(news.ge) შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ჯანმრთელობის ცნობებს ითხოვს

9970shashiashvili1მოძრაობა „თეთრების“ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვენებას მოითხოვს.

როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, საუბარია არამხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არამედ იმაზე, თუ რამდენად ჯანსაღია მათი ცნობიერება. კერძოდ, „თეთრების“ ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატიგიორგი მარგველაშვილ “თავისუფლების ინსტიტუტის” სათავეებთან იდგა, „სოროსელების“ კანდიდატი კი არ შეიძლება იყოს ჯანსაღი, ქართული ცნობიერების, ადამიანი.

შაშიაშვილის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენელი წარმატებით ებრძვის საკუთარ თავს, როდესაც საზოგადოებისთვის საკუთარი არჩევანის თავზე მოხვევას ცდილობს. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის, რომ ივანიშვილს სურს სახელმწიფოს სათავეში მყოფი პირები მისი ხათრით აირჩიონ.

შაშიაშვილი პრემიერის შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ ივანიშვილი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და დაჰყვება მას.

მისი თქმით, ასეთი ქმედებით ივანიშვილი ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლებას ართმევს, რაც ევროპული ღირეულებებისა და დემოკრატიისგან შორსაა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *