ჰეგელი: გონის ფილოსოფია

hegeli„აი რას ამბობდა ქართველების შესახებ დიდი გერმანელი მოაზროვნე:

ბუნებითი გონის ზოგადი პლანეტარული სიცოცხლე განკერძოვდება დედამიწის კონკრეტულ განსხვავებულობებად და იყოფა კერძო ბუნებით გონებად, რომლებიც თავიანთ მთლიანობაში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილთა ბუნებას გამოხატავენ და რასათა განსხვავებულობას შეადგენენ. ადამიანთა რასების განსხვავებულობა ჯერ კიდევ ბუნებითი განსხვავებულობაა, ანუ ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ ბუნებითს სულს ეხება, როგორც ასეთი, იგი დაკავშირებულია იმ მიწა-წყლის გეორგაფიულ განსხვავებულებებთან, რომლებზედაც ადამიანები დიდ მასებად იკრიბებიან. მიწა-წყლის ეს განსხვავებებია სწორედ ის, რასაც ქვეყნის ნაწილებს ვუწოდებთ. ინდივიდი-დედამიწის ამ დანაწევრებაში რაღაცა აუცილებელი ძევს. განვსაზღვროთ ამ განსხვავებულობებთან დაკავშირებული რასობრივი განსხვავებები ადამიანთა მოდგმებს შორის ფიზიკური და გონითი თვალსაზრისით.
პირველი თვალსაზრისით, ფიზიოლოგია ანსხვავებს კავკასიურს, ეთიოპიურსა და მონღოლურ რასას. ყველა ამ რასათა ფიზიკური ურთიერთგანსხვავებულობა უპირატესად თავს იჩენს თავის ქალისა და სახის აღნაგობაში. თვის ქალის აღნაგობა უნდა განისაზღვროს ერთი ჰორიზონტალური და ერთი ვერტიკალური ხაზით, რომელთაგან ერთი სმენის გარეგანი არხიდან ცხვირის ძირისაკენ მიდის, მეორე კი – შუბლის ძვლისდან ზედა ყბამდე. ამ ორი ხაზიდან შექმნილი კუთხით ცხოველის თავი განსხვავდება ადამიანის თავისაგან. ცხოველს ეს კუთხე ძალიან მახვილი აქვს.

მეორე, რასათა განსხვავებისათვის მნიშვნელოვანი განსაზღვრულობა ეხება ყვრიმალთა მეტ, ან ნაკლებ წინგამოწეულობას. განმსაზღვრელია შუბლის სიგანე და თაღოვანებაც. კავკასიურ რასას ეს კუთხე სავსებით, ან თითქმის მართი აქვს. განსაკუთრებით ითქმის ეს იტალიური, ქართული და ჩერქეზული ფიზიონომიის შესახებ. ამ რასას თავის ქალა ზემოთ მხარეს მომრგვალებული აქვს, შუბლი რბილად მოთაღული. ყვრიმალები უკანდაწეული, წინა კბილები ორივე ყბაზე – პერპენდიკულარული, კანის ფერი -თეთრი, ლოყები – წითელი, თმა გრძელი და რბილი.
მონღოლური რასის თავისებურება ვლინდება ყვრიმალების გამოშვერილობაში. ვიწროდ გაჭრილ, არამრგვალ თვალებში, ჩაჭყლეტილ ცხვირში, ყვითელ კანის ფერში, მოკლე აბურძგნულ თმაში.
ზანგებს კავკასიელებსა და მონღოლებზე ვიწრო თავის ქალები აქვთ, მათი შუბლები ამოთაღულია, მაგრამ კოპებიანი, ყბები წამოშვერილი, კბილები ირიბად დაყენებული. ქვედა ყბა მეტად წამოშვერილი, კანის ფერი მეტ-ნაკლებად შავი, თმა მატყლისებრი და შავი.

გონის მხრივ დასახელებული რასები ასეთნაირად განსხვავდებიან: ზანგები უნდა დავახასიათოთ, როგორც დაუინტერესებელი და თავის ინტერესს მოკლებული, გულუბრყვილობიდან ჯერ არ გამოსული ბავშვთა ერი. მათ ყიდიან და ისინი ამას უშვებენ ისე, რომ რეფლექსიას არ ახდენენ, სამართლიანია ეს თუ არა. მათი რელიგია რაღაც ბავშვური იერის მატარებელია. უფრო მაღალს, რასაც შეიგრძნობენ ხოლმე, მეხსიერებაში ვერ იჩერებენ – იგი მალე ისევ ქრება ხოლმე მათი თავიდან. მათ ძალუძთ ეს უმაღლესი პირველსავე ქვას დაუკავშირონ. ქვას ფეტიშად აქცევენ ხოლმე და შემდეგ წამსვე უკუაგდებენ ამ ფეტიშს, რაკი ვერ უშველათ.

მშვიდ მდგომარეობაში კეთილნი და უწყინარნი არიან, მაგრამ აგზნებისას, რაც უცბად ეუფლებათ, უსაშინლეს სისასტიკეს სჩადიან. ვერ ვიტყვით, რომ განათლების უნარი არ ჰქონდეთ, მათ არა მარტო დიდი მადლიერებით მიიღეს აქა-იქ ქრისტიანობა და დიდად სულშეძრულნი ლაპარაკობენ თავისუფლებაზე, რომელიც ქრისტიანობის წყალობით ეღირსათ გონის დამონების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, არამედ ჰაიტზე საკუთარი სახელმწიფოც კი შექმნეს ქრისტიანულ პრინციპებზე აგებული, მაგრამ ისინი არ ამჟღავნებენ სწრაფვას შინაგანი კულტურისადმი, მათ სამშობლოში უსაზიზღრესი დესპოტიზმი სუფევს. აქ ისინი ვერ ადიან ადამიანის პიროვნულობის გრძნობამდე. იქ, მათ სამშობლოში, მათი გონი, სავსებით მთვლემარეა, იგი ჩაძინებულია თვის თავში, არა აქვს წინსვლა და, ამგვარად, აფრიკის კომპაქტური განუსხვავებელი მასის შესატყვისია.

მონღოლები, პირიქით, გამოიყოფიან ამ ბავშვური გულუნრყვილობიდან, მათში ცხადდება, როგორც მათი დამახასიათებელი ნიშანი: მოუსვენარი, თუმცა მყარი შედეგის ვერმიმღწევი მიდრეკილება მოძრაობისადმი, რომელიც აიძულებთ კალიის უზარმაზარი გუნდებივით მოედონ სხვა ერებს. მაგრამ ეს მიდრეკილება მაინც მალე უთმობს ადგილს იმავე უფიქრებელ განურჩევლობას და ყრუ უძრაობას, რომელიც ამ აფეთქებას წინ უსწრებდა. ასევე გამოავლენენ მონღოლები ერთის მხრივ, ამაღლებულისა და უკიდეგანოს, მეორეს მხრივ, კი უწვრილმანესი პედანტიზმის მკვეთრ დაპირისპირებას. მათი რელიგია უკვე შეიცავს საყოველთაოს წარმოდგენას, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ, ვითარცა ღმერთს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იტანენ იმ წარმოდგენას, რომ ეს ღმერთი უხილავია.

აზიაში გონი, ერთის მხრივ, ბუნებას გამოეყოფა, მეორეს მხრივ კვლავ ბუნებითობაში ვარდება, რადგან, იგი ჯერ თავისთავში კი არ აღწევს ნამდვილობას, არამედ ჯერ მხოლოდ ბუნებითში. გონის ამ იგივეობაში ბუნებასთან ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია. აქ ადამიანი ჯერ ვერ მივა თავისი პიროვნების ცნობიერებამდე, მას ჯერ თავისი ინდივიდუალობის სახით, არა აქვს ხელთ რაღაც ღირებულება და რაღაც გამართლება – არც ინდოელებთან და არც ჩინელებთან. ეს უკანასკნელნი უყოყმანოდ მიუგდებენ ხოლმე შვილებს სხვას, ან სულაც ხოცავენ მათ.

კავკასიურ რასაშიღა აღწევს გონი აბსოლუტურ იგივეობას თავის თავთან. აქღა შედის გონი სრულყოფილ დაპირისპირებაში ბუნებითობასთან. თავისთავს იმეცნებს თავის აბსოლუტურ დამოკიდებულებაში, თავს აღწევს თავისთავის განსაზღვრას, თავისი თვითობის განვითარებას და მით მსოფლიო ისტორიას წარმოშობს.

მონღოლებს, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, თავის მახასიათებლად აქვთ გარეთკენ მისწრაფებული მოქმედება, წყალდიდობისას წყლის მოვარდნის მსგავსი, რომელმაც მხოლოდ გამანადგურებელი მოქმედება იცის და ვერაფერს აშენებს, რომელსაც მსოფლიო ისტორიისათვის არავითარი პროგრესი არ მოაქვს. ეს პროგრესი მხოლოდ კავკასიური რასის გზითღა იწყება.”ჰეგელი. გონის ფილოსოფია.“ (გვ. 61,62,63 პარაგრაფი 393)

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *