პარტია “თეთრები” გმობს ვოლგოგრადის ტერორისტულ აქტს

პარტია „თეთრები“ შეშფოთებას და მწუხარებას გამოხატავს ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

სამწუხაროა, რომ 21 საუკუნეში ტერორიზმმა გლობალური ხასიათი მიიღო. მან არ იცის არც საზღვრები, არც ნაციონალობა, ის შორდება პოლიტიკური ბრძოლას და როგორც წესი მისი მსხვერპლი ყოვლად უდანაშაულო ადამიანები არიან, ვისაც არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკასთან, ხელისუფლებებთან.

ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას რომლის ერთ-ერთი მახინჯი სახეა ტერორიზმი. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვისურვებდით, მსგავსი ტრაგედია მომავალში აღარ განმეორებულიყოს.

“თეთრების” პრეს-ცენტრი

30.12.2013წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *