მანუჩარ კაჭახიძე: “თქვენ მეფეებსაც ახლდით და ბრბოშიც მრავლად იყავით, მაგრამ კაცად დარჩით – არ დაგვიწყებიათ ჩემი მამა… და მისი ობლები”

“მე არასოდეს მომცემია იმის საშუალება, რომ მადლობა მეთქვა თქვენთვის (თუნდაც პირად საუბრებში) იმ გვერდში დგომისათვის, ჩემდამი და ჩემი ოჯახისადმი რომ იჩენდით… მაშინ, როცა მე და ჩემი ძმები, უმამოდ დარჩენილები, შეიძლება ქუჩაში დავმდგარიყავით, გვერდში ამოგვიყენეთ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის საშუალება მოგვეცით… გაზეთის რედაქტორობისას კი ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს ფარულ, დასახმარებლად გამოწვდილ ხელს – ეს ოფისით დაკმაყოფილება იყო თუ “დახშული კარებების” გაღება.
ბევრს მაშინ არ მოწონდა ჩემი ზედმეტი ფამილარობა თქვენდამი…
ამერიკაში წამოსვლისას, როცა კი დარწმუნდით ჩემთვის ასე აჯობებდა, ხელიც შემიწყვეთ და გულთბილად დამემშვიდობეთ…
მაგრამ ყველაზე მეტად მე ის მახარებს – ახლა, ამერიკაშიც რომ მანებივრებთ თქვენი სატელეფონო ზარებით – არ დანებდე, ყურები არ ჩამოყაროო, – მაქედან რომ მაწყნარებდით ჩვენი ქვეყნის რთულ, პოლიტიკურ კატაკლიზმებისას.
“თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს მარადჟამს ხალხი” –
ეს რადიარდ კიპლინგის ცნობილი ლექსის ქართული თარგმანია. თქვენ მეფეებსაც ახლდით და ბრბოშიც მრავლად იყავით, მაგრამ კაცად დარჩით – არ დაგვიწყებიათ ჩემი მამა… და მისი ობლები.
ამისთვის ახლა გიხდით მადლობას.”
მანუჩარ კაჭახიძე
24 ივნისი, 2013 წელი
იხ. თემურ შაშიაშვილის მიმართვა ჟურნალ “მამულის” რედაქციას


