ეს დიდი ქართული გამარჯვება იქნება

krebaსხვადასხვანაირად აფასებენ 26 მაისს ხალხი, პოლიტიკოსები, ექსპერტები.

პოლიტიკოსები აფასებენ ისე, როგორც თვითონ აწყობთ, საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის. გულწრფელად მწყდება გული მათ ასეთ საქციელზე – ვფიქრობ ეს ქართული არ არის, ქვეყანას არ წაადგება.

მძაფრნი არიან 26 მაისის შეფასებაში ექსპერტები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც არ იცნობენ არც კრების დოკუმენტებს, არც კრების ლოზუნგებს, არ მიზნებს, არც უცხოელ სერიოზულ პოლიტიკოსთა შეფასებებს, ანუ ისინი, რომლებმაც არაფერი იციან, მაგრამ ყველაფერს აფასებენ და იციან, რომ ამ შეფასებით ხელისუფლებას უნდა ასიამოვნონ. გულდასაწყვეტია. ვოცნებობ ისეთ ექსპერტებზე, ისეთ ექსპერტთა სიმრავლეზე, რომლებიც თავიანთ ექსპერტულ დასკვნებს მხოლოდ იმის შემდგომ გამოთქვამენ, როცა ფლობენ სრულ ინფორმაციას მოვლენის თუ ფაქტის თაობაზე.

მე იმ ხალხთან ერთად ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ 26 მაისმა თქვა მთავარი სათქმელი: ბრძოლის შეჩერება დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მე იმ ხალხთან ერთად ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ 26 მაისმა ამ ხელისუფლების პოლიტიკური სამარე გათხარა. მე ასე მჯერა. არავისთან ვკამათობ. მინდა ვირწმუნო, რომ დაიწყო დიდი პროცესი ამ ხელისუფლების პოლიტიკურ სამარეში ჩასვენებისათვის. მინდა ვირწმუნო, რომ არჩევნები საქართველოსათვის იქნება 21-ე საუკუნის დიდი პოლიტიკური დიდგორი და ამ უღირსი ხელისუფლების პოლიტიკურ სამარეში ღირსეულად ჩასვენების დღეც.

მინდა ვირწმუნო, რომ ერთხელ მაინც მოახერხებს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა მისი დამაქცეველი ხელისუფლების პოლიტიკურ სამარეში ჩასვენებას.

ეს დიდი ქართული გამარჯვება იქნება: აღარავინ მოიქცევა მომავალში ისე, რომ ხალხმა და ქვეყანამ მისი პოლიტიკურ სამარეში ჩასვენება გადაწყვიტოს.

მე ასე მჯერა.

ახალი პოლიტიკური ძალა „მოძრაობა თეთრები“
თემურ შაშიაშვილი
15 დეკემბერი, 2011 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *