(euronews.ge)ქართველებს და ოსებს ერთმანეთზე უკეთესი ახლობლები არ გვყავს”

 

მეორე დღეა, თეიმურაზ შაშიაშვილი ვაჟიშვილთან, გიორგისთან ერთად ვლადიკავკაზში იმყოფება. ვიზიტის საფუძველი ოსებთან მისი ადამიანური ურთიერთობებიდან მოდის. თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს უკვე სტუმრობდა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლას, რომლის ფუნქციონირებაში მას, როგორც” ქართულ – ოსური მისიის” დამფუძნებელს, სერიოზული წვლილი მიუძღვის. ამ სკოლაში, მოგეხსენებათ, მისი უწმინდესობა – ჩვენი პატრიარქი სწავლობდა. თეიმურაზ შაშიაშვილმა, დღესვე, მოინახულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია, რომელიც ილია II-ის მშობლების ღვაწლით 1947 წ-ს აშენდა ვლადიკავკაზში. ამ ეკლესიამ 1938 წ-ს გაუქმებული წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მაგივრობა გასწია.

 

საღამოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიწვეულია ცნობილი მოჭიდავის ტადტაევის ოჯახში, რომელიც მსოფლიო დონის ტურნირებზე ქართული დროშით – საქართველოს სახელით გამოდის.

თეიმურაზ შაშიაშვილი ხშირად საუბრობს სახალხო დიპლომატიაზე, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკოსების მიერ გაფუჭებული ურთიერთობები, ადრე თუ გვიან, სწორედ სახალხო დიპლომატიის საშუალებით მოწესრიგდება. ოსეთში თეიმურაზ საშიაშვილმა გაიყოლა რეზო ამაშუკელის ცნობილი სულისშემძვრელი მიმართვა – ძმებო ოსებო” , რომელიც ოსური და ქართული მხარისთვის დღემდე თანაბრად ამაღელვებელია:

“ჩვენ – ისევ ხალხს, ისევ ქართველებს, ისევ აფხაზებს, ისევ ოსებს, ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც უყვარს საქართველო – შეგვიძლია ერთმანეთი გადავარჩინოთ, ეროვნებაც – ეროვნული თვითმყოფადობაც შევინარჩუნოთ და შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც კავკასიაში მშვიდობის დიდი საყრდენი იქნება”.

ვლადიკავკაზიდან თეიმურაზ შაშიაშვილი დღესვე დაბრუნდება.

წყარო: http://euronews.ge/%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A0/

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *