(ivote.ge)„თეთრების“ ლიდერი ნაცმოძრაობასა და ქართული ოცნებას შორის გარიგებაზე საუბრობს

 

779„როგორც როგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის და მისი პროტეჟე მარგველაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები. არაფერი ახალი, დაპირებები უხვი, სტილი ერთი და იგივე – ამერიკული, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი – რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ნაცებიც და მეოცნებეებიც, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ხმამაღლა აცხადებენ, რომ 20 წლით მოვდივართ ხელისუფლებაშიო. იმაზე მაინც გაგვცენ პასუხი, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში უცვლელად 20 წლით ერთ და იგივე პარტია, ან რომელი პარტია აანონსებს 20 წლით მოსვლას. ეს ხომ შეურაცხყოფაა ქვეყნისა და ხალხის“.„ისევე, როგორც შევარდნაძე ამბობდა, უბრალოდ კი არ უნდა ამირჩიოთ, არამედ დიდი პროცენტითო, იგივეს იმეორებდა სააკაშვილი და ზუსტად იგივე ტერმინოლოგიით მიმართავს ხალხს მარგველაშვილი“.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ამ ტიპის განცხადებების უკან რომ დიდი გაყალბება იგეგმება, და ეს ყველა წინა არჩევნებმა დაადასტურა. თემურ შაშიაშვილის აზრით გაყალბების გარეშე რომ მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია, რადგან ამას ხალხის განწყობა ადასტურებს.

„თეთრების“ ლიდერი ნაცმოძრაობასა და ქართული ოცნებას შორის გარიგებაზეც საუბრობს: „გარიგება მარტივია: „ნაცმოძრაობა“ ითხოვს არა პირველ, არამედ მეორე ადგილს და ამით გაყალბების სრულ თავისუფლებას აძლევს „ოცნებას“. ეს არის მზაკვრული გარიგება ხალხისა ზურგს უკან, ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შედეგი იქნება დასრულებული კოაბიტაცია, როგორც ეს ამერიკელ პოლიტიკოსებს უნდათ, ხელისუფლებაში ორი პოლიტიკური ძალით – „ქართული ოცნებითა“ და „ნაციონალური მოძრაობით“… ამ გარიგების შედეგი იქნება დაქცეული საქართველო – ამერიკის პოლიტიკური ჯგუფების (თუ სექტების არა) მსახური პარლამენტითა და საერთოდ ხელისუფლებით. სიტყვა ხალხზეა, მხოლოდ ხალხს შეუძლია ჩაშალოს მის ზურგს უკან გაკეთებული მზაკვრული გარიგება. მჯერა, ასეც მოხდება., – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *