ვინ დაიჯერებს?!

tem.1ვინ დაიჯერებს, რომ მარგველაშვილის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია – დაღუპულა ქვეყანა, თუ ქვეყნის დამანგრეველი იდეოლოგიის ინსტიტუტების: „სოროსის ფონდის“, „თავისუფლების ინსტიტუტის“ და ენ-დი-აი-ს შექმნის სათავეებთან მდგომ და დღესაც მათ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს ასე უჭერს ხალხი მხარს. მინდა ვიფიქრო, მარგველაშვილის ასეთი მაღალი შეფასებით არ გამინაწყენდებიან მისი მეგობრები: ლევან რამიშვილი, თემურ იაკობაშვილი, გიგა ბოკერია, გია ნოდია, თეა თუთბერიძე, ნიკა რურუა, გოკა გაბაშვილი და სხვები.

ნუთუ მართლა ვინმეს სჯერა, რომ მარგველაშვილი წარმატებული მინისტრი იყო, მითუმეტეს წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველო დემოკრატიის გზით მიდის, რომ ევროპულ ფასეულობებს ნერაგვს პრემიერი, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – საკრებულოს რიგითი წევრით დაწყებული, გამგებლით, მერით, დეპუტატით, მინისტრით გაგრძელებული და პრეზიდენტით დამთავრებული – ერთი კაცის ხათრით უნდა შეირჩეს.

თემურ შაშიაშვილი
17.10.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *