(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: “მარგველაშვილის არჩევის გამო საქართველოს შერცხვება”

 

როგორ მოიხსენიებდა ახალი პრეზიდენტი ქართველებს 12 წლის წინ

temiriახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 10 დღეში ოფიციალურად შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. მან საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ის ხმები ხალხმა გიორგი მარგველაშვილს კი არა, ბიძინა ივანიშვილს მისცა.

ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ხალხი დააშანტაჟა, პირდაპირ განაცხადა, თუ მარგველაშვილს არ აირჩევთ, უფრო მალე წავალ პოლიტიკიდანო. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კი ბევრს არ სურდა და მისი ხათრით ერმა პირველივე ტურში მოაგებინა არჩევნები მარგველაშვილს.

როგორ გაართმევს თავს ივანიშვილის ხათრით არჩეული მარგველაშვილი თავის პრეზიდენტობას, ამას დრო გვიჩვენებს. ამ დღეებში კი ჯერაც ფიცდაუდებელმა მარგველაშვილმა ერის აღშფოთება გამოიწვია. სოციალური ქსელებით გავრცელდა ერთი სტატია, რომელიც მომავალმა პრეზიდებტმა 2001 წელს ჟურნალში “დრო მშვიდობისა” გამოაქვეყნა. ეს გახლავთ გიორგი მარგველაშვილის მცირე ფილოსოფიის ტრაქტატი: “ნიჩურტა, მე ქართველი ვარ”.

ერი, ორმელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ, ორმელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო”.

„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.

ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება – აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“;

„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“;

„რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: „არაუშავს“, „მაპატიე, რა“, „არ მინდოდა“ და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი…

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი „ჟილკობით“ იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს „ჟილკობა“ დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…“

„მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო „პამპულობის“ თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს,შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: „არა უშავს, თამაშია, რა…“

ამ ტრაქტატის გამო მარგველაშვილი ამ დღებში ბევრმა დაგმო. მათ შორის ისეთებმაც, არჩევნებზე ლამის ფარგლით რომ შემოხაზა მისი გვარი. პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ საშიაშვილი ახალი პრეზიდენტის მიმართ უარყოფითად  იყო განწყობილი. ამ ტრაქტატის წაკითხვის შემდეგ, კიდევ უფრო გაუმძაფრდა უარყოფითი განწყობა.

მისი აზრით, სხვისი ხათრით არჩეული პრეზიდენტი საქართველოს ხეირს არჩეული პრეზიდენტი საქართველოს ხეირს არ მოუტანს. შაშიაშვილი ოცნებობს იმ დროზე, როცა საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებზე უცნობ ადამიანებს აღარ აირჩევენ.

– ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში არ ირჩევენ ნაცნობს. ეს არის ქართული პარადოქსი, რომელიც ტრაგედიად გვიბრუნდება.ამერიკა ძლიერია იმის გამო, რომ იქ გამორიცხულია თანამდებობაზე, მით უფრო მაღალზე უცნობი აირჩიონ, აირჩიონ კაცი, რომელსაც 20 წელი მაინც არ აკვირდებიან.დამოუკიდებელ საქართველოში მუდმივად ვირჩევთ უცნობს, უფრო მეტიც, ვირჩევთ სხვისი ხათრით (ზვიად გამოსახურდიას დიდი ავტორიტეტის გამო, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის ხათრით) და მერე მუდმივად გავიძახით „„არ ვიცოდი“… „რომ მცოდნოდა…“

არჩევნების წინ „თეთრები“ მუდმივად ერთ რამეს ვადასტურებდით: არჩევანში მაშინ ხარ თავისუფალი, როცა ყველაფერი იცი კანდიდატის შესახებ, როცა არ ხარ საინფორმაციო და მერკანტელური ინტერესების წნეხის ქვეშ. შენ შეკრებულობის მწვერვალზე ხარ. როგორც გენიოსები ამბობენ, გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანი უნდა იყოს შეკრებულობის მწვერვალზე, ანუ მას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და სრულად იყოს თავისუფალი.არ გაიზიარეს. ბატონი ბიძინას ხათრით არჩევის პრინციპმა აჯობა დემოკრატიის პრინციპებს. სამწუხაროა.

თემურ შაშიაშვილისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა ეს მასალები. რაც გიორგი მარგველაშვილზე ბოლო ხანებში იბეჭდება. “თეთრების” ლიდერი ეჭვობს, რომ კიდევ უარესებს გავიგებთ ახალ პრეზიდენტზე და ამ კაცის არჩევის გამო, შეგვრცხვება

– არჩევნების შემდგომ საინფორმაციო სივრცე გაივსო მაკომპრემენტირებელი მასალებით. უკვე გვიანაა. კიდევ უფრო უარესებს გავიგებთ და შეგვრცხვება, ვის მივეცით ხმა და ვინ ავირჩიეთ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე.

მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ არ შეიძლება ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც 1998 წელს ენ-დი-აი-ს სახელით და დაფინანსებით გამოსცემს წიგნს „როგორ ჩავატაროთ არჩევნები“, რომელიც პრაქტიკულად არის საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მოტყუების სახელმძღვანელო….
არ შეიძლება ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც 2001 წელს ქართველ ერზე ამას წერს: „ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო“;

ეს კაცი დღეს საქართველოს პრეზიდენტია.არ შეიძლება ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც 2001 წელს ქართველ ერზე ამას წერს:

„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება – აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“

ეს კაცი დღეს საქართველოს პრეზიდენტია.

მე მრცხვენია, რომ საქართველო, ყოველ შემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილი, სიხარულით შეხვდა იმ კაცის პრეზიდენტად არჩევას, რომელმაც ქართველ ერზე დაწერა:

„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“.

ყველამ ვიცით, რომ უცნობი არ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ ვირჩევთ ხათრით. სამწუხაროა.მაფიქრებს, რა არის ეს ხათრი ასეთი, რომელიც იმას გვაკეთებინებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არ ვარგა.ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ნიჭის და ზნეობის ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული და არა პიროვნების, მაგრამ ჩვენ 20 წელია პიროვნების ძალაუფლების ქვეყანაში ვცხოვრობთ. უარესი, იმ პიროვნებათა ძალაუფლების ქვეყანაში, რომლებიც ნიჭიერს და ძლიერს ვერ იტანენ, თუ მათი მსახურები არ არიან , – ამბობს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, ვიდრე ქვეყანაში ისეთ ხელისუფალს ვადიდკაცებთ, რომელსაც ქვეყნის ერთგულს საკუთარი ერთგული ურჩევნია, ვიდრე ამას ვიტანთ და ვეგუებით – საქმე წინ ვერ წავა.

შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *