(ვიდეო) ლადო პაპავა “Tvპალიტრის” ჟურნალისტს: გთხოვეთ მოგეწვიათ თემურ შაშიაშვილი,მაგრამ არ მოიწვიეთ

ცნობილი მეცნიერისა და მოღვაწის ასეთი შეფასება დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც.
როცა ასეთი ადამიანების მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ, მით უფრო,როცა ეთანხმებიან და მაინც, გასაგებია დემოკრატიის რა ხარისხი გვაქვს ქვეყანაში. არჩევნები ისე დამთავრდა, რომ მოსახლეობის 40%-მა არ იცოდა,რომ კენჭს ვიყრიდი.
ერთხელაც არ მომეცა საშუალება, ჩემი მოსაზრებები გამეცნო მოსახლეობისათვის “რუსთავი 2”, “იმედის”. “მაესტროს”, “TVპირველის”,”იბერიას”, “კავკასიის” საშუალებით. არც ერთი თოქ-შოუ – ს პროდიუსერსა და წამყვანს არ გაუჩნდა სურვილი, ერთხელ მაინც მიეწვია ის კანდიდატი, რომელსაც, როგორც ბატონი ლადო ამბობს, ჰქონდა პროგრამა და ქვეყნის მომავალს მეცნიერებაზე დაყრდნობით ხედავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ ინტელექტუალური ამომრჩევლის მხარდაჭერა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ათჯერ ნაკლები ხმები დაგვიწერეს, ვიდრე ეს რეალურად გვონდა,მაგრამ მთავარი ხალხის განწყობაა, რომელიც უშუალო შეხვედრების დროს ვიგრძენით. ამას კარგად გამოხატავს ასევე ცნობილი მეცნიერისა და მოღვაწის, დავით იაკობიძის საჯაროდ გამოქვეყნებული პოზიცია: “ხმები, რომელიც თქვენ მიიღეთ ამ არჩევნებში ხარისხობრივად მაღალია. ამ ხმების მატარებელი ხალხი თამამად დააკომპლექტებს ქვეყნის ხელისუფლებას. რას ვიზამთ ესეც კარგია. გამოჩნდა ჩვენი დონე და შესაძლებლობები”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *