თამაზ ჭეიშვილი: აირჩიეთ პრეზიდენტად შაშიაშვილი,მოითხოვეთ!

ცნობილი პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
“არც დეპუტატობას ვაპირებ და არც სხვა რამეს ,,მომხვეჭელურს! აირჩიეთ პრეზიდენტად შაშიაშვილი,მოითხოვეთ! დამიჯერეთ,ამოვისუნთქავთ! ეს კაცი არის უმაღლესი მორალის და სიწმინდის ეტალონი! მერე რა რომ კომუნისტების დროს ,,ნომენკლატურული მუშაკი,, იყო! შარტავა ცეკას,,ზავორგი,, და ,,ბეზ პიტი მინუტ,, ცეკას მდივანი გახლდათ,მაგრამ კაცმა რამხელა გმირობა ჩაიდინა, პატრიოტიზმის,,მასტერ კლასი,, გვიჩვენა! ნათელი მის ხსოვნას! შარტავა,კომუნისტი,კომკავშირის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი,პარტიის ცეკას საორგანიზაციო განყოფილების გამგე ეროვნულ გმირად გამოაცხადეს!
,,გვიმალავენ,, შაშიაშვილს! ოპოზიციონერებიც და ხელისუფლებაც გვიმალავს!ასეთი უზადო მორალის და პოტენციალის ადამიანს გვიმალავენ! სალომეზე საერთოდ არ არის საუბარი! ეგ ქალი გინდ ყოფილა გინდ არა,,მარიონეტკაა,,!,,პოლიტისტებლიშმენტს,, არ აწყობს შაშიაშვილისთანა სუფთა პატრიოტები!არა და არიან ასეთები,არიან! ბატონი თემურ შაშიაშვილი ყოველთვის ებრძოდა მექრთამეებს რა თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო!ებრძოდა ნაძირალებს, მარცხენა შემოსავლის მოყვარულთ,,
გეკიხებით, რაში აწყობთ ასეთი კაცი?სამაგიეროდ ჩვენ გვჭირდება,ჩვენ შვილებს,მათ შვილებს,საქართველოს მომავალს ჭირდება!”
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *