(geotimes.ge)შაშიაშვილი: “ვინ დაიჯერებს, რომ მარგველაშვილის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია”

198941_137527276315997_2345779_nროგორც პოლიტიკურ შანტაჟს ისე აფასებს „თეთრების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„სხვა შეფასება ვერ მიეცემა იმპერატიულ მოთხოვნას ბატონ მარგველაშვილის გამარჯვებისა. ეს უკვე შანტაჟის გზაა,რაც შეურაცხმყოფელია საქართველოსათვის, საქართველოს მოსახლეობისათვის, ქართული აზროვნებისათვის.

„ვინ დაიჯერებს, რომ მარგველაშვილის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია – დაღუპულა ქვეყანა, თუ ქვეყნის დამანგრეველი იდეოლოგიის ინსტიტუტების: „სოროსის ფონდის”, „თავისუფლების ინსტიტუტის” და ენ-დი-აი-ს შექმნის სათავეებთან მდგომ და დღესაც მათ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს ასე უჭერს ხალხი მხარს.

ნუთუ მართლა ვინმეს სჯერა, რომ მარგველაშვილი წარმატებული მინისტრი იყო, მითუმეტეს წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველო დემოკრატიის გზით მიდის, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – საკრებულოს რიგითი წევრით დაწყებული, გამგებლით, მერით, დეპუტატით, მინისტრით გაგრძელებული და პრეზიდენტით დამთავრებული – ერთი კაცის ხათრით უნდა შეირჩეს, – აცხადებს თეთრების ლიდერი. მისი თქმით, რაც დრო გადის, ბიძინა ივანიშვილი მით მეტად სცილდება მის მიერვე დეკლარირებულ მიზნებს. მისი გუშინდელი პრესკონფერენცია ამის დასტური იყო.

„შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეთრების” პოზიციას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან, მით უფრო, დამნაშავე ნაცმოძრაობიდან” და უნდა დავიწყოთ დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული მიზნების გადარჩენაც იქნება!” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *