(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “ოდნავაც არ მეპარება ეჭვი , რომ მარგველაშვილი ბიძინას კანდიდატურა არ გახლავთ!”

 

temuri“თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წინააღმდეგ ბრძოლა გამძაფრდება და ამ საშინელი კამპანიის ავანგარდში სააკაშვილის ნაცისტურ ხროვასთან ერთად “ქათული ოცნების” წევრებიც იქნებიან.

 – თქვენს მიერ არაერთგზის დაანონსებული პირველი ოქტომბერი ახლოვდება, როცა ხელისუფლებამ ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს.

– ურიგო არ იქნებოდა ხელისუფლებას 1 ოქტომბერს თავისი ორწლიანი მუშაობის ანგარიში  ჩაებარებინა და ეთქვა სიმართლე. სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა მხოლოდ მარგველაშვილი,  რომელმაც აღიარა, პლასტელინი ვარო! არადა ივანიშვილი მთელს საქართველოს ეხვეწებოდა, ეს კაცი აირჩიეთო. არ იცოდა ივანიშვილმა, რომ მარგველაშვილი ყოველივე ანტიქართულისა და ერის შემრყვნელი არასამთავრობოების სათავეებთან იდგა, სადაც დიდი ფული მდინარეებად მოედინებოდა? “სოროსის ფონდი”, თავისუფლების ინსტიტუტი, ენდიაი, ჯიპა… სუყველა ამ ორგაიზაციის სათავეებთან იდგა ეს კაცი.

 – ბატონო თემურ, ეს გასაგებია, მაგრამ ეროვნული ფასეულობებისა და ქართული ტრადიციების  მოყვარულმა ივანიშვილმა ასეთ კაცზე არჩევანი რატომ შეაჩერა?

– ივანიშვილმა კი არ შეაჩერა მარგველაშვილზე არჩევანი, ივანიშვილის მიმართ bidzina ivამერიკელების ნდობა არ იყო მაღალი და ბიძინა აიძულეს მარგველაშვილი და მისთანები გუნდში ჩაესვა! ივანიშვილი უდიდესი შეცდომა იყო, რომ მან პარტიები გააერთიანა და თავად არ შექმნა პოლიტიკური პარტია. მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მილიარდერის ქვეყნის სათავეში მოსვლა ქვეყნისათვის ცუდია, ახლა ბატონი ივანიშვილი მარგველაშვილს საყვედურობს, მთავრობას კონკურენციას უწევ და  ოპონენტად   სახავო! გაიხსენეთ. რას ამბობდა, როცა თვითონ იყო პრემიერ-მინისტრი  –  მე გადავდგები, სამოქალაქო სექტორში გადავალ და ხალხს დავეხმარები, რათა ხელისუფლება აკონტროლოსო! როგორი გადაწყვეტილება იყო , მაგრამ ბატონ ბიძინა ბიძინას თავად არ უნდა გაეხმიანებინა საკუთარი გეგმა.

 – როგორც სააკაშვილი ქმნიდა ხელოვნურად ოპზიციურ პარტიებს, მთელი ეს კინკლაობაც “ქართული ოცნების” შიგნით ხომ არ არის სპექტაკლი რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნაცები ერთხელ და სამუდამოდ “ჩაიცოცხონ”, ხოლო მათი ადგილი კოალიციიდან გამოსულმა “ოპოზიციურმა” პარტიებმა დაიკავონ .

– თქვენ ახლა ელაპარაკებით კაცს, რომელიც მიიჩნევს რომ ორი წლის წინ 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა “ნაციონალური მოძრაობა”!

აბა ივანიშვილს რა უნდა ექნა, არჩევნები არ უნდა მოეგო?

– რასაც ხალხს დაპირდა, არაფერი შეასრულა! ერთი წელი აპრეზიდენტა სააკაშვილი, იმპიჩმენტი არ მოუწყო, რადგან ის იყო დავალება. როგორც კი ბატონი ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, მე ვთქვი – თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, კარგია, ხოლო თუ ეს ქვეყნის გარეთ გადაწყდა, მაშინ ეს ეს უპირველესად საქართველოსთვის და ბიძინასთვისაც ცუდი იქნება მეთქი! დრომ დაადასტურა, რომ მე მართალი აღმოვჩნდი და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა საქართველოში არ გადაწყვეტილა

 – ამასწინათ მითხარით, ამ 16-17 წლის წინათ მე და ბადრი პატარკაციშვილი მანქანით ერთად ვმოგზაურობდით . ამ დროს ტელეფონმა დარეკა, ბადრი ვიღაცას ელაპარაკებოდა. ლაპარაკს რომ მორჩა, მითხრა – ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და იცოდე, რომ ეს კაცი მომავალში საქართველოს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებსო! დავიჯერო, ამ 17 წლის წინათ იყო გათვლილი ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანა?

burjanadze1 გაოცებული ვარ… აბა რა იყო?! ამერიკა იმიტომ არის უძლიერესი ქვეყანა, რომ ასე ამზადებენ ხალხს და თან ამზადებენ რამდენიმე კაცს. გაიხსენეთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში! პოლიტიკურ მინდორზე სათამაშოდ შემოუშვეს ირაკლი ალასანია, ხოლო მანამდე ოპოზიციაში წავიდა ნინო ბურჯანაძე. ამერიკა დარწმუნდა, რომ ნინო ბურჯანაძე მისთვის არ იყო სერიოზული საყრდენი… ამიტომ ბურჯანაძე გადასწიეს და გამოაჩინეს ალასანია. ვერც ალასანიამ გაუმართლათ,რადგან მან სააკაშვილის გაშვება ვერ შეძლო.

 – მაშინ რა გამოდის, ივანიშვილი პუტინს იმიტომ არ შეხვდა, რომ ეს ამერიკის მკაცრი მითითება იყო?

– რა თქმა უნდა! უკრაინის პრეზიდენტი – პოროშენკო ყოველდღე ურეკავს და ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომია და ხალხი იხოცება. საეთოდ იცით, რა არის, ღმერთმა მშვიდობა მისცეს და ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ბიძინა ივანიშვილის მომავალს ამ ქვეყანაში მუქ ფერებში ვხედავ, რადგან პოლიტიკური თამაში ივანიშვილმა წააგო.

 – რას გულისხმობთ? ვერ მიგიხვდით! 

– დიახ, წააგო,რადგან ბიძინა ივანიშვილის პარლამენტი მეტი თუ არა 90%-ით დაკომპლექტებულია ამერიკული პოლიტიკური წრეების მონებით! მეორე, ხელისუფლებაში მყოფი ბევრი პოლიტიკოსი არ არის ივანიშვილის შერჩეული და ოდნავ არ მეპარება ეჭვი, რომ მარგველაშვილი ბიძინას კანდიდატურა არ გახლავთ. დებილებად რომ არ გამოეცხადებინა მარგველაშვილს ქართველები, მაშინ ამერიკელები პრეზიდენტად არ დაგვისვამდნენ! აი, ამიტომ მოსწონთ! თქვენ როგორ გგონიათ,ვანო მერაბიშვილი იყო იმ წერილის ავტორი, როლიც “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნდა და რომლითაც შევარდნაძის ლანძღვა დაიწყეს მისივე თანაგუნდელებმა? ეს ხომ თავად ამერიკელების შეთხზული იყო და სხვისი არავის?! მერებიშვილი რისი მთქმელი იყო, ენა ებმოდა და თვალებში შემომციცინებდა კომიტეტის სხდომებზე, სიტყვას ხომ მათქმევინებენო! აი, ასეთ კაცს ალანძღინეს შევარდნაძე, რომელსაც”მოქალაქეთა კავშირში” ყოფნისას შევარდნაძის ჩრდილისაც კი ეშინოდა.

 – თქვენ უცვხოეთში ბრძანდებოდით, რას გეუბნებიან გავლენიანი ემიგრანტები?

– უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას გაურიგდა და შეთანხმებულად მოქმედებს – ხან ერთი იქნება ხელისუფლებაში, ხან – მეორე! ახლა ვიღაცეებს უკვირთ და ატეხილია ერთი ამბავი, ნაციონალებს აწინაურებენო! ეს არის დიდი გარიგებისა დაშეთანხმების შემადგენელი ნაწილი! სააკაშვილის დროს იმერეთის უშიშროება იყო ნარკომანების ბუდე. დღეს ეს ნარკომანები სულ თანამდებობებზე არიან და კაციშვილს არ აინტერესებს მათი წარსული თუ ცხოვრების წესი.

ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო შტაბის უფროსებად არ დანიშნა ხალხი, დღეს ისინი “ქართული ოცნების” გამგებლები არიან! თხუთმეტპარტიაგამოვლილი ხალხი როცა მოგწონს, რა უნდა ვთქვა, აღარ ვიცი! დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი საფიქრალია არა ქვეყნის ტერიტორიული  მთლიანობის აღგენა და ეკონომიკური აღორძინება, არამედ ის, რომ რომელიმე გუბერნატორი არ გაექცეთ ხელიდან და არ გადავიდეს ნაციონალების ბანაკში. დაიქცა ქვეყანა. ეხლა ისეთი სიტუაციაა, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალებს” ერთმანეთთან ბრძოლა აღარ აწყობთ, რადგან ოცნება მიიჩნევს, რომ ბრძოლის მთავარი მიმართულება უნდა იყოს პატრიარქი!

 – კი მაგრამ, “ქართულ ოცნებას” რაში აწყობს აუტკივარი თავის ატკივება და პატრიარქთან დატაკება?

– ქვეყნის გარედან მართვად პოლიტიკურ ძალებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ძალიან აღიზიანებთ! მათ პირდაპირ შეკვეთა აქვთ მიღბეული, რომ საქართველოში მართლმადიდებლობის ავტორიტეტი უნდა დამთავრდეს! ამას  ნაციონალური მოძრაობა ასრულებდა და ასრულებს “ფრიადზე” ხოლო “ქართული ოცნების”  ზოგიერთი წევრი ამ დავალებას ჯერჯერობით “ორიანზე” ან “სამიანზე” ასრულებს.

მე შეიძლება ბევრი დავკარგე, თავის დროზე ამერიკელების წინადადებას რომ არ დავთანხმდი, მაგრამ ასე ჯობდა, რადგან დამწვარა ყველა სკამი. თუ პატრიარქს, საქართველოსა და მართლმადიდებლობას უნდა ვაგინო!

ვინც ეს გააკეთა. ვინც სატანას შეეკრა, დღეს ყველანი თანამდებობებზე არიან! დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ტაში დაუკრეს კონვერგენციის თეორიას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს მომავალი არც კაპიტალიზმის, არც სპციალიზმი, მომავალი ამ ორი წყობის შერწყმაშია! ზვიად გამსახურდიამ ეს რომ თქვა, სამ თვეში დაამხეს!

თქვენ პატრიარქი და მის წინააღმდეგ ბრძოლა ახსენეთ… ეს ძალიან მტკივნეული თემაა, პატრიარქმა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს – მეჰმედ გორმეზს წინადადებით მიმართა რომ თურქეთში საქართველოს ეკლესიას მიენიჭოს სტატუსი, ხოლო ტაო კლარჯეთში მდებარე ქართულ მონასტრებში აღდგეს ქართული მღვდელმსახურეა! როგორ ფიქრობთ, თურქეთი ამას დათანხმდება?

– ძალიან მეეჭვება, ეს განხორციელდეს!

 – რატომ? თუ სომხები და ბერძნები ლოცულობენ თურქეთში თავიანთ ენაზე, მთელი თურქეთი ჩვენი ეკლესიებით არის მოფენილი და ქართულად რომ ვილოცოთ, არ შეიძლება?

– თქვენ გავიწყდებათ, რომ თურქეთის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ისტორიული მიწა-წყალია და ეს თითოეულმა თურქმა ძალიან კარგად იცის. ბერძნებისა და სომხების ლოცვა  თურქეთის სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის.

ხომ ნახეთ, თურქეთმა დისკრიმინაციული კანონი მიიღოდა 90 დღეზე მეტი ხნის დარჩენის უფლება აუკრძალა ყველას, ვინც არ მუშაობს სასტუმროებში, სასადილოში ან არ უვლის მოხუცს და ა.შ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩვენ ვინმემ მოგვაყენა? ანუ მხოლოდ იმ ქართველს შეუძლია 90 დღეზე მეტხანს დარჩენა, ვინც ფაქტობრივად, მონურ  შრომას ეწევა… 300-400 დოლარია ასეთი ქართველი მონების ხელფასი, რომლებიც დღე და ღამ ტირილსა და უბედურებაში არიან. ვინმემ  გააპროტესტა ეს “დისკრიმინაციული კანონი ” პარლამენტში? ცხადია, არავინ.  რადგან ჩვენს პარლამენტში ყველა ქვეყნის ლობია წარმოდგენილი გარდა ქართველი ხალხისა!

გამოკვლევა ჩავატარეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ – მოსახლეობის 90% ფიქრობს, რომ ნაცმოძრაობამ დანგრეული და დაქცეული ქვეყანა  დაგვიტოვა. ხოლო 80% ფიქრობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დანაპირების ნახევარიც არ შეასრულა! გამოვიდნენ და 1 ოქტომბერს საჯაროდ უთხრან ხალხს მწარე სიმართლე!

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *