დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის

gerbi1• რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ხელფასების და პენსიების, ყველაზე მაღალი კომუნალური გადასახადების, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყანაა…

• რომ საქართველოში ყველაზე ნაკლები მშენებლობაა,

• რომ საქართველოს მსგავსად არავის გაუყიდია არც სტრატეგიული ობიექტები, არც მიწა, ბუნებრივი რესურსები, ტყეები და მდინარეები…

• რომ საქართველოში ბუნებრივი ჰიდრორესურსებით მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანაში, სწორედ ყველაზე ძვირად ყიდიან ყველაზე იაფად გამომუშავებულს…

• რომ საქართველოში ერთი საბიუჯეტო ლარი აკეთებს 20 თეთრის საქვეყნო საქმეს, 35-40 თეთრი კორუფციულია, 45-60 თეთრი – ხელისუფლების სკამის შენარჩუნებისთვის იხარჯება.

• რომ საქართველოში სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ შემოსავლებს შორის 300, 400-ს აღემატება, მაშინ, როცა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იგი 20-25-ს შეადგენს…

• რომ ნებისმიერი მერის და გამგებლის ყოველთვიური ოფიციალური შემოსავლები იმაზე მეტია, ვიდრე იმავე ქალაქისა და რაიონის ყველაზე დიდი სკოლის თვიური დაფინანსება.

რომ საქართველოს ბიუჯეტი, რომლითაც განსაკუთრებულად ამაყობს პრეზიდენტი, გაიზარდა ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც გაძვირდა ცხოვრება, ანუ იგი ივსება ხალხის ჯიბის ფულით.

• რომ საქართველოს ბიუჯეტი ზუსტად იმდენჯერ გაიზარდა, რამდენჯერაც უცხოეთიდან შემოტანილი საქონლის მოცულობა _ იმპორტი, რომელიც დღეს საქართველოში კლავს ეროვნულ ეკონომიკას, საკონცენტრაციო ბანაკად აქცია საქართველოს სოფელი…

• რომ საქართველოს უპირველესი ინტელექტუალური დარგები _ განათლება, კულტურა, მეცნიერება, მედიცინა, _ პრაქტიკულად გადავიდნენ თვითდაფინანსებაზე, უფრო მეტიც, თითოეული ეს დარგი, თითოეული მეცნიერი, კულტურის მოღვაწე, მასწავლებელი, ექიმი, ქვეყნის ბიუჯეტს აძლევს იმაზე მეტს, ვიდრე იღებს ბიუჯეტიდან…

• რომ პენსიონერიც კი მისი არსებობის გამო, კიდევ უფრო უარესი, სტუდენტიც მისი სწავლისა და არსებობის გამო, ქვეყნის ბიუჯეტს აძლევს იმაზე მეტს, ვიდრე ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს პენსიის, თუ სწავლის დაფინანსების სახით, რომ საქართველოს ბიუჯეტის 70%-ზე მეტი იხარჯება ჩინოვნიკების, პოლიციის და ჯარის შენახვაზე (ეს მართლაც კატასტროფაა

• რომ ე.წ. ,,ვარდების რევოლუციით~ მოსულ ,,ნაციონალებს~ სწორედ განესაზღვრათ, როგორც შემოსავლების, განსაკუთრებით ბიუჯეტისა და უცხოური დახმარებების ხარჯვის სტრუქტურა – დღეს საქართველოს ბიუჯეტი 13-15 მილიარდი, ანუ 2009 წელს ბიუჯეტზე რეალურად 2-2,5-ჯერ მეტი იქნებოდა… უფრო მეტიც, რეალურად არსებული ბიუჯეტითაც, როგორც მინიმუმ, 5-ჯერ მეტი საქვეყნო საქმის გაკეთება შეიძლებოდა… დღევანდელი ბიუჯეტითაც კი, რეალურად იყო და არის შესაძლებელი, პენსიები საარსებო მინიმუმზე 1,5-ჯერ, მასწავლებელთა ხელფასები კი 3,5-ჯერ მეტი ყოფილიყო. მაშინ, როცა დღეს პენსიები საარსებო მინიმუმზე 3-ჯერ, მასწავლებელთა ხელფასები კი 2-ჯერ ნაკლებია..

• რომ საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში 30-მეტით (1000-ით) შემცირდა სკოლების რაოდენობა… განახევრდა სტუდენტთა რაოდენობა… სტუდენტის ოჯახი 14-16-ჯერ მეტს ხარჯავს სტუდენტის სწავლებაზე, ვიდრე სახელმწიფო სტუდენტზე…

• რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურება იქცა არა ქვეყნის ფიზიკური ჯანმრთელობის, არამედ მხოლოდ ბიზნესის ობიექტად… კატასტროფულად ძვირია, როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე წამლები… ანალიზი ადასტურებს, რომ წამალი საქართველოში არნახულად ძვირია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში იმდენად სარფიანი გახდა სამედიცინო ბიზნესი ანუ ავადმყოფზე ფულის კეთება, რომ საავადმყოფოების მშენებლობა უცხოელებმაც დაიწყეს.

• რომ დღეს ქვეყნის ბიზნესის 95%-ზე მეტს პრეზიდენტი, მისი ოჯახი, საახლობლო და სახელისუფლებო კლანი აკონტროლებს. რომ უცხოეთიდან შემოსული დახმარებების, საბიუჯეტო ფინანსური ნაკადები იმ ბიზნესს აძლიერებს, რომელიც პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას ეკუთვნის.

• რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და გვინდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ იციან ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა – საქართველოს ბიუჯეტის 95% განკარგავს ერთი კაცი, პრეზიდენტი, საქართველოს ყველა რეგიონი ხელოვნურად არის ქცეული დოტაციურად და თბილისსა და აჭარასაც კი ბიუჯეტის ნახევარი ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებია (ეს არის კლასიკური დიქტატორული რეჟიმის ქვეყნის საერთო სისტემა და ბიუჯეტი)

დაუსრულებლად შეიძლება იმ მიმართულებათა ჩამოთვლა, რომელთა მიხედვითაც ჩვენთან მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე სხვა ქვეყნებში და რომ უნდა იყოს პირიქით. ასეთ დროს ხელისუფლება ახერხებს (როგორც ჩანს, ოპოზიციის სისუსტის გამო) ხალხის იმაში დარწმუნებას, რომ სხვაგან ყველაფერი ინგრევა და საქართველო კი წინ მიდის.

საქართველო რომ ხელისუფლებამ ,,პოტიომკინის სოფელს~ დაამსგავსა – ეს ხალხმა არ იცის, როგორც ასეთ დროს იტყვიან, მეფე ჯერ კიდევ არ არის შიშველი.

ასეთ დროს ჩვენ ვირჩევთ ინტელექტუალური რადიკალიზაციის გზას.ეს რთული გზაა, მაგრამ კაპიტალური და საიმედო. იგი ეყრდნობა არა ემოციას, არამედ გონებას. ეს არის ბრძოლა არა პიროვნების წინააღმდეგ და მისი თანამდებობის დაკავებისთვის, არამედ საქართველოსათვის. ჩვენ ვთვლით, რომ ინტელექტუალური რადიკალიზაცია ეს არის ღირსებით ბრძოლა ღირსეული საქართველოსთვის…

 

(23 იანვარი 2010)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *