ, პარლამენტი მხარს უჭერსმ, ჩემს მიერ ორი წლის წინ გაკეთებულ განცხადებას (გამოქვეყნდა პრესაში, ჩაბარდა დეკლარაციასთან ერთად). ჩემი პოზიცია უცვლელია, უდიდესი საქვეყნო საქმე გაკეთდებოდა, თუკი ყველა დონის ხელისუფალი, მათ შორის, პარლამენტარები… სახელმწიფოს დაუბრუნებენ მთელ იმ ქონებას, რაც თანამდებობაზე დანიშვნის, თუ პარლამენტში არჩევის შემდეგ შეიძინეს; სწორი იქნება  თუ ვიტყვით, ძირითადად ეს ნაძარცვ-ნაგლეჯით შეძენილი ქონებაა.
  2. ვფიქრობ, სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს კანონმდებლობით თუ არა უფლება – მოვალეობები გააჩნიათ გამგებლებს, მერებს რწმუნებულენს, კომისია დარწმუნდება, რომ ჩვენ პრაქტიკულად  კანონმდებლობით ზეცენტრალიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ე ს შეგნებულად არის მოწყობილი ( თუნდაც ზოგიერთი მერები, გმგებლები, გუბერნატორები, რომ არ  აირჩევიან, და ინიშნებიან), რომ ყველაფერი  დააბრალონ რეგიონების ხელმძღვანელებს თუნდაც მუდმივად აკეთონ ხაზგასმა, რომ ისინი დანიშნულები არიან,. ავტორიტეტულ რწმუნებულებსაც კი წლები  სჭირდება, რომ მხარი დაუჭირონ მის წინადადებას ორგანოების ხელმძღვანელთა განთავისუფლების თაობაზე. თითქმის ყველა თანამდებობის პირი თბილისში ინიშნება, ფინანსები ცენტარლიზებულია  და ასეთ დროს  დეპუტატები კი გამგებლის , მერის თუ რწმუნებულისკენ იშვერენ ხელს,   უწესრიგობის, ხელფასების, პენსიების მიუღებლობის ელ. ენერგიის გამორთვის შემთხვევაშიც, ყველა საქმე თბილისი ფუჭდება , ყველა უბედურება ცენტრიდან მოდის,… დაბრალებით კი ადგილობრივ ხელისუფლებას ბრალდება. ამაზე დიდი უზნეობა რა უნდა იყოს,  თუ გვინდა რომ ქვეყანას მომავალი ექნეს… თავკომბალა საქართველოს, ცენტრიდან უფროსობის, ყველაფრის მცოდნის, დამსჯელის თვალით ყურების, პროვინციულ პროცესს  წერტილი უნდა დაესვას.

დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ეს თემა პოპულარულია. ვწუხვარ, რომ ამ თემაზე საუბრობენ ისინიც, და გაცილებით მეტად, ვინც 1997 წლის 13 ივნისს პარლამენტს წარადგინა და მხარი დაუჭირა  საგადასახადო კოდექსს,. დრომ დაადასტურა, რომ ეს იყო და რჩება ქვეყნის დამანგრეველ კოდექსად, ეს რომ ასე იქნებოდა, იმავე დღეს ვთქვი პარლამენტში გამოსვლისას. სწორედ იმით დავიწყე  გამოსვლა, რომ ამ კოდექსით ქვეყანაში ეკონომიკური კრიზიასი გაძლიერდება, ქვეყანა ფინანსურ ჩიხში  მოექცევა თქო. დრომ დაადასტურა ჩემი გამოსვლის სისწორე. ვწუხვარ, მაგრამ ასე მოხდა, იმავე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ ქვეყანაში სისტემაა კორუმპირებული, ბიუჯეტია კორუმპირებული , რომ კორუფციაა დაბალი ბიუჯეტი და მცირე  საბიუჯეტო შემოსავლებით ყველაფრის დაფინანსებაზე ორიენტაცია. რომ კორუმპირებულია სისტემა, როცა სისხლის სამართლის კოდექსი იმედნად ლიბერალურია, კრიმინალს ვერ იჭერ და საგადასახადო კანონმდებლობა იმდენად დრაკონულია, თუ არ იქურდე,  ვერ იმეწარმებ. მე იმით არ ვამაყობ, რომ ეს ვთქვი,  ის მაწუხებს, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა. სამწუხაროდ, ნაცვლად ამის აღიარებისა, მუდმივი თავდასხმების ობიექტად ვიქეცი, ისიც მაშინდელ სხდომაზე ვთქვი., 1996 წელს… 10 წლის შემდგომ, შეეცადნენ ქუთაისში გაემეორებინათ სისხლიანი ტრაგედია. მაშინ ამას უწესიერესი და საქართველოს მომავალზე ორიენტირებული მოღვაწე მამუკა ასლანიკაშვილი შეეწირა, რომ  არა ხალხის მხარდაჭერა, ბევრ ხელისუფალი ცენტრიდან ასეთივე ტრაგედიას მოაწყობდა იმერეთსა და ქუთაისში.

დღეს როცა ქვეყანა ადამიანის უფლებების დამცველებით აივსო, მასმედიას ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია… საკვირველია, ერთი და იგივე ჯგუფის მხრიდან 10 წლის განმავლობაში  ძირითადად არჩევნების   პერიოდში მეორდება ერთი და იგივე ბრალდებები, და ასეთი ადამიანების მიმართ ხმის ამოღება არ ჩანს . დამაფიქრებელია.

დამაფიქრებელია ისიც, რომ 2002 წლის 11 თებერვალს, პარლამენტში ჩემს  გამოსვლას , რომელსაც მთელმა პარლამენტმა ხოტბა შეასხა… არავითარი რეაგირება და შედეგი არ  მოჰყოლია.

უფრო მეტიც, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბატონმა ჟვანიამ თავისი შემაჯამებელი სიტყვა ასე დაასრულა „ მეც ვეთანხმები ბატონ შაშიაშვილს, რომ ჩვენი მდგომარეობა არის ჩიხური, თუკი არ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ერთიანი ეკონომიკური და საბიუჯეტო პოლიცია არ წარიმართება ქვეყანაში“…

რა გამოდის?! ჩემს გამოსვლას, ჩემს მთავარ შეფასებას… მდგომარეობა არის ჩიხური, დაეთანხმნენ, ჩემს მიერ დასმული შვიდივე წინადადება მოიწონეს… არც ერთი არ განახორციელეს. დღეს კი თითს გვიქნევენ.

მე დღესაც  მზადვარ ავიღო პასუხსმგებლობა ნებისმიერ ჩემს წინადადებაზე, თუ ის მხარდაჭერილი იქნება.

ვფიქრობ, კარგი საქმე  გაკეთდება , თუკი როგორც 1997 ასევე 2000 წლის ჩემი გამოსვლები გამოქვეყნდება, რომ მოსახლეობამ განსაჯოს ვინ მართალია და ვინ…  არა.

ვფიქრობ, ღირს განსჯისთვის, როდის ვხდები განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი. განსაკუთრებით პარლამენტისთვის და პოლიტიკური ძალებისათვის, მხოლოდ  მთავარ პერიოდებს გამოვყობ.

1993 წლის ბოლოს, როცა ქობალიას რაზმების შემოსვლა ავაცილეთ ქალაქს და სისხლის ღვრა საქართველოს;

1996 წლის  ბოლოს, მას შემდეგ, როცა საქართველოში პირველად ქუთაისში დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, აღინიშნა ქუთაისის 3500 წლის იუბილე

1996 წლის მეორე ნახევარში… პარიზში იუნესკოს ეგიდით ქუთაისის დღეების ბრწყინვალედ დასრულების შემდგომ;

1997 წლის დასაწყისში, როცა ქუთაისმა 1996 წლის შედეგებით ქვეყნის მასშტაბით  საუკეთესო შედეგები აჩვენა, როგორც ეკონომიკის, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების  თვალსაზრისით, როცა მაღალი შეფასება მიეცა განათლების რეფორმის პირველ ეტაპს. როცა რეალურად შესრულდა ინიციატივა მინიმალური ხელფასის 60 ლარით განსაზღვრის თაობაზე, როცა ლექტორის ხელფასი არ შეიძლებოდა ყოფილიყო 100 დოლარზე ნაკლები, როცა კარგი მიღწევები იყო  კულტურისა და მეცნიერების ხაზით, როცა  მასწავლებლის მინიმალური ხელფასი ქუთაისში 80, საშუალო… 200 ლარის ფარგლებში იყო, როცა 100 – ზე მეტ მასწავლებელს 300 ლარზე მეტი ხელფასი ჰქონდა. როცა 3 წლიანი გამოცდილებით სავოლოოდ  დავამკვიდრეთ ბიუჯეტის დაფინანსებით რვა ათასი ბავშვის კვება, და მოვლა-პატრონობა საბავშვო  ბაღებში. მხარდაჭერის ნაცვლად, მიღებული კანონის შესაბამისად, ქალაქის მერობიდან გამანთავისუფოლეს, ყველაფერი გააკეთეს, რომ მიღწეული  წაშლილიყო;

1998 წლის ბოლოს, როცა ქუთაისში იმერეთმა მეორედ ააცილა საქართველოს დიდი სისხლისღვრა. წინ გადავუდექით ტანკებზე ამხედრებულ მეამბოხეებს და მას შემდგომ, რაც იმერეთი გახდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი, ეს პერიოდი ხანგრძლივი აღმოჩნდა და 1999 წლის აგვისტოში იძულებული გავხდი გადადგომით მიმემართა პრეზიდენტისათვის

2000-2001 წლებში იმისგამო, რომ გავაკეთე განცხადება „პრეზიედნტი შანტაჟირებულია, პრეზიდენტის ყველაზე დიდი შეცდომა მის მიერ პოლიტიკურ პარტიის მოქალაქეთა კავშირის შექმნა და ავანტურისტული განწყობის პოლიტიკოსთა ხელში ჩაგდებაა“.. ამავე  პერიოდს დაემთხვა ორი უმძიმესი ავტოკატასტროფა… 2000 წლის აპრილსა და 2001 წლის თებერვალში

2001 წლის 19 ოქტომბრის შემდგომ, როცა ქუთაისში პრეზიდენტის, მთავრობის მთელი შემადგენლობის მონაწილეობით ჩატარდა დიდი ეკონომიკური თათბირი და აშშ-დან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა გამოაცხადა კორუფციის წინააღმდეგ დიდმასშტაბიანი ბრძოლის დაწყება.  (გამართლდა თათბირზე ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ პრეზიდენტს  პროგრამის განხორციელების საშუალებას არ მსიცემდნენ, კრიზისი, რომელსაც მთელი მთავრობის გადადგომა მოჰყვა, ნოემბრიდან დაიწყო და ქვეყანა 5-6 თვიან სრულ ქაოსში მოექცა).

ასეთი პერიოდების გამოკვეთა კიდევ შეილება. მე მხოლოდ ზოგიერთს შევეხე. როცა შექმნილი პოლიტიკური  დაპირისპირების და ინტრიგების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საქმის კეთება. მუშაობა სერიოზულ პროგრამებზე.

2002 და 2003 წლებში ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია. ჩემს მიერ კეთდება განცხადება ხელისუფლების კრიმინალიზაციის თაობაზე, პოლიტიკური ძალების ქურდებთან  ქვეყნისთვის უმძიმესი ალიანსის თაობაზე. ქურდების ხელის ბიჭების სახელისუფლებო  რგომებში შესვლის პროგრამების თაობაზე. მთავრობის სდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოყვა პოლიტიკურ წრეებშიც , და მთავრობის წევრებშიც, სამართალდაცვითი სისტემის ზოგიერმა მინისტრმა ისიც კი თქვა,რ ო მ ეს  გადაჭარბებულია, რომ ისინი არ ფლობენ ასეთ ინფორმაციას, დრომ დაადასტურა ჩემი პოზიციის სისწორე,

ამ პროცესების შემდეგი ეტაპია 18 ივნისის პარლამენტის  სხდომა. მართლაც, თავხედი უნდა იყოს კაცი, დღევანდელი კანონმდებლობის პირობებში უდენობა, მით უფრო ერთ კონკრეტულ ქალაქში პრეზიდენტის რწმუნებულს დააბრალო. მით უფრო, თუ ვინმე საქართველოში წინააღმდეგი იყო ამ კანონმდებლობის, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკა უცხოელების ხელში ჩააგდო… სხვებთან ერთად მეც ვიყავი,. სამთავრობო სხდომაზე სათაურით „ყოველგვარი სახელისუფლებო და სამწუხაროდ ადამიანური რესურსებიც ამოიწურა… ხალხს ვთხოვეთ, მოითმინონ ენერგეტიკაში შექმნილი მდგომარეობა“და ამაში დარწმუნებულებს  ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირათ ჩენი პოზიციისათვის, თუნდაც ჩამოყალიბებული კონკრეტული წინადადების… შექმნილი მძიმე მდგომარეობა ჩემს საწინააღმდეგოდ მომართეს. ვიცი ბევრს  ეწყინება, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, სწორედ ეს არის აზროვნების დაბნელება და ქვეყანაშიც მაშინ ბნელდება, როცა აზროვნებაშია სიბნელე.

პარლამენტშიც, მთავრობაშიც ყოველთვის  ვასაბუთებდით, რომ ერთიანი  ენერგეტიკული კომპანიის არსებობა და სისტემის ცენტრალიზაცია უარყოფითი შედეგის მომტანი იქნებოდა და პირიქით, რეგიონებში დამოუკიდებელი ენერგოკომპანიების არსებობა მხარეების, ქალაქებისა და რაიონების ენერგოუზრუნველყოფის, გაუმჯობესების, – მათი ენერგომომარაგების ზრდის, აღურიცხაობის შემცირების საწინდარი იქნებოდა. აღიარონ ამ მტკიცებათა  ავტორებმა, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა, უფრო მეტიც, ბიუჯეტმა დაკარგა დიდი შემოსავლები, იმერეთის დამოუკიდებელი ენერგოკომპანია იმერეთის ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტებს ყოველთვიურად აძლევდა მინიმუმ 100 ათას ლარს. ვთვლით, რომ რეალური იყო 300 ათასი და ორიენტირებულიც ამაზე  ორიენტირებულიც, ამაზე  ვიყავით. ქვეყნის ერთიანი ენერგოკომპანიის შექმნის შემდგომ ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტები არაფერს არ იღებდნენ, მთელი თანხა თბილისის  ბიუჯეტში შედის და ჯამში 200 ათასი ლარის ფარგლებშია, არ არის ეს საგანგაშო?  ვინმე საუბრობს ამაზე? კერძო კომპანიაში თანხის ამოღება 100%-ია თუნდაც ავტოქარხნის დასახლების კერძო კომპანიაში) ენერგია ასევე მიეწოდება  სახელმწიფო ენერგოკომპანიიდან, თუმცა ამავე სექტორში თანხის ამოღება, 20-% ის ფარგლებშია, რა არის ეს თუ არა სისტემის კორუმპირებულობა? არ არის ეს სრული კორუფცია?

შვიდი წელია ვამტკიცებ საქართველოს ენერგეტიკა კორუფციას მორევშია  გადავარდნილი, რომ საქართველოს ეკონომიკაში მდიდრდებიან დეფიციტისა და ხალხის ტანჯვაწამებისა და არა ახალი ეკონომიკური პრინციპების დამკვიდრებით, რომ  საბაზრო ეკონომიკამ არ იცის დეფიციტი,,, ეს საბჭოთა სისტემის სოციალიზმის თანმხლები კორუფციული გადმონაშთია. ქართული ენერგეტიკის კორუფციული სისტემის საყრდენებია გადამხდელისადმი უპატივცემულობა, აღურიცხაობა, ფულის ხელზე აკრება. 5 წლის წინ საქართველოს პრეზიდენტს მივმართე  აღრიცხვის მოწესრიგენისა და ფულის ს აბანკო წესით აკრეფის პროგრამით მხარი  დამიჭირა, გამოსცა სპეციალუეი ბრძანება ენერგეტიკოსთა და სახელისუფლებო მოხელეთა დიდი ჯგუფის ზეწოლით ეს  გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში შეიცვალა. პრეზიდენტს ვთხოვე, როგორს გამონაკლისი, იმერეთში დაეტოვებინა ეს ცივილური სისტემა, დაგვეთანხმა . ენერგეტიკის ზეცენტრალიზაციამ და კორუფციულმა ძალამ მისი განხორიელება შეუძლებელი გახადა. რეალობა  ასეთია. შექმნილმა სიტუაციამ იძულებული გამხადა მომეთხოვა მინისტრის გადაყენება, თქვენ პარლამენტიდან ლამის ტაშით გამიშვით და უზნეობა არ არის, ჩვენსკენ ხელის გამოშვერა?

ტყუილი  ითქვა პარლამენტში, რომ ჩვენ დაუმორჩილებლობ გამოვაცხადე,. ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა გადამხდელთა უფლებების დაცვის და არ დავემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ იგი მთლიანად გამორთავდა ქუთაისს (ეს უკვე მოხდა ქუთაისში ჩემი არყოფნის დროს)

ჩვენ ამ ეტაპისთვის შეუძლებელი შევძელით, არ დავუშვით მთელი ქალაქის გამორთვა,  მუშაობს იმერეთის ყველა წარმოება (მათ შორის ფერო 60-65 მგვტ ჭიაურმანგანუმი, საავტომობილო ქარხანა და ა.შ.) ელ. ენერგია აქვს ტროლეიბუსების სამმართველოს, წყალკანალს, ჯამში ქუთაისში 45 მგვტ მთლიანად იმერეთში 200 მგვტ მდე , ლტოლვილთა 40-50 მგვტ, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი ქვეყნისმასტყაბით აქვს თერჯოლას, 5 თვეში იმერეთში გადახდილია 7 მილიონამდე ლარი, 45%-ზე მეტი. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ ამერიკულ კომპანიასთან ულტიმატუმების ენით არ ვსაუბრობთ. მომზადებულია მემორანდუმი, ჩემის აზრით, უნიკალური, რომლის განხილვასაც გაურბის ყველა ჩვენ თხოვნით მივმართეთ აშშ ელჩს ბატონ რიჩარდ მაილსს და მემორანდუმის განხილვა მოვთხოვეთ მისი  მონაწილეობით. ვისაც სხვა მიზანი არ აინტერესებს და ხალხს უნდა  დაეხმაროს, ჩვენს პოზიციას დაუჭერს მხარს, გვერდით დაგვიდგება და არა უაზრო გამოსვლებით დაგვტვირთავს.

დიახ, ბატონებო, იმერეთის ჰესებს 100 მილიონამდე ლარი  ერგება, 4000მდე ადამიანს ენერგეტიკაში დასაქმებულს ოთხ მილიონამდე ლარის ხელფასი ერგება, ხოლო  ქუთაისის, წყალტუბოს, თერჯოლისა და ტყიბულის ბიუჯეტების 20 მილიონამდე ლარი სამწუხაროდ, მათი რესტრუქტურიზაცია ჩვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა კანონმდებლობა ასეთია.

დაბოლოს, ბატონებო, ჩემთვის დავფიქრობ, არა მარტო ჩემთვის დამაფიქრებელ საკითხთან დაკავშირებით.

15 ივნისს გაიმართა მთავრობის საგანგებო სხდომა  წესრიგთან დაკავშირებით, მე  შევეხე ოთხ ძირითად საკითხს.

  1. ქურდები, კრიმინალები… პოლიტიკა და პოლიტიკოსები
  2. ბიუჯეტში არ შესულა ფული… პოლიტიკა და პოლიტიკოსები
  3. გრანტები… პოლიტიკა და პოლიტიკოსენი
  4. სოციალური ყოფა, კომუნალური პრობლემები… პოლიტიკა და პოლიტიკოსები.

ვფიქრობ, რომ საშიშია არა ქურდი და კრიმინალი, არამედ, პოლიტიკოსი, რომელიც მათ გარეშე  თანამდებობაზე მოსვლა, თანამდებობის შენარჩუნება, პარლამენტში ყოფნა არ შეუძლია. რომ ქვეყანაში პოლიტიკა კრიმინალიზებული ხდება. საგანგაშო ვუწოდე იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში არ შესული ფულის მოცულობა 3-4 ჯერ  აჭარბებს შესულს. და მთელი არშესული ფული… არა მარტო კრიმინალების  ხელშია, არამედ ეს არის პოლიტიზირებული ფული და იგი იმდენად დიდია, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ფულის დამანგრეველ ძალას. გავაკეთე ხაზგასმა იმაზე, რომ პოლიტიზირებული   გაზეთი ტელევიზია, არასამთავრობო სექტორი ქვეყნისთვის ნგრევას ნიშნავს,  რომ გრანტების უმეტესობა  პოლიტიზირებულია, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ მოსახლეობისათვის ყველაზე მგრძნობიარე სფეროები: ენერგეტიკა, წესრიგი, პენსია, ხელგასი… ყველაზე პოლიტიზირებულია, რომ დღევანდელ პოლიტიკოსთა 80-90% არ იქნებოდა ასპარეზზე, იქცეოდა პოლიტიკურ გვამად, რომ პენსია იყოს დარიგებული, გვქონდეს უკეთესი წესრიგი, იყოს შუქი და ხელფასი, რომ მოსახლეობის გაჭირვებაზე მოსული პარლამენტი… ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, უპერსპექტივოს გახდის მომავალს, კატეგორიული წინააღმდეგი გამოვედი პარტიული პრინციპით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების. კიდევ ერთხელ დავადასტურე მზადყოფნა პირდაპირი გადაცემით დებატებისა პოლიტიკურ ლიდერებთან და მძიმე თხოვნით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს, რომ მაღალი ეშელონების ხელისუფალთა დიდმა ნაწილმა დაკარგა უფლება იყოს ხელისუფლებაში, რომ საჭიროა მათი სასწრაფო განთავისუფლება, თუ  გვინდა მოსახლეობაში იყოს რწმენა და იმედი, კეთილი განწყობა ხელისუფალისა და ხელისუფლებისადმი.

როგორც აღვნიშნე, ეს იყო უმძიმესი გამოსვლა, ვერ წარმომედგინა, რომ მთავრობის სხდომიდან ორი სამი დღის შემდეგ შეკრებილი პარლამენტი თუ მხარს არ დამიჭერდა და ჩემს წინააღმდეგ გამოვიდოდა.

დასკვნის გაკეთება თქვენთვის მმინდვია.
რაც დრო გადის, მით უფრო მიძლიერდება აზრი, რომ ქბეყანა ეწირება პარტიულ დაპირისპირებას, აბანტიურისტ პოლიტიკოსებს, რომ ამ ქვეყანაში ორ წელიწადში შეიძლება რადიკალური პოზიტიური ცვლილებების მოხდენა, თუ სკამებზე ფიქრის ნაცვლად ქვეყანაზე ფიქრი იქნება. დრომ და რეალობამ დამარწმუნა, რომ რომ ქვეყნის ყველა სახელისუფლებო რგოლი  შანტაჟირებულია. კუჭის პოლიტიკოსების მიერ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში კუჭია გონებაზე გამარჯვებული, რომ  სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული; რომ ერთი, რის დეფიციტსაც არ განიცდიას ქვეყანა… სოციალური დემაგოგებია პოლიტიკაში, რომ უმთავრესი დეფიციტია, რაც ქვეყანას გააჩნია, ეს არის რაინდი პოლიტიკოსების დეფიციტი.

მინდა ვირწმუნო, რომ ეს არჩევნები გონების და  არა კუჭის გამარჯვებით დამთავრდება, ასეთ შემთხვევაში, მართლაც, სხვა ყოფა იქნება ქვეყანაში. მწამს და მჯერა, რომ საქართველო  დიდი მომავლის ქვეყანაა.

გთხოვთ, მიიღოთ ეს წერილი ღრმა პატივისცემის დადასტურებად,  ვიმედოვნებ ერთი თვის შემდეგ, პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე მოხდება საპარლამენტო კომისიის მოხსენებისა და ჩემი თანამოხსენებით მოსმენა. ხალხმა განსაჯოს ყველაფერი

მე მხოლოდ სიმართლის გარკვევას ვითხოვ

ღრმა პატივისცემით

თეიმურაზ შაშიაშვილი

19 ივნისი 2003 წელი.

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *