(timer.ge)თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ ჭაობად იქცა

 

sh1რაც დრო გადის, ბიძინა ივანიშვილის ყოველი გამოსვლა შეურაცხმყოფელი ხდება უამრავი ადამიანისათვის. –  ასე აფასებს  “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი  ივანიშვილის გამოსვლას “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეკრებაზე სპორტის სასახლეში.

   “პირდაპირ ვთქვათ, ქვეყნის, ხალხის და მთელი ერისათვის შეურაცხმყოფელია, როცა დანაპირებს არ ასრულებ და გაკეთებულით კმაყოფილი ხარ. მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებისაგან სულს ღაფავს,. მოსახლეობა სრულიად სხვას ელოდა, ბიძინა ივანიშვილის თვითკმაყოფილება აპოგეას აღწევს.” – განაცხადა შაშიაშვილმა.

“თეთრების” ლიდერი ასევე შეურაცხმყოფლად მიიჩნევს,  როცა  პრემიერის გარემოცვაში ჩნდება აზრი, რომ “ქართველი ერი ვალშია ბიძინა ივანიშვილთან”.

“ტრაგედიას იმაში ვხედავ რომ ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ ჭაობად იქცა  და ეს , სპორტის სასახლეში გამართულ შეკრებაზე ეს ყველაფერი რელიეფურად გამოჩნდა. ” არა მგონია 21 -ე საუკუნეში დასაშვები იყოს ასეთი გადიდკაცება, ასეთი თვითკმაყოფილება, ასეთი მენტორული ტონით საუბარი იმ ხალხთან, ვინც გენდო, ვინც აგამაღლა, იმედის თვალით გიყურებდა  და გიყურებს დღესაც.” – აღნიშნა შაშიაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა ამერიკული პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ შექმნილი ორგანიზაციების:  “თავისუფლების ინსტიტუტის” , “ენ დი აი”-ს და სოროსის ფონდის სათავეებთან მარგველაშვილი იდგა და სწორედ მარგველაშვილის გასაპრეზიდენტებლად ჩადეს  ამერიკის გარკვეულმა პოლიტიკურმა და ჯგუფებებმა ყველაზე დიდი ფული.

მისი თქმით, 21-ე საუკუნის საქართველოს არ აწყობს ერთ კაცზე ჩამოკიდებული სახელისუფლებო ვერტიკალი, მით უფრო, როცა ეს ერთი კაცი აცხადებს, რომ მიდის პოლიტიკიდან.

“როგორც ჩანს, საქართველოსა და ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა წინაა და ის “ქართულ ოცნებაში” იგეგმება: ის კაცი, რომლის ხათრითაც   ირჩევა და ინიშნება მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, ფორმალურად გადის ამ სახელისუფლებო ვერტიკალიდან და ხდება ქვეყნის რეალური მმართველი. ქვეყნის გადარჩენა არც “ქართულ ოცნებაშია” და არც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ერთობაში, ის ხალხშია და ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ერთი კაცის ხათრით არჩეული დეპუტატები, ერთი კაცის ხათრით დანიშნული მინისტრები და ერთი კაცის ხათრით დანიშნული პრეზიდენტი. “სახალხო კრება” არის ეროვნული განწყობის ძალა, რომელიც მიიჩნევს, ივანიშვილი სჭირდება ქვეყანას;  მაგრამ  თავისივე პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ ჭაობში ჩაითრია და ქვეყნის მომავლისათვის მის გადარჩენაა საჭირო და ეს გაცილებით მეტად შეუძლია იმ პიროვნებას, რომელიც მისი პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის; რომ ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლება ქვეყნის გარედან არ უნდა იმართებოდეს, საკუთარ ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არ ეუფროსებოდეს; რომ საქართველოს  პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც “თავისუფლების ინსტიტუტის”, არც “სოროსის ფონდის” და არც  “ენ დი აი-ს” დამფუძნებელი”,  – აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *