,თავისუფალი აზრის დარბაზი” (ივნისი, 2005წ)

,,თავისუფალი აზრის დარბაზი”
გამოშვება#5
ივნისი, 2005 წელი.

თემურ შაშიაშვილის გამოსვლა:

IMG_0729მაქვს დიდი სურვილი ამ დარბაზში ჩვენი ქვეყნის მეცნიერთა თუ სხვა მოღვაწეთა მიმართებაში იყოს პატივისცემითი დამოკიდებულება

განათლებასა და მეცნიერებაზე ბევრს არ ვისაუბრებ.რადგან აქტიურად ვიყავი ,,წინ საქართველოს~ იმ დოკუმენტის ჩამოყალიბებაში, რომელიც განათლებასა და მეცნიერებას ეხება.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთმანეთის შეხედულებების პატივისცემას, ანგარიში გავუწიოთMAმათ. თუმცა ჩემი დიდი სურვილია, ეს ტრიბუნა არ იქცეს საქვეყნო კაცების განქიქების ადგილად. მე დიდი პატივისცემა გამააჩნია ბევრი იმ პიროვნებისადმი, რომელიც აქ მწარედ გააკრიტკეს. უფლება არ მაქვს შევეხო მათ შეხედულებებს, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ვთქვა, რომ დღეს მრავალი პიროვნებაა ხელისუფლებაში, რომელთაც ე.წ. ,,საქვეყნო კაცები~ ჰქვიათ და მათ გაფრთხილება სჭირდებათ.

ჩვენ არც ის გვეპატიება, როდესაც 150 კაცის (სათავეში ჭაბუა ამირეჯიბი იდგა) ქალბატონ ანა კალანდაძისა და ბატონ გურამ დოჩანაშვილის და სხვათა მიმართებით სალანძღავი სიტყვები გაისმა და ხმა არ ამოვიღეთ. მთელი ქვეყანა ფეხზე არ დავდექით. მაქვს დიდი სურვილი, ამ დარბაზში ჩვენი ქვეყნის მეცნიერთა თუ სხვა მოღვაწეთა მიმართებაში იყოს პატივისცემა. ამას ვინ გაიზიარებს და ვინ არა, ეს არაა მთAვარი, მე ვურჩევ საკუთარ თავს, თემურ შაშიაშვილს – რომ ამ დარბაზიდან არ უნდა გავიდეს არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა ჩვენი ერის სასიქადულო მოღვაწეების მიმართ.

ამ დარბაზის დანიშნულებასა და მნიშვნელობაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, გაკეთდა რა მრავალი ძალიან დიდი და მძიმე საქმის ორგანიზაცია, თუნდაც მიწის საკითხთან დაკავშირებით, რასაც ვერანაირი მიტინგი ვერ შეცვლიდა. ჯერ მარტო მნიშვნელოვანი დოკუმენტების 20 ათასამდე ეგზემპლარის დაბეჭდვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება, განსაკუთრებით მინისტრების, მერების, გუბერნატორების, უნივერსიტეტებისა ინსტიტუტების ყველა პროფესორ მასწავლებლების, აკადემიკოსების მისამართით გაგზავნილმა მიმართვებმა შედეგი გამოიღო. ამის დასტურია პრეზიდენტის განცხადება, სადაც მხოლოდ ჩემი გვარი დაასახელა. მაგრამ ტრაგედია ისაა, რომ სხვა ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი თუ ვინმეს გვარს ახსენებს, იმ პიროვნებას მიწაში რომ იყოს, იპოვიან და აზრს ჰკითხავენ.

მეორე დღეს პრესკონფერენცია მოვიწვიე, სადაც არც ერთი ტელევიზია არ მოვიდა (ასეთი რამ არ მომხდარა) და ორმა ტელევიზიამ კი ბოდიში მოიხადა: ჩვენ შეგვეხმიანენ პრეზიდენტის კანცელარიიდან, ეს ისე თქვა პრეზიდენტმა და ამას ნუ გავამწვავებთო.

პრეზიდენტმა განაცხადა: ,,თემურ შაშიაშვილი ბევრს რომ საუბრობსო…~ ის ალბათ წინა დარბაზობას გულისხმობს, სადაც მე ვთქვი: ,,ყველგან იჯდა ერთი ინაური და ახლა ყველგან ზის ერთი მერაბიშვილი~. მართლაც აღმოჩნდა ერთი მერაბიშვილი, რომელმაც დეტალები მიუტანა იმ საუბრისა, რასაც მოყვა შემდგომ ასეთი რეაქცია. ჩვენ ასეთი მერაბიშვილებისა არ გვეშინია.

პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია თემურ შაშიაშვილსო. დარწმუნებული ვარ ამ ნათქვამზე, ვინც მართლა ჩემი მტერი იყო მაშინ, მასაც კი გაეცინება. ვინ რა გააკეთა, ამას მოსახლეობა უკეთესად შეაფასებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორჯერ ტანკები არ გამოვუშვი თბილისში და რომ არაფერი არ გამეკეთებინა, მარტო იმით ვიამაყებ, რომ პირველი ძეგლი – დავით აღმაშენებლის ძეგლი – დაიდგა ქუთაისში და გაიჭრა დავით აღმაშენებლის პროსპექტი. არ ვსაუბრობ გელათის აკადემიის აღდგენაზე და ა.შ.

გავა დრო, როცა შეფასდება და დაფასდება კიდეც ის, რაც ქუთაისში განათლების ხაზით გაკეთდა – უპირველესად რომ განათლების რეფორმა დ. უზნაძის პრინციპებზე დაყრდნობით, ევროპის გამოცდილებით და არა მაქინატორ სოროსის იდეებით წარიმართა. პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ერთი ლაარაკობს იმდენს, რამდენსაც მთელი მსოფლიოს ყველა პრეზიდენტი ერთად აღებული და მოგზაურობს იმდენს, რამდენსაც მსოფლიოს ყველა პრეზიდენტი ერთდროულად. ნებისმიერი პიროვნება, პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებიდან გააკეთებდა იმაზე სამჯერ მეტს, ვიდრე სააკაშვილმა გააკეთა. რაც მთავარია, ყოველგვარი დაპირისპირების, შანტაჟის, დაჭერების და განკულაკების გარეშე.

პირდაპირ ვამბობ, მე, როგორც ქალაქის მერმა ორ წელიწადში მოქკავშირის ხელის შეშლის პირობებში, ომისა და უბედურების დროს გავაკეთე იმაზე მეტი, ვიდრე მთელი ქვეყნის მასშტაბებით გააკეთა სააკაშვილმა.

ვიწვევ მას ქუთაისში, რომ დავარწმუნო ამაში, დებატებში – პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით, რომ დარწმუნდეს მთელი ქვეყანა.

მაგრამ უბედურებს ისაა, რომ პრეზიდენტი ტყუის და თანაც ამ თავისი ტყუილების სჯერა, როდესაც რიგით ადამიანი ტყუის, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ როცა პრეზიდენტი ტყუის, ეს უკვე ტრაგედიაა…

ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია ,,თავისუფალი აზრის დარბაზის” არსებობა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *