ეს დაპირისპირების გზაა და ეს ხელისუფლების არჩევანია!

ვწუხვარ,რომ ამას ამბობს დეპუტატი, მით უფრო,რომ უამრავ ადამიანს გვაყენებს შეურაცყოფას. გამოდის, რომ ჩვენ ვაწვდით არასწირ ინფორმაციას და ხალხი მოტყუებით შეიკრიბა 28 თებერვალს ქუთაისში…

მივმართავ პარლამენტს, მთავრობას, გამოაქვეყნეთ დღემდე ხალხისთვის დამალული პრემიერის 2019 წლის 21 ნოემბრის დადგენილება,თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და გარწმუნებთ,
მთელი საქართველო დადგება ფეხზე.

ვიწვევ ნებისმიერ დეპუტატს, ამ განცხადების ავტორს, მთავრობის ნებისმიერ წევრს სატელევიზიო დებატებში.ხალხი მაშინ გააცნობიერებს რა ანტიქართული დოკუნენტებია მიღებული!

პირდაპირ ვამბობ,ყოველგვარი განხილვა,თუნდაც პირდაპირ ეთერში,სამთავრობო დოკუმენტების პრესაში გამოქვეყნებისა და განსხვავებული აზრის წარმომადგენელთა სხდომის მუშაობაში მონაწილეობის გარეშე, ხალხის მოტყუებაა და მეტი არაფერი…
ეს დაპირისპირების გზაა და იგი ხელისუფლების არჩევანია,რადგან ხეობის წარმომადგენლებიც, მეცნიერთა კონგრესიც ,თითქმის ერთი წელია,ვითხოვთ ამ პროცესის სრულ გამჭირვალობას და თანამშრომლობის გზით,ხალხთან დათათბირებით და პროფესიონალთა რჩევებზე დაყრდნიბით,ქვეყნის სასარგებლოდ მის გადაწყვეტას!

იხ.: ზ. ლომინაძე”არაინფორმირებულობაა მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა ნამახვანჰესს აპროტესტებს”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *