(nesw.ge)შაშიაშვილი: მასონთა მიერ შემოგდებულმა კოჰაბიტაციამ გაიმარჯვა

198941_137527276315997_2345779_nგუშინ საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა,- ამის შესახებ პარტია “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა,- “ეს იყო გარედან შემოგდებული კოაბიტაციის გამარჯვება”.

„გაზაფხულზე ყველა დაინახავს, რომ 27 ოქტომბერს “ოცნება” დაიღუპა და მასონთა მიერ შემოგდებულმა კოჰაბიტაციამ გაიმარჯვა, დღეს ყველაზე გახარებული “თავისუფლების ინსტიტუტია”. უნიკალურია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული სიხარულით აჭარბებდა გამარჯვებულს, მძიმე ნიშანია.

დრო დაადასტურებს, რომ გუშინ საქართველო, ქართული განწყობა დამარცხდა. დამაფიქრებელია, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა 60 პროცენტზე მეტი არ მივიდა. ვფიქრობთ, ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის პროტესტი „ქართული ოცნებისა“ და „ნაცების“ მზაკვრული გარიგების გამო.

ჩვენთვის გაუგებარია, რა უხარია „ქართულ ოცნებას“. როცა ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა არ გაიზიარა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოწოდება არჩევნებზე მოსვლის თაობაზე, როცა ქვეყანამ მიიღო პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% უჭერს მხარს, როცა დამნაშავე პოლიტიკური ძალა მეორე ადგილზე გამოვიდა, როცა გარედან ზეწოლის და დანაშაულებრივი გარიგების გამო დამარცხდა ქართული განწყობის „სახალხო კრება“. როცა ანტიქართული განწყობის გარე ძალებმა შეძლეს, რომ მათ საქართველოში ჰყავთ მათი ინტერესების გამომხატველი მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო, მთავრობა.

დრო დაადასტურებს, რომ გუშინდელი არჩევნებით დასრულდა დიდი მასონური გამარჯვება საქართველოზე. გვინდა ვიფიქროთ, რომ სულ მოკლე პერიოდში ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ყველაფერ ამაში თვითონ დარწმუნდება და ეს იქნება დიდი გამარჯვების დასაწყისი.

მოვემზადოთ გაზაფხულზე საქართველოში მასონობაზე დიდი ქართული გამარჯვებისთვის!“ – ნათქვამია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *