მხოლოდ ციფრები

 

–  საქართველოში ბოლო სამი წლის (2008-2011) მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდის საშუალო ტემპი მხოლოდ 1,58 –ია% (აზერბაიჯანში – 2,35%)

– პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 2007 წელთან  შედარებით – 3,3-ჯერ

– სამომხმარებლო ფასების უპრეცედენტო (მსოფლიოში ფასებთან შედარებით) ზრდა. მაგ: 2010 წლის დეკემბერში 2009 წლის დეკემბერთან შედარებით – 23,1%-ით

– მიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 2010 წელს შეადგინა 740 მლნ. აშშ დოლარი, რაც ბოლო ორი წლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 140% შეადგენს (ანუ სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოგრანტები საქართველოს ძირითადი ინვესტორები არიან.)

– საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მშპ -ში 7,2% -მდე (!!) დაეცა.

– შრომის მწარმოებლობის უკიდურესად დაბალ მაჩვენებელი – 10, 400 საშუალო, ხოლო აგრარულ სექტორში – 1400 მლ(!) ერთ მომუშავეზე.

– ქვეყნის სასურსათო კალათის მოცულობაში 2/3 – იმპორტირებული პროდუქტია (თბილისში-4/5)

– სოფლის მეურნეობაში დაკავებულ  მეწარმეთა 1,3% (2001-2005 წლების საშ. რაოდენობაზე ნაკლები). მაშინ როცა სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთ არაოდენობა იმავე პერიოდში ქვეყანაში 12,4% – ით გაიზარდა.

– სახელმწიფო ასიგნების საერთო მოცულობიდან სოფლის მეურნეობაზე მოდის – 0,82% (!!)

– 2008 – 2010 წლებში აგრარულ სექტორში შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოოდ 1,08% (!) – 45,6 მილიონი აშშ დოლარი.

– განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 1,5-ჯერ ნაკლებია ქვეყნის უსაფრთხოებასა დათავდაცვაზე გაწეულ ხარჯებზე (2010წ)

– ხელისუფლება მუდმივად ზრდის საკუთარ თვითდაფინანსებას – 2010 წ. სახელმწიფო მომსახურების წილი შეადგენდა ბიუჯეტის ხარჯების  27,7% და 1,6-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტის მთლიან ზრდასთან შედარებით (!).

ეს არის სწორედ საკუთარი ხელფასებისადა რეალური შემოსავლების  უზომო ზრდის შედეგი, მაშინ, როცა ღარიბთა და ღატაკთა რეალური შემოსავლები მცირდება

– მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ხელფასმა და პენსიამ, რომ  არაფერი ვთქვათ  შემწეობებზეაკარგა თავისი ეკონომიკური ფუნქცია.

პენსია და შემწეობა ≈ 80  =ხელისუფლების მიერ განსაზღვრული (?!) საარსებო მინიმუმის მხოლოდ 50%

ყოველი 1 000 მცხოვრებიდან საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია მხოლოდ 140 ადამიანი ( რუსეთში – 370, დას. ევროპაში – 408, აღმ ევროპაში – 395, აშშ – 426)

საშუალო ხელფასი ( მოსახლეობისათვის ერთსა და იმავე რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულებზე)საქართველო აშშ -ს 3,5% შეადგენს, მსყიდველობითი უნარიანობით – 6,7%, ანუ:

ხელფასის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში აშშ ზე თითქმის 15ჯერ დაბალია.

თანაც: ფასების დონით საქართველო უტოლდება აშშ -ს, ხოლო რიგი სამომხმარებლო საქონლის ფასით უსწრებსკიდეც.

 2003-2010 წლებში მშპ ორჯერადი ზრდის პირობებში, მოსახლეობის ფულადი სახსრებიც გაიზარდა 2,5-ჯერ,მაგრამ ნატურალური შემოსავლების სიდიდე არათუ არ გაზრდილა, პირიქით შემცირდარეალურ განზომილებაში 43%-ით.

– კონტროლის პალატის შემოწმებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დამზღვევი კომპანიებისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაზღვევამ გადაცემულ 289.000.000 ლარიდან, ამ უკანასკნელთა მიერ დაზღვეულებზე დახარჯულ იქნა 114.000.000 ხოლო ამ კომპანიების განკარგულებაში  დარჩამოგებად გაიფორმეს 170.000.000

ამის გარდა, სადაზღვევო კომპანიებში კრიმინალიც ჰყვავის. მაგ. სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ორი თანამშრომელი 2010 წლის 4 თვის განმავლობაში 1,730.000 ლარის მითვისების გამო დააკავეს.

– საქართველო ბერდება. 2010 წელს საქართველოს მოსახლეობს საშუალო ასაკი 31,2 წლიდან გაიზარდა 37,6 წლამდე.(მსოფლიოში საშუალო ასაკია 29,1 აზერბაიჯანში 28,4, სომხეთში 31,2, თურქეთში – 28,3).

ეს არის უშუალო შედეგი იმ სოციალური პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება (შესაძლოა, შეგნებულადაც) ახორციელებს.

ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში2-ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებია, ჯანდაცვაზე გაღებულ ხარჯებში, შესაბამისად3,3-ჯერ და 2,3-ჯერ, ხოლო სოციალურ დაცვაზე გაღებულ ხარჯების მიხედვით – 1,9-ჯერ და 2,1-ჯერ.

საერთაშორისო შედარებები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. მაგალითად საერთაშორისო შედარებები შეიძლება განხორციელდეს იმსამუშაო დროთა შედარებით, რომლებიც აუცილებელია ერთსახელიანი სამომხმარებლო დოვლათის შესაძენად საჭირო ხელფასის გამოსამუშავებლად. ამასთან, შედარებების განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთი ქვეყნის  მიხედვით  სხვადასხვა დროებრივ მონაკვეთში, ისე ერთი და იმავე დროისათვის სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით.

ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია დრო იმ ხელფასების გამოსამუშავებლად, რომელიც აუცილებელია უძრავი ქონების ტიპიური 70-კვადრატულ მეტრიანი ბინის შესაძენად ქალაქის არაცენტრალურ ნაწილში. ამგვარი ბინის შესაძენად საჭირო ხელფასების გამოსამუშავებლად საჭირო დრო დღეისათვის შეადგენს (წლებში):

ბერლინი – 3ნიუიორკი – 5,7რიგა  6,8, ოსლო  10, თბილისი 13,8, პარიზი – 19,0, სინგაპური  36(საინტერესოა! ამ მხრივ თუ გავუთანაბრდებით სინგაპურს!)

ერთი კილოგრამი პურის შესაძენად საქართველოშისაჭირო ხელფასის გამოსამუშავებლად 1988 წელს საჭირო იყო24,6 წუთის შრომა, 1010 წელს – უკვე 32,4 წუთის შრომა, ხორცის შესაძენად, შესაბამისად, 3 სთ და 27 წთ., ხოლო2010 წელს 2 სთ. და 57 წთ., 1 კვტ.სთ. დენის საფასურის დასაფარად 1988 წელს საჭირო იყო 2,5 წთ. ექვივალენტური ხელფასი, 2010 წელს კი – 3,7 წთ., ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძენად, შესაბამისად, 3,6 წთ. და 11,0 წთ.. წყლის გადასახადის დასაფარად – 24,6 წთ. და 67,2 წთ. ( 2010 წელს – 1 სთ და 76,2 წუთი) და ა.შ.

ანალოგიური შედარებების განხორციელება შესაძლებელია სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. მაგალითად, 2010 წლის დეკემბრის სამომხმარებლო ფასებისა და საშუალო ხელფასების თანაფარდობის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი ბენზინის შესაძენად საქართველოში საჭირო იყო 32,5 წთ. შრომის ანაზღაურება, აშშ ში კი მხოლოდ 2,5 წთ. შრომის შესატყვისი ანაზღაურება. 1 კვტ. სთ.  ელექტროენერგიის შესაძენად შესაბამისად, 2,8 წთ. და 0,4წთ., ბიგმაკის შესაძენად – 1 სთ და 65 წთ და 11,9 წთ და ა.შ.

მნიშვნელოვანია საქართველოს ჩამორჩენა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის წევრი ქვეყნებისაგანგანათლებაზე და ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით. დღეისათვის წმინდა სოციალური მიმართულებების ხარჯებს (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) საქართველოში  სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მესამედი უკავიათ (33,8%) მაშინ, როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში – თითქმის ¾ (74,0%)ასევე 3-ჯერდამეტად ჩამორჩება საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს ზემოთხსენებული ხარჯებით მთლიან შიდა პროდუქტში (საქართველო  – 9,5%, ევროკავშირი – 30,4%).

არ უნდა დავივიწყოთ,  რომ საქართველოში  თავისთავად მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჯერადად ნაკლებია. შესაბამისად, სხვაობა და ფინანსების აბსოლუტურ მასშტაბებში, კიდევ უფრო მეტი იქნება.

მოსახლეობის ერთ სულზე განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა საქართველოში შეადგენს დაახლოებით 120 აშშ დოლარს, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბულგარეთში 520 დოლარამდეა, რუმინეთში -600, სლოვაკეთში  700, უნგრეთსა და პოლონეთში 1000 -1000 , ლიტვასა და ლატვიაში 1100-1100.ესტონეთსა და იტალიაში – 1400-1400საფრანგეთში – 2000,  ნიდერლანდებში  2100, დიდბრიტანეთში2300, დანიასა და შვედეთში 2600-2600, ნორვეგიაში 2800 , ლუქსემბურგში  3600.

ამასთან, საქართველოს ჩამორჩენა ამ ქვეყნებისაგან განათლებაზე გაღებული ხარჯებით ორჯერ და მეტად უფრო მაღალია, ვიდრე ადგილი აქვს ეკონომიკურ ჩამორჩენას შესაბამის ქვეყნებთან.

კიდევ უფრო  არასახარბიელო პროპორციები ყალიბდება საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ჯანდაცვისხაზით.

მოსახლეობის ერთ სულზე ჯანდაცვაზე ხარჯები საქართველოში, მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით,შეადგენს 384 აშშ დოლარს (საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 44,2%) ამ ინდიკატორით საქართველო მსოფლიოს 194 სახელმწიფოდან    99 ადგილზეა.

ჯანდაცვაზე მთლიანად გაღებული ხარჯების თანაფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან (8,2% საქართველო ჩამორჩება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (9,7%) უსწრებს საშუალოდ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს (6,4%) მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება მაღალგანვითარებული ქვეყნების მაჩვენებ,ლებს (11,3%).

მსოფლიოში ამჟამად ორ ათეულზე მეტ სახელმწიფოში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ორნიშნა რიცხვით გამოისახება. ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია აშშ, სადაც მხოლოდ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების მოცულობა (7285$), თითქმის 1,5-ჯერ აღემატება საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. შედეგად: დღეისათვის აშშ საქართველოს უსწრებს ეკონომიკურად (ერთ სულზე წარმოებული შიდა პროდუქტით ) – 19,1 – ჯერ ჯანდაცვაზე  გაწეული ხარჯებით კი ფაქტობრივად  38,1-ჯერ.

 

ახალი პოლიტიკური ძალათეთრი მოძრაობა” (“თეთრები)

ანალიტიკური ჯგუფი

2011 წლის  23 მარტი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *