ხელისუფალთა “შავი საქმეები” “შავი ქვით”

“თეთრები” “ნაციონალური” ხელისუფლების შავი საქმეების წინააღმდეგ

 wiatura

 

მანგანუმი საქართველოსათვის
იგივეა, რაც ნავთობი ქუვეითისათვის

…შავი ქვის საქმე დღეს იქამდე მიუყვანია, რომ ლამის შავმა ქვამ მართლა
შავი ქვა და “ნაცარი ცხელი”-ღა მოუტანოს თვით მწარმოე-ბელ¬საც, მადნის პატრონსაც და მუშასაცა ლამის ეს ღვთისაგან მინიჭებული სიმდიდრე და სიკეთე ჭირად და უბედურობად გადაიქცეს
ჩვენის საკუთარის ავზნეობითა და ავგულობითა”,

 ილია ჭავჭავაძე

გაზეთი “ივერია”, 1886 წ., #223.

ანალიტიკური მასალა მომზადებულია “თეთრების” მიერ სპეციალისტთა და ექსპერტთა მონაწილეობით

მანგანუმის მადანი მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული ნედლეულია. მას შემდეგ, რაც მანგანუმი ფოლადის წარმოებაში იქნა გამოყენებული, მან¬განუ¬მის მადნით დაინტერესება დიდად გაიზარდა ტექნიკურად განვითარე¬ბულ ქვეყ¬ნებში. ის დღემდე შეუცვლელ კომპონენ¬ტად რჩება ფოლადის წარმოებაში. თანამედროვე პირობებშიც კი მოთხოვნილების მოცულო¬ბის მიხედვით მანგანუმს ლითონთა შორის მეოთხე ადგილი უჭირავს. სხვადასხვა საინფორმა¬ციო მასალებით, საქართველოს მანგანუმის მარაგების მიხედვით მსოფლიოში 8 წამყვან ქვეყა¬ნას შორის 5-6 ადგილი უჭირავს. მანგანუმის განუზომელ მნიშვნელობაზე მეტყველებს თუნ¬დაც ის ფაქტი, რომ დიდი რვიანის ქვეყნებიდან გარდა საფრანგეთისა, ყველა აწარმოებს მან¬გა¬ნუმ¬შემცველი პროდუქ¬ციის იმპორტს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი წარმოება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარ¬ბებლად შეიძლება ითქვას, რომ მანგანუმი საქართველო¬სათვის ისეთივე მნიშვნელობის სიმდიდრეა, როგორც ნავთობი ქუვეითი¬სათვის.

მანგანუმის მადნის, როგორც სტრატეგიული ნედლეულის მრეწველობის ზრდა და განვითარება მუდამ წამყვან როლს ასრულებდა, როგორც ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის, ისე _ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გაღრმავების საქმეში.

საქართველოში მანგანუმის მრეწველობის განვითარება თავიდანვე დიდ წინა¬აღმდე¬გო-ბებთან იყო დაკავშირებული და მნიშვნელოვან კვალს ტოვებდა ქვეყნის ეკონომიკის განვი-თარებაზე. 1904-1913 წწ მანგანუმის მსოფლიო წარმოების 30-53% საქართველოზე მოდიოდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. 1913 წელს საქართველოში მოპოვებული იქნა 1 103 ათასი ტონა მადანი, 1937 წელს მადნის მოპოვებამ 1 650 ათასი ტო¬ნა შეადგინა, რაც 10-ჯერ აღემატება მადნის მოპოვება-გადამუშავების დღევანდელ მაჩვენებელს. ამავე წელს ზესტა¬ფონში წარმოებული იქნა 35 ათასი ტონა ფერომანგა¬ნუმი. მომდევნო წლებში წარმოება ეტაპობრივად გაფარ¬თოვდა, წარმოებული იქნა 40 სხვადასხვა მარკის ფეროშენადნობი, ათვისებული ტექნო¬ლოგიების მიხედვით დაგეგმარდა და აშენდა ქარხნები უკრაინაში, ინდოეთ¬ში და ა.შ. თავისი წარმოების პიკს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 80-ანი წლე¬ბის მეორე ნახევარში მიაღწია, წლიური წარმოებით 500 ათასი ტონა ფეროშენადნობი და მსოფლიო მნიშვნელობის გიგანტ საწარმოთა სიაში ლიდერთა პოზიციებზე მოხვდა. გასული საუკუნის 80-ან საქართველო ერთად-ერთი ქყეყანა გახლდათ, რომელიც თითქმის ყველა დასახელების მანგანუმშემცველი პროდუქციის ექსპორტს ეწეოდა, მანგანუმის კონცენტრატით დაწყებული, ელექტროლიტური ლითონული მანგანუმით დამთავრე¬ბული.

ვფიქრობთ, საქართველოში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავების მიმართულებით დღე¬ვანდე-ლი მდგომარეობის შეფასება ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ექსპორტის ლომის წილი ფეროშენადნობებზე მოდის და ეს სამრეწველო სეგ¬მენტი ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების ერთ-ერთი უმნიშვნელო¬ვანესი წყაროა.

დავიწყოთ პრივატიზაციით, _ 1996 წელს ნულოვან აუქციონზე ერთ მილლიონ დოლარად იქნა გაყი¬დული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აქტივების 47%. ქარხანა ხვდება ქარ¬თული, ინგლი¬სური, რუსული და თურქული ბიზნეს-დაჯგუფებების (დ. შალიკაშვილი და ნ. ამბო¬¬კაძე, “რონლი ჰოლდინგი”, «Промыш­ленныеинвесторы»- გენერა¬ლოვი და “ფაპეტი” – ფახრატტინ მამედოვი) ხელში.

2003 წელს სახელმწიფო პირდაპირი მიყიდვის წესით, 7,1 მლნ დოლარად ყიდის სს “ზეს-ტა¬ფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” აქციათა საკონტროლო პაკეტს – 51%. საკუთრება გაუფორ¬მდა ავსტრიულ კომ¬პა¬ნია «DCM Decometal»-ს. მენეჯმენტი კი ახალი ქართული დაჯგუფების (ი. კო¬კაია, გ. კაპანაძე, ნ. ჩიქოვანი) ხელში ხვდება. მალევე კვიპროსზე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ნიქოზიაში დარეგისტრირდა კომპანია “Selromex”,რომელსაც გადაეცა სს “ზესტა¬ფო¬ნის ფეროშენადნობთა ქარხნის” აქციათა პაკეტის 96%, სადაც 28% ეკუთვნის ავსტრიულ კომ¬პა¬ნიას «DCM Decometal».სავარაუდოდ დარჩენილი აქციათა პაკეტის მფლობელი ქართუ¬ლი დაჯგუფება რჩება, რის საფუძველსაც იძლევა შემდგომ განვითარებული მოვლენები.

2005 წლის ბოლოს, ავსტრიული მხარის ჩარევითდ (წარმომადგენელი გ. ბედი¬ნეი¬შვილი) სს “ფეროს” ქართველი აქციონერების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართ¬ლის საქ¬მე გან¬¬სა¬კუთრებით დიდი ოდენობით ფი¬ნან¬სური დარღვევების გამოვლენის გამო. ქართული დაჯ¬¬გუ¬ფება ტო¬ვებს საქარ¬¬თვე¬ლოს. საგამოძიებო ღონის¬ძიე¬ბე¬ბით გა¬მოიკვეთა 63 მლნ ლარის საფი¬ნან¬სო ვალდებუ¬ლება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

2006 წელს კვიპროსზე რეგისტრირებული “Selromex”-ის აქციები გადაეცა ცნობილ ინგლი-სურ სა¬ვაჭ¬რო გაერთიანებას «Stemcor UK»,რომელმაც უკვე შემოდგომაზე დაარეგისტრირა ორი შპს “ჯორჯიან მან¬განეზი”. ერთი საქართველოში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იურიდიულ მისამართზე, ხოლო მეორე _ ზემოაღნიშნულ თავი¬სუ¬ფალ ეკონომიკურ ზონაში, ნი¬ქო¬ზიაში. ასე გაჩნდა ორი ტყუპისცალი“Georgian manganese LLC” da “Georgian manganese Holding limited”. ეს უკანასკნელი ისტუმრებს სს “ფერო”-ს სახელმწიფო ვალებს, სახელმწი¬ფო¬სა¬გან ყიდულობს “ვარციხეჰესს” და მენეჯმენტს თავის ქართველ წარმომადგენელ ალექსანდ¬რე ანთაძესთან ერთად დროებით აბარებს ვინმე ბერნდ გრაბოუს. აქვე, ასპარეზზე გამოდის ე.წ. ქართული “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორი ვინმე ბერნდ ჰულბერტი.

ყველასათვის მოულოდნელად, 2007 წლის მიწურულს ქართული შპს “ჯორჯიან მანგანე-ზის” მენეჯმენტში შემოდის უკრაინული “პრივატ-ბანკი”, აღმასრულებელი დირექ¬ტო¬რის ოლექ¬სან¬დ¬რე ზილბერმანის სახით.“Georgian manganese Holding limited” კი აღარსად აღარ ფიგუ¬რი¬რებს.

2007 წლის 5 იანვარს სახელმწიფოსა და შპს “ჯორჯიან მანგანეზს” შორის (გიორგი არველაძე-ოლექსანდრე ზილბერმანი) გაფორ¬მდა ოფიცია¬ლური საბოლოო ხელშეკრულება სამი ობიექტის _ “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის”, “ვარციხჰესისა” და “ჭიათურ-მან¬გაუნმის” პრივატიზაციისა და აღებული ვალდებულებების შესახებ. საკვირველია, ზილ-ბერმანმა დოკუმენტს ხელი მოაწერა როგორც ინგლისური «Stemcor UK»-ის შვილობილი, კვიპროსზე და¬რე¬გისტრირებული “Georgian manganese Holding limited”-ის დირექ¬ტორმა, რისი წერილობითი უარ¬ყოფაც შემდგომში მას არაერთჯერ მოუწია, არასამთავ¬რობო ორგანი-ზაცია მწვანე ალტერ¬ნატივასა და ეკონომიკური განვითა¬რების სამინისტროს შორის “ვარციხჰესის” საპრივატიზაციო ხელშეკრულების განსაიდუმლოების მოთხოვნით გამართულ სასამართლო დავებზე.

( http://www.commersant.ge /index.php?pg=nt&id=3280&ct=18)

საკითხი, თუ ვინ რისი მფლობელია და რა ვალდებულებები აკისრია, ბოლომდე ნათელი დღესაც არაა. ერთი კი ნათელია, რიგი სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელშეწყობით, ინგლი-სური «Stemcor UK»-ის შვილობილი შპს “ჯორჯიან მანგანეზების” მიერ ჩატარებული მოჩვენებითი პრივატაციის გზით, ქართულმა დაჯგუფებამ ზესტაფონის გარდა, უკვე ხელში ჩაიგდო, ჭია¬თურისა და ვარციხისჰესის აქტივებიც. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს ”ჯორჯიან მანგანეზს” ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სს “ფეროსადმი” სა¬ხელმწი¬ფოს მიერ დაკისრებული 63 მლნ ლარის გადახდა ჩაუთვალა საპრივატიზაციო შენატანში. შედეგად ჩნდება საფუძველი იმისა, რომ აღინიშნოს, – პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფომ ნაცვლად დაგეგმილი 132 მლნ დოლარისა, 30-35 მლნ დოლარით ნაკლები მიიღო.

ჰოლდინგის ახალი მფლობელი ვალდებულია:
– 2 წლის განმავლობაში განახორციელოს 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია;
– პირველივე წელს მოიპოვოს არანაკლებ 300 000ტ. მადანი;
– მეორე წელს მოპოვებული მადნის რაოდენობამ 400 000 ტონას უნდა მიაღწიოს;
– მოპოვებული ნედლეულიდან არანაკლებ 200 000 ტონა მადანი საქართველოში უნდა გადამუშავდეს;
– “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში” ახალი ღუმელების გახსნა;
– ფეროშენადნობის წარმოება პირველ წელს 200 000 ტონა;
– მეორე წელს 300 000 ტონა;
– გრძელვადიან პერსპექტივაში მადნის წლიური მოპოვება გაიზრდება 700 000 ტონამდე, ხოლო ფეროშენადნობის წლიური წარმოება გაიზრდება 400 000 ტონამდე;
– ორ წელიწადში იმერეთში დამატებით 1000 სამუშაო ადგილის შექმნა;
– მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესდება.

ეხლა კი იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდა ¬აღნიშ¬ნული პირობები.

_ ორი წლის განმავლობაში 100 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულების შესრულე¬ბის მიზნით განხორციელდა წარმოების ფიქტიური და არამიზნობრივი ინვესტირება. ინვესტიციებად იქნა გაწერილი იმავე მენეჯმენტის მიერ გაკოტრებული რუმინეთის ფერო¬შე¬ნადნობ¬თა ქარხნისათვის განკუთვნილი და ჯართად ჩამოწერილი ძირითადი საწარმოო სა¬შუა¬ლე¬ბები.
– 2007 წლის ვალდებულება მადნის მოპოვებასთან დაკავშირებით 65%-ითაა შესრულებული;
– 2008 წლის _ 75%-ით;
– 2007 წელს ფეროშენადნების წარმოება ზრდის ნაცვლად წინა წელთან შედარებით შემცირები¬საკენ წავიდა და აღებული ვალდებულება კი მხოლოდ 60%-ით შესრულდა;
– 2008 წლის ვალდებულება კი – 43%-ით.
– 1000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა იგნორირებულია და კლების ტენდენციიტ ხასიათდება.

შპს “ჯორჯიან მანგანეზი”-ს ოპერირების პირობებში, 2007-2008 წლებში გაუარესდა საწარ-მოო-ტექნიკური მაჩვენებლები. ხელოვნურად იქნა გაზრდილი პროდუქციის თვითღი¬რე-ბულება. მე¬ნეჯ¬მენტში “პრივატ-ბანკის” გამოჩენამდე სილიკომანგანუმის საშუალო თვითღირებულება 500 აშშ დოლარია, ხოლო მათი შემოსვლის შემდეგ თვითღირებულება ეტაპობრივად 1300 აშშ დოლარამდე იზრდება. ეს მაშინ, როცა მისსავე მართველობაშია, ვარ¬ციხ¬ჰესი და ჭიათურის მანგანუმის მადანი.

მიუხედავად რესურსების არსებობისა, წარმოებაში 50%-ზე მეტი დაიკავა განიდან და კოტ-დივუარიდან იმპორტირებულმა მადანმა. იმპორტირებული მადანი წარმოადგენდა თვით “პრივატ-ბანკის” საკუთ¬რებაში მყოფი აფრიკული საბადოდან ტრანსპორტირებულ დედლეულს, რომლის ღირებულება გზაში ხელოვნურად იზრდებოდა 50 აშშ დოლარიდან 300-400 აშშ დოლარამდე (საბაზრო ფასამდე).

პროდუქციის სარეალიზაციო ფასები კი პირიქით, საბაზრო ფასებთან შედარებით ხელოვნურად ნაკლები ფიქსირდებოდა. სილიკომანგანუმი ნაცვლად საბაზრო ღირებულებისა 1600-2500 აშშ დოლ., იყიდებოდა 1100-1700 აშშ დოლარად.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო-ტექნიკური მაჩვენებლების შედარებითი ანალიზით 2004-2008 წლებში იკვეთება, რომ:
– ელექტრული ენერგიის ხვედრითი ხარჯი ტონა წარმოებულ პროდუქციაზე გაზრდილია 30%-ით,
– აღმდგენელი კოქსის ხარჯი გაზრდილია 50%-ით,
– ჭიათურის II ხარისხის კონცენტრატი ჩანაცვლებილია ბევრად დაბალხარისხიანი (III-IVხარისხის ტოლფასი) განის კარბონატული მადნით,
– მანგანუმის სასარგებლო ამოკრეფა 80%-დან შემცირებულია 70-68%-მდე;
– მანგანუმის დანაკარგი 6%-დან გაზრდილია 25%-მდე, რაც პრაქტიკულად შეუძლე¬ბელია და წარმოადგენს განსაკუთრებული შესწავლის საგანს, რითაც სავარაუდოდ დამალული იქნა წარმოებული პროდუქცია და მისგან მიღებული შემოსავალი.

გასული პერიოდის განმავლობაში ყოველივე ზემოაღნუშნული მაქინაციებით სახელ¬მწიფო-საგან დამალული იქნა მრავალი ათეული მილიონი დოლარის შემოსავალი.

წარმოებაში ეკოლოგიური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა, მოხშირდა ახალ-შობილთა სიკვდილიანობის ფაქტები, გაიზარდა ონკოლოგიურ ავადმყოფთა მაჩნვე¬ნებელი. ადგილობრივი ოფიციალური სამედიცინო სტატისტიკით ზესტაფონში საშუალოდ ყოველ მესამე დღეს ერთი ონკოლოგიური ავადმყოფი იღუპება. აღნიშნულ ფაქტებზე 10000 კაციანი ხელმოწერილი დოკუმენტი შეტანილი იქნა საქართველოს მთავრობის აპარატში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად ჩატარებული იქნა რეიდები. ბოლოს კი ქარხნის მენეჯმენტი დაჯარიმებული იქნა ნახევარ მილიონამდე ლარით და საკითხიც ამით ამოიწურა.

სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გეგმიური შემოწმებით, მხოლოდ 2007 წლის მონაცემებით, შპს-ს დაერიცხა 17 მლნ ლარამდე საჯარიმო გადასახადი. საწარმოო-ტექნიკური ექსპერტიზა დარღვევის მინიმუმ ათჯერ გაზრდილ მასშტაბს გამოავლენს.

მიმდინარე (2009) წლის აგვისტოში ზესტაფონის რაიონში გამოვლენილი იქნა ქარხნული სილიკომანგანუმის ფარული რეალიზაციის არაერთი შემთხვევა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული იქნა 22 ადამიანი, მოხსნილი იქნა ადგილობრივი პოლიციის უფროსი, ყალბი ანგარიშფაქტურების გამოვლენის გამო ასევე დაკავებული იქნა საგადასახადოს უფროსი. დაკითხული იქნენ “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელ მუშაკები, მხოლოდ ჯერ-ჯერობით არც ერთი მათგანი, როგორც მაჩვენებლების ხელოვნური გამყალბებლები, არ მისცემია პასუხისგებაში. რაც შეეხება დირექტორს, გულის ავადმყოფობის მოტივით, საკუთარივე განცხადებით იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდე¬ბო¬ბიდან.

რამოდენიმე დღის წინ აღურიცხავი პროდუქციის რეალიზაციის საქმეზე კვლავ იქნა დაკა-ვებული ქარხანასთან დაკავშირებული რამოდენიმე პიროვნება. ერთ-ერთმა მათგანმა, შეიძლება ითქვას მთავარმა, თავს რეანიმაციიდან გაქცევით უშველა.

აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ გარემოებას, რომ თითქმის ათი წელია, რაც აშშ-ს და ახლა უკვე ევროკავშირის მიერ მსოფლიო საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინული ფეროშენადნობების მიმართ ოფიციალურად არის დაწესებული ანდიდემპინგური სანქციები. უკრაინული ფეროშენადნები მათ საზღვრებზე იბეგრება 163%-ით. აღნიშნულმა მანგანუმის ბიზნესში მსოფლიო მონოპოლიისაკენ მსწრაფი უკრაინული “პრივატ გრუპისაგან” თავის დაცვის ერთადერთ ქმედით ბერკეტად იმუშავა. თუმცა რიგმა სახელმწიფოებმა (ავსტრალია, განა, საქართველო და თვით აშშ-ც კი) ამ დაჯგუფებას ხელში ჩაუგდო მანგანუმის მომპოვებელი და გადამამუშავებელი მსხვილი ობიექტები. შექმნილი კოოპერირების ეშმაკური გამოყენების გზით, ამ ქვეყნების საწარმოო სიმძლავრეების შემცირებით და მათი არარენტაბელურად გადაქცევის გზით, მათივე სავაჭრო ლიმიტების გამოყენებით მაინც ახერხებს დაწესებულ შეზღუდვებზე გვერდის ავლას და საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინული ფეროშენანდობების მიწოდებას.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას მისი ამჟამინდელი უკრაინული მენეჯმენტი აცოცხლებს მანამ, სანამ მის წინააღმდეგ იარსებებს ზემოაღნიშნული საერთაშორისო ანტიდემპინგური სანქციები. თუ ასე გაგრძელდა და ასეთმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა შეაღწიეს სახელმწიფოთა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში, შესაძლებელია ეს შეზღუდვები მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი მადნისა და ფეროშენადნობების წარმოებას დღევანდელი მართველობის პირობებში უცილობელი გაკოტრება ელოდება.

მოყვანილი მონაცემები აშკარად მიგვანიშნებს საქართველოში მანგანუმთან დაკავშირებულ საკითხებთან სახელმწიფოებრივი მიდგომის აუცილებლობაზე. სამწუხაროდ დღეს შექმნილი მდგომარეობა საწინააღმდეგოზე მეტყველებს და სასწრაფო გამოსწორებას მოითხოვს. ძნელია გამოსავალი გზის მოძებნა, ვინაიდან უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ამ საწარმოებში განვითარებულმა მოვლენებმა მხოლოდ უარყოფითი და უიმედო განწყობები შექმნა ადამიანებში. თუკი გადავხედავთ ამ დარგის განვითარების ისტორიას, მსგავსი მაგალითები ბევრია… ის, რაც ეხლა ხდება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასთან დაკავშირებით, თითქმის პირდაპირი განმეორებაა 85 წლის წინ ამერიკული ფირმის “ჰარიმანი და კომპანიასთან” დაკავშირებული მოვლენების. ორივე შემთხვევაში საქნმე გვაქვს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნედლეულისა და ობიექტების მიმართ სახელმწიფოებრივი ინტერესების იგნორირებასთან. ისე, როგორც 85 წლის წინად დაარსებული სააქციო საზოგადოება “საქართველოს მანგანუმის” ერთ-ერთი მთავარი დირექტორი, ლონდონის ფირმის დირექტორი დიუპრე დარსებიდანვე ცდილობდა შეეფერხებიდა საქართველოს მანგანუმის მადნის მრეწველობის გან¬ვითარება, როგორც მისი ინდოეთის მანგანუმის მადნის მსხვილი მწარმოებლის ერთ-ერთი და ყველაზე ძლიერი კონკურენტი. დღეს ასეთივე სიტუაციაა ქართული საექსპორტო ფეროშენად-ნობების წარმოებასთან დაკავშირებით. ქართული მანგანუმის მრეწველობას ამჯერადაც ერთ-ერთი უმსხვილესი და მონოპოლიისაკენ მსწრაფი კომპანია საქართველოში დაარსებული შპს “ჯორჯიან მანგანეზით” ებრძვის.

სამწუხაროდ საუკუნის გასვლის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს დიდი ილიას სიტყვები:
“ბუნებას სიმდიდრე მოუცია, _ რაღა გინდათ? აიღეთ და ისარგებლეთ, მოიხმარეთ ღვთი-საგან მოცემული სიკეთე! ჯერ საქმე ისე მოაწყეთ, რომ ეს წყარო სიმდიდრისა, რაც შეიძლება მეტს ხალხს გასწვდეს, მეტ ხალხს მიედინოს”… “ყველას მარტო იმის მადა გაჰღვიძებია, სხვას დავაკლოო და მარტო ამ გზით მე შევიმატოო, ყველა სცდილობს, რაც შეიძლება დიდი ნაჭე¬რი თვითონ მოითალოს, დიდი ლუკმა ხელთ იგდოს და სხვა ცარიელზედ დასვას, გამოსწი¬როს, გზა დაუხლართოს მეზობელს, არავის მიუდგეს და თავისტავად მარტო იმუშაოს, ერთი სიტყვით შურს, მტრობას, წვრილმანობას შავი ქვის საქმე დღეს იქამდდე მიუყვანია, რომ ლამის შავმა ქვამ მართლა შავი ქვა და “ნაცარი ცხელი”-ღა მოუტანოს თვით მწარმოე¬ბელ¬საც, მადნის პატრონსაც და მუშასაცა ლამის ეს ღვთისაგან მინიჭებული სიმდიდრე და სიკეთე ჭირად და უბედურობად გადაიქცეს ჩვენის საკუთარის ავზნეობითა და ავგულობითა”, აღნიშნავდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდა ილია მართალი გაზეთში “ივერია”, 1886 წ., #223.

შემდეგ? რა იქნება ჩვენი საზრუნავი? მკვდრის გაცოცხლება? ნუთუ ქვეყნის სასიცოცხლო არტერიების ხვალინდელი ბედით არავინ უნდა დაინტერესდეს? ნუთუ სათანადო რეაქციას არ იმსახურებს ეს საკითხი?!

ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა” (,,თეთრები”)
22 იანვარი, 2010 წელი

შენიშვნა: 22 იანვარს ,,მხილების მუზეუმის~ პრეზენტაციაზე გაკეთდა განცხადება, რომ ყოველ პარასკევს პრესკონფერენციის სახით ,,თეთრები” წარმოადგენენ ხელისუფლების მამხილებელ მასალებს. Aამ პროექტის პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ პირველ მამხილებელ მასალად, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში, 29 იანვარს წარედგინებოდა მედიას “ჭიათურ-მანგანუმზე” და “ფერო-შენადნობთან” დაკავშირებით იქნებოდა.
29 იანვარს როდესაც ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მედიას გააცნო მამხილებელი მასალები “ჭიათურ-მანგანუმზე” და “ფერო-შენადნობთან” დაკავშირებით, იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა ზესტაფონში და შეხვდა “ფერო-შენადნობის” მუშებს…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *