(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი ქუთაისში “მაკდონალდსის” მშენებლობას ეხმიანება

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი,  პოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ცენტრში “მაკდონალდსის” მშენებლობისსაკითხს ეხმიანება.

“დაღუპულია ქვეყანა, როცა ეროვნული ცნობიერების ქალაქში, ცენტრში, რომელსაც ოფიციალურად “ქალაქ-მუზეუმი” ჰქვია, დავით აღმაშენებლის მოედანზე, იქ, სადაც 2001 წლის 8 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებული ტაძრის მშენებლობა აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, შენდება მაკდონალდსი…ანუ ეროვნული სულისა და პროდუქციის აღიარებული მტერი…

ცუდია, რომ ასეთ დროს ინტელიგენცია დუმს…“-აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

ქუთაისის ყოფილი მერი ამ საკითხთან დაკავშირებით  ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

http://newpress.ge/qutaisshi-centralur-moedanze-makdonaldsis-mshenebloba-daiwyo

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *