ეს უკვე სხვა საქართველო იქნება

 ინტელექტსა  და ზნეობაზე  დამყარებულ  სისტემას  

  სასწაულის მოხდენა შეუძლია 

„თეთრები“ მომავლის საქართველოსათვის

 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური პროცესის მთავარი დომინანტი გახდა  ფული და ღალატი.  ქვეყნისთვის საშიშად მიგვაჩნდა ბანკირის ფსიქოლოგიით მართვა და როგორც მოსალოდნელი იყო,  მან განვითარება  პოლიტიკურ პროცესზე  ფულის ზეგავლენის გაძლიერებასა  და  მოღალატეებზე  დაყრდნობაში მიიღო. ასეთი წახალისებული  ერთის მხრივ, ოჯახის მოღალატე და მეორეს მხრივ,  პარტიიდან პარტიაში მორბენალ-მომთაბარე, არასდროს ყოფილა.   ასეთი პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა არ  ახსოვს საქართველოს. როცა ერთ საარჩევნო პერიოდშიც კი, ასე რადიკალურად სხვადასხვა პოზიციას აყალიბებდეს პოლიტიკოსი თუ  პოლიტიკური ძალა .   ჩვენ მიგვაჩნია,  ამის გამო, რეალურად გაკოტრებულია  საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტი -გამარჯვებულიც და დამარცხებულიც, რასაც  დრო დაადასტურებს. 

არჩევნებმა ოპტიმიზმი არ მისცა საზოგადოებას. დიდ თუ პატარა შეკრებაზე, ოჯახსა და ოჯახს გარეთ, ყველა გრძნობს, რომ რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ყველა ეძებს პრობლემის მიზეზს და გამოსავალს. ჩვენ ჩვენეული ხედვა გვაქვს.

 

სად არის ქვეყნის პრობლემა?

  • პოლიტიკოსთა სიმრავლეში? არა. საქართველოში პოლიტიკოსთა რაოდენობა ერთი ხელის ხუთ თითზე შეიძლება ჩამოთვალო. საქართველოს უბედურება სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსები არ ჰყავს. ფაქტი ერთია, საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესი არ მიდის, მის ნაცვლად გვაქვს  პოლიტიკური  ბაზარი  თვითმარქვია  პოლიტიკოსებით
  • პარტიათა სიმრავლეში? – არა. საქართველოს პრობლემაა ის, რომ კლასიკური ტიპის პარტიები არ ჰყავს  და მეგობრობის ნათესაობის და კლანურობის პრინციპით იქმნება პარტიები.  ჩვენ  ვართ პირველ ადგილზე  სწორედ   თვითმარქვია პარტიებითა და პოლიტიკოსებით და  ბოლო  ადგილზე ნამდვილი პოლიტიკოსებით,  პოლიტიკური ფილოსოფიისა და პოლიტიკური კულტურის პარტიებით.
  • ივანიშვილში? არა . ივანიშვილმა იყიდა ყველა და ყველაფერი – ვისი და რისი ყიდვაც შეიძლებოდა.  პრობლემა მათშია, ვინც იყიდება.  ყველა პარტია, ვინც მასთან იყო ალიანსში ან  სააკაშვილთან , არიან გაკოტრებულები, რადგან მათ აჩვენეს, რომ შეიძლება მათი ყიდვა. ყველა პარტია, ვინც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირთან“, მერე „ნაციონალებთან“, ხოლო მერე  „ოცნებასთან“ იყვნენ ალიანსში, სწორედ ის პარტიები არიან, რომლებიც იყიდებიან.
  • ნაცმოძრაობაში“?  – არა, რადგან „ნაცმოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ იგი სექტაა  და ყველა. ვინც მას მისცემს ხმას , ხდება სექტის წევრი.
  • სააკაშვილში?  – არა. მათ თვითონაც იცის, რომ ბოროტი ძალაა, მაგრამ პრობლემა სააკაშვილი გახდა იმის გამო, რომ რეალურად მას არ აქვს  გაჩერების საშუალება, და რაც უფრო იზღუდება მისი მომავალი უკრაინაში, უფრო აგრესიული ხდება ის ქვეყნის მიმართ. ეს ბოლო პერიოდი ამას ადასტურებს კიდეც.
  • უფულოებში? არა პრობლემა სწორედ ფულშია. ფულიანებსა და უფულოებში,  ფულიანები  ყიდულობენ უფულოებს  და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლა გაჭირვებამ   

ფულიანთა  ამბიციებით შეურაცხყოფილი  უნდა  იყოს  საქართველო

დამოუკიდებელი საქართველოს უმძიმეს პრობლემად იქცა ე.წ. სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ფულის დარიგების პოლიტიკამ პროგრესი გააჩერა ქვეყანაში, უსაქმურობა წაახალისა, სოციალური დემაგოგია, ხალხსა და  თვითმარქვია პოლიტიკოსებს შორის ვაჭრობა გააძლიერა.

საქართველოს ერთერთი მთავარი პრობლემა არის მონოპოლიზმი. ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის პოტენციალის მოქმედებაში მოყვანაზე დამანგრევლად მოქმედებს ის, რომ ხელისუფლების, უპირველესად მთავრობის ფუნქცია სწორად არ არის გააზრებული. კლასიკური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ რასაც ხელისუფლება აკეთებს, ან ხალხს უნდა რომ აკეთებდეს, არც მისი საქმეა და არც მისი ფუნქცია. ამის შედეგია ის, რომ  პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყნის განვითარების მთავარი საყრდენი – კონკურენცია. კონკურენტული გარემოს ნაცვლად, მივიღეთ ყოფით ბიზნესზე აღმოცენებული და აყვავებული  მონოპოლიზმი. უმძიმეს დღეშია მწარმოებელი, საქმის მკეთებელი და მომხმარებელი (ყოფითი ბიზნესის მომხმარებელი ძირითადში საქართველოს მოსახლეობაა) და ხელისუფლების მიერ უზომოდ არის მხარდაჭერილი  საშუამავლო ბიზნესი. შედეგში  გვაქვს სამი – ოთხჯერ მეტი იმპორტი, ვიდრე ექსპორტი. ასეთ პირობებში ქვეყნის განვითარება  წარმოუდგენელია. მით უფრო, როცა ხელისუფლება ხალხს ეუფროსენა ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს.

ქვეყნისთვის,  პოლიტიკური პროცესისათვის მომაკვდინებელია ქვეყნის გარედან მართული პარტიები,  არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები, პოლიტიკოსები  ზოგადად. ორი ყველაზე მეტ ხმადაგროვებული ძალიდან (და არა პარტიიდან ) ორთავე გარედან იმართება…“ნაცმოძრაობაარის სექტა და არა პარტია…“ქართულ ოცნებასარ აქვს იდეოლოგიური ფუნდამენტიორთავე გარშემრტყმულია სატელიტი ძალებით, ,რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილი და მართულია ქვეყნის გარედან,ვაჭრობენ პირველ ორთან პოლიტიკური  დივიდენდებისა და  მატერიალური სარგებლობის მიღებისათვის.                                                       

სად არის გამოსავალი?

გამოსავალი სისტემურ ცვლილებებშია,  რომლის მიზანიც უნდა იყოს , დაამკვიდროს  პრინციპი:

 ქვეყანას მართავს  ხელისუფლება – ხელისუფლებას ირჩევს და მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

 ინტელექტსა  და ზნეობაზე  დამყარებული  ეს სისტემა  არის  გზა  ნიჭის  ძალაუფლებისაკენ , რომელსაც სასწაულის მოხდენა შეუძლია. იგი  დაასრულებს  დღეს არსებულ  ფულის ძალაუფლებასაც.  დაასრულებს იმ სამარცხვინო რეალობას, როცა მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი იბრძვის არსებობისათვის და ადამიანებს მისცემს საშუალებას, მოახდინონ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაცია.

 ეს უკვე სხვა საქართველო იქნება.  

სწორედ ამისთვის არის  საჭირო  ახალი  რეალური პოლიტიკური პროცესი, რომელმაც სასურველია: 

  • შეაერთოს  ხალხი, ზნეობრივი ავტორიტეტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, გაუყიდავი პოლიტიკოსები,  ქვეყნის  გარეთ და შიგნით არსებული ინტელექტუალური პოტენციალი  და  პოლიტიკოსად აღიარების რეალური სისტემის შექმნით, გააერთიანოს ყველაფერი ეს კლასიკური ტიპის  პოლიტიკური  ძალის მეშვეობით.   
  • შეადგინოს ქვეყნის  შესაძლებლობათა  რეალური სურათი,  ანუ  ქვეყნის ინვენტარიზაცია… გააკეთოს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის  ანალიზი,  ჩვენი ქვეყნისა  და მსოფლიო გამოცდილების შესაბამისად…  შექმნას  მომავლის საქართველოს პროგრამა, რომლის მიზანი იქნება  ამ მდგომარეობაში არსებულ ქვეყანაში, მისი, ანუ ქვეყნის  პოტენციალის  მაქსიმალურად მოქმედებაში მოყვანა. 

ჩვენ ვიზიარებთ და  საიმედოდ მივიჩნევთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის საქმიანობას ,  სრულად ვეთანხმებით მის პოზიციას : 

ქართული, მხოლოდ  ქართული გზა.

ქვეყნის  გადარჩენის  სხვა გზა  არ  არსებობს.  

 

ქვეყანა ერის  ბუნებიდან გამომდინარე   უნდა  იმართებოდეს.

 

ქვეყნის  გარეთ უნდა  ვეძებოთ  მეგობრები  და  არა პატრონები.

შემცდარია, ვინც  ფიქრობს, რომ  გადარჩენა  ქვეყნის გარეთაა. ქვეყნის  გადარჩენა საქართველოშია.

ქართული  არ ნიშნავს  ჩაკეტილობას. ქართული  ნიშნავს პლანეტარულ  აზროვნებას, დიდ  ურთიერთობას  მსოფლიოსთან  ინტელექტითა  და ბიზნესით.

 ჩვენი  გზა რთულია. ბევრს იდეალისტურად  მოეჩვენება. ჩვენ კი მის რეალობაში ოდნავაც არ გვეპარება ეჭვი, რადგან ჩვენს რიგებში უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, დიდი ინტელექტუალური პოტენციალია. 

 ჩვენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებთ, ვინც იზიარებს,  რომ  დღეს მთავარია ვიცოდეთ, ხალხის განწყობა და გვქონდეს  სისტემური ცვლილებების ძლიერი პროგრამა, რომლის განხორციელების   მთავარი საყრდენი იქნება  ქართული ერთობა, ანუ  ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების,  მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების, გაუყიდავი  პოლიტიკოსების ერთობა.

 

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ  შაშიაშვილი

14-15 ოქტომბერი, 2016 წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *