საქართველოს წარსულიც და მომავალიც რწმენასა და სიყვარულზე დგას

 

ვიცით, ხიშტით შეხვდებიან ჩვენს პოზიციას პარტიების უმეტესობაშიც და
ხელისუფლებაშიც.  მავანნი იგნორირებას გაუკეთებენ, მავანნი კი – მტრად შეგვრაცხავენ. მაგრამ ისიც ვიცით და გვაიმედებს, რომ ბევრი გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, რამეთუ ჩვენში ეს განწყობა სწორედ ხალხიდან, მოაზროვნე ადამიანებიდან მოდის, ცხოვრებამ გვათქმევინა ის, რაც ვთქვით, ის უფრო მწარეა, ვიდრე ჩვენი ამის თქმა შევძელით.

კიდევ ერთი და განსაკუთრებული: ხელისუფლებებს ოპონენტები,  თუნდაც მწარე სიმართლის მთქმელები კი არა, მედროვეები, მეხოტბეები და   ტაშისდამკვრელებიღუპავენ,  ამას  მსოფლიო გამოცდილებაც და საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკური ისტორიაც ადასტურებს.

ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით პირდაპირ და გულწრფელად. დარჩეს იგი ამ წელში ნათქვამად. სიტყვა ხელისუფლებაზე და პოლიტიკურ პარტიებზეა. ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე.

რამდენიმე დღეში შობა- ახალი წელი დგება, ვულოცავთ სრულიად საქართველოს. ქართველობას მთელ მსოფლიოში, საქართველოს შვილებს და საქართველოს მეგობრებს, დედაეკლესიას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის იმედს – ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, მეცნიერებს, მასწავლებლობას… ვისურვებდით, რომ წყენა ამ წელში დარჩეს. საქართველოს წარსულიც და მომავალიც რწმენასა და სიყვარულზე დგას. ჩვენი გზაც ეს არის.

მოქმედების დროა!

სრულად დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *