ბონდო ჯიქია: ტკივილი და სიამაყე !

დიდი ტკივილია მისი ამ ქვეყნიდან გასვლა და წარმოუდგენელად საამაყო ცხოვრების გზა,რომელიც მან განვლო!
ამბობენ,კაცი ის არის,ვინც სიკვდილსმდე არ მომკვდარაო.. ბონდო ჯიქია იყო ასეთი!
წმიდა მამების ნააზრევი მეცნიერებამ განამტკიცა და დღეს დადასტურებულად ითვლება,რომ ადამიანი ორჯერ იბადება-
პირველად,როცა ამ ქვეყანას მოევლინება და მეორედ,როცა გარდაიცვლება! თუ პირვეულს ღირსეულად გაივლი, შენი ამ ქვეყნიდან გასვლით,მარადიულ სამყაროში იბადები!
ვიხსენებ ღვთაებრივ სიტყვებს იობის სახარებიდან: ალალი,წრფელი ღვთის მოშიში,ბოროტებას გარიდებული !
ასეთი იყო და ასეთად დარჩება მოაზროვნე ადამიანებში ბონდო ჯიქია…მას ცხოვრება და მოღვაწეობა მოუწია ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში,როცა ძნელზე ძნელი იყო კაცად დარჩენა.. ბონდო ჯიქიამ ეს შეძლო,მამულიშვილის ცხოვრებით იცხოვრა !
ქვეყნისთვის საბედისწერო დღეებში არაერთხელ დადგა მომენტი,როცა ძმა ძმას რომ დაელაპარაკება ისე უნდა გვესაუბრა ერთმანეთთან …სწორედ ასე გახდა შესაძლებელი ჩაგვეშალა სამეგრელოსა და იმერეთის დაპირისპირების მზაკვრული
გეგმები,მეტიც სწორედ იმერეთმა და სამეგრელომ რანდენჯერმე ააცილეს ქვეყანას ახალი ბაზალეთი !
ბრძენი კაცი იყო ბრძენი ,ბონდო ჯიქია ! სიბრძნით და სიყვარულით ემსახურა სამშობლოს,მშობლიურ კუთხეს – სამეგრელოს,ზუგდიდს-სიცოცხლეზე მეტად რომ უყვარდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე!
მეტყოდა,იმერეთი ჩვენ-მეგრელებმა შევარქვით იმერეთსო! “მერეთი” მეგრულად სასწაულს ნიშბავსო და წინ ასო “ი” იმის
მანიშნებელია,რომ იქეთ სასწაულიაო…ეს ხაზგასმა იმერეთსა და ქყთაისში სამეგრელოს დღეების დახურვისასაც გააკეთე ქყთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში .. ახლავ თვალწინ მიდგას შენი ბედნიერებით სავსე სახე ამ დღეების და იმერეთში სამეგრელოსადმი გამოხატული სიყვარულის გამო.
ჩვენ ნათელ-მირონობაც გვაკავშირებს . ბატონი ბონდო ჩემი ბიჭის,გიორგის ნათლიაა…მახსოვს,მითხარი ბიჭს ნათლავ და მე ნათლია არ ვარო?
სიმდაბლით ამაღლებული ჯაცი იყავი,ჩემო ბონდო!შენ თავზე წისქვილის ქვაც კი დატრიალდა ,მაგრამ არ გაბოროტდი,კაცად
დარჩი,სიყვარულით იმარჯვებდი ბორიტსა და ბოროტებაზე!
მადლობა ძმობისთვის,უღალატობისთვის, ომახიანი შემოძახილებისთვის!
ამ წერილს მამა-პაპისეულ სახლში ვწერ. იმ ოთახში შენრომ დაიჩოქე და მითხარი”დაჩოქილი გეხვეწები შეცვალე გადაწყვეტილებაო! თანამდებობოდან ვიყავი გადამდგარი,ვერავინ ვერ შენაცვლევინა გადაწყვეტილება…ეს შენ შეძელი,ჩემო ბონდო, გულწრფელობით , შენი დახვეწილი ტაქტით,
.სწირედ ამიტომ ხარ დიდი ტკივილი…!
სწორედ ამიტომ ხარ საამაყო კაცი…!
დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება შენნაირი კაცები!
შენი ძმა და მეგობარი
თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *