დაუჯრებელი სინამდვილე

მიმართვის ტექსტი, რომელიც მიღებულ იქნა მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ ნგრევისადმი მიძღვნილი წიგნის „დაუჯერებელი სინამდვილე“ წარდგენასთან დაკავშირებულ შეკრებაზე.

memor.ქართველთა სულებში გუგუნს იწყებს ქუთაისში აფეთქებული მემორიალის შვიდი ზარი, რამეთუ როგორც პოეტი ბრძანებს… იჟრუანტელეს გელათის ზართა, სული გამწარდა…

ბატონებო და ქალბატონებო, ქართველებს სიცოცხლე გაუმწარეს, სრულიად საქართველოს სული გაუმწარეს, და არა მხოლოდ ქართველებს და საქართველოს შეიბილწა ის, რითაც ადამიანი განსხვავდება სხვა სულიერისაგან, შეიბილწა რწმენა, რწმენა ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისა, რამეთუ ააფეთქეს მამაღმერთის სახება;

შეურაცხოფილ იქნა ის, რაც სიმბოლოა მარადიული სიცოცხლისა უკვდავებისა. შეურაცხოფილ იქნა დედა, რომლის მუხლებზე დაცემული, დაღუპული შვილების ღვთისათვის შემავერდებელი ქანდაკი აღგავეს პირისაგან მიწისა; იავარქმნილ იქნა ხსოვნა ბოროტებასთან მებრძოლ ათეულ მილიონობით დაღუპულისა, რომელთა ტანჯული სხეულები გარს ეკრა ყოველთა ადამიანთა დედის ფიგურას; დანგრეულ იქნა კაცობრიობის მომავლის იმედი, რამეთუ ცეცხლოვან ხმალაღმართული მზეჭაბუკი გახლდათ სიმბოლო ერთა თანამეგობრობის ხვალინდელი დღისა. ეს იყო წარსულის ფასეულობების და მომავლის ღირებულებების განადგურება. ძეგლად ქცეული ქართლი სული ააფეთქა ქართულმა ვანდალიზმმა. ამგვარად მხოლოდ ცხრამთაგადმოვლილნი თუ იქცევიან და ისიც ბარბაროსთა მოდგმისანი.

ეს ჩაიდინა ხელისუფლებამ, რომელსაც თავად არ აქვს წარსული და მომავალი და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ეს ჩაიდინა მეთავისე ხელისუფლებამ, რომელსაც ეზიზღება ყველა სხვა, ანუ, ვინც მათთან ერთად არ არის.

ეს ჩაიდინა ხელისუფლებამ, რომლის გამოისობით დღეს საქართველოში სრულიად უადგილოა კითხვა – როგორ შეიძლება? საქართველოში დღეს ყველაფერი შეიძლება. ხელისუფლებას კი თავს იმიტომ გაუვიდა, რომ არ ჩანს მოქმედება, არ ჩანს მოქალაქეობრივი პოზიცია, არ ჩანს შეუგუებლობა.

დიდი მწუხარებით და სიმწრით აღვნიშნავთ: ვერ ითბილისა დედა თბილისმა, ვერ იქუთაისა საამაყო ქუთაისმა, ვერ იგორა ჩვენმა გორმა, . ძალადობით, ქურდულად, ღამის საბურველს ამოფარებულებმა თბილისიდან გაიტანეს დიდი დავითის ქანდაკება. ბათუმში ხელყოფილ იქნა მეორე წმინდანის, ილია ჭავჭავაძის ქანდაკება. გორში ცნობილ პოტსტამენტზე დგამენ სრულიად გაუგებარ, ქართული სულის შეურაცხმყოფელ გაურკვეველ ანსამბლს. „ქართულ ბიბლიად“ და „ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად“ აღიარებული მემორიალის დანგრევა უნდა გახდეს ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი.

ამ განწყობით იყო საუბარი 2011 წლის 19 მაისს მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ ვანდალური განადგურებისადმი მიძღვნილი წიგნის, „დაუჯრებელი სინამდვილე“ წარდგენის დროს. რომლის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მიმართონ ქართველ ერს. აღინიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საპროტესტო მუხტის უკიდურესად გასამწვავებლად. გაუბედურებულ, შეურაცხყოფილ, შეშინებულ, დამზრალ, გალახულ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს მიწა, სარჩო-საბადებელი, სამსახური, საარსებო მინიმუმი და რაც მთავარია, ღირსება, სხვა აღარა დარჩენია რა, თუ არა მშვიდობიანი მანიფესტაციებით ქუჩაში განაგრძოს ბრძოლა.

განზე დგომა, მომლოდინეობა, დუმილი ღალატია საკუთარი თავის, საკუთარი შვილების და საზოგადოდ ერის წინაშე.

მარიამ ლორთქიფანიძე
ვაჟა ლორთქიფანიძე
ოთარ ჯაფარიძე
მერაბ ჯიბლაძე
ფერდინანდ ლორთქიფანიძე
თამაზ ლორთქიფანიძე
ნიკო ლომოური
ვალერიან ასათიანი
თეიმურაზ შაშიაშვილი
ელიზბარ ჯაველიძე
გია ბურჯანაძე
ზურა ლომიძე
გიგა ბათიაშვილი
თემო გოცაძე
გოგი წერეთელი
ზურაბ ხასია
საურმაგ ღამბაშიძე
მურმან ჭანიშვილი
ბაია ამაშუკელი
ჯანსურ ჩარკვიანი
თამარ ჩარკვიანი – გიგანი
მაკა ხატიაშვილი
მერი ხუციშვილი
ლევან კამკამიძე
გოგი ქავთარაძე
დიმა ჯაიანი
გიორგი ჟვანია
შოთა ჯიქია
ნიკოლოზ ამირეჯიბი
რევაზ შარაბიძე
ომარ ჟღენტი
ნინო ჟღენტი
გიორგი ვოლსკი
ნარგიზა ლომთაძე
ინგა კაპანაძე
სოსო რობაქიძე
ლევან ღვინჯილია
ნუგზარ დუჩიძე
სულხან ქემოკლიძე
რეზო სარალიძე
ედვარდ დავითაშვილი
გურამ ფირცხალავა
ვასილ კადანეცი
გია შენგელია
თამარ ყურაშვილი
დემურ ბაშალეიშვილი
ალიკა ლაბარტყავა
რობერტ კუდაშვილი
ქეთევან ხუციშვილი
ციური ჯალიაშვილი
ჯონდო ჯავახიშვილი
შოთა ჯიქია
დიტო ჩუბინიძე
ოლიკო ბარათაშვილი
გია სიხარულიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *