(ნიუპოსტი) მარგველაშვილი ქართველ ერის შესახებ: „გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით“

giorgi marg2001 წელს ჟურნალმა „დრო მშვიდობისა“ გამოაქვეყნა გიორგი მარგველაშვილის მცირე ფილოსოფიური ტრაქტატი „,,ნიჩურტა, მე ქართველი ვარ”.

„ნიუპოსტი“ გთავაზობთ ამონარიდებს გიორგი მარგველაშვილის ტრაქტატიდან:
„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო“;

„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.

ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება – აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“;

„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“;

„რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: „არაუშავს“, „მაპატიე, რა“, „არ მინდოდა“ და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი…

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი „ჟილკობით“ იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს „ჟილკობა“ დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…“;
„მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო „პამპულობის“ თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს,შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: „არა უშავს, თამაშია, რა…“

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *