თემურ შაშიაშვილის არჩევნების შემდგომი პოზიცია: ხელისუფლებას ვთავაზობთ, გააფორმონ ხალხთან ხელშეკრულება.

 „ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ არჩევნებში მარტო მე ვყოფილიყავი  დამარცხებული. მაგრამ ვხედავ, რომ დამარცხებულია სრულიად საქართველო… ჩვენ დღეს ვართ ბნელი ძალების მიერ დაბნელებულ საქართველოში“  – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე.

„იმ პირობებში, როცა ლამის ყველა ტელევიზიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა  და ჩვენ ყველანაირად გადაგვიკეტეს საინფორმაციო სივრცე, ჩვენ ქალაქ-ქალაქ სოფელ- სოფელ მოვიარეთ საქართველო და ვხვდებოდით ადამიანებს. ჩვენ არ გვქონდა შტაბები, არ გვყავდა კოორდინატორები, რადგან ეს მექანიზმი კორუფციასთან და გაყალბებასთან არის დაკავშირებული, ჩვენი კი პატიოსნად და წესიერად მოვედით პროგრამით „გზა ცივილიზებული  სახელმწიფოსკენ“. ამ წიგნით სიმართლე ვუთხარით ხალხს, სწორედ ამ სიმართლემ  გააღიზიანა ბევრი, ამიტომაც  გადაგვიკეტეს საინფორმაციო სივრცე. თუმცა ეს წიგნი უკვე შესულია ხალხში და მის სვლას ვეღარავინ გააჩერებს,

წინასაარჩევნო პროცესში დავრწმუნდით თუ რა მასშტაბის სიყალბეში ვცხოვრობთ, ამ სიყალბეში წარმოუდგენელია დემოკრატიული და მართალი არჩევნების ჩატარება.

საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით მისი საარჩევნო გუნდი ჩამოყალიბდა  მორალურ გუნდად, რომლისთვის მნიშვნელოვანია არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ დემოკრატიული პროცესის განვითარება ქვეყანაში. „დღეს, როცა უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უმრავლესობაზე ყველა სფეროში და დაჩაგრულია ზნეობრივი და პასტიოსანი ადამიანები, თბილისში გაბატონებულია პოლიტიკური მაფია,   პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი, ზნეობრივ ადამიანებში კი პარტიების მიუღებლობა. ჩვენი მიზანია, პოლიტიკაში ზნეობრივი ადამიანების მოყვანა და   პოლიტიკური მაფიის დამარცხება“

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ის აჩვენებდა ხალხს, თუ  რას ნიშნავს ნამდვილი პრეზიდენტი, რომელიც შეცვლის ქვეყანას,  თუმცა  დამარცხების პირობებშიც ის და მისი გუნდი არ აპირებენ ფარხმალის დაყრას და  იქნებიან  პრინციპების და იმ პროგრამის ერთგული, რომლითაც მივიდნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში თავის გუნდთან და მხარდამჭერებთან ერთად  ჩამოყალიბდება სამომავლო გეგმებზე.

მეორე ტურთან დაკავშირებით, თეიმურაზ შაშიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას სამწუხაროდ ცუდსა და უარესს შორის უწევს კვლავ არჩევანის გაკეთება:

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა არჩევნების შემდგომ შემაჯამებელი პოზიცია გამოხატა.   მეორე ტურსთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ   საზოგადოებას სამწუხაროდ ცუდსა და უარესს შორის უწევს კვლავ არჩევანის გაკეთება.

„ხელისუფლებას ვთავაზობთ, გააფორმოს  ხალხთან ხელშეკრულება.,  ჩვენი  ჩამოვაყალიბებთ რამდენიმე საკითხს, რომელსაც მომავალ კვირაში წარვადგენთ. ეს იქნება ძირითადად სოციალური და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. საზოგადოებაში დაფასებული ადამიანები – სახელმწიფო კაცები, ზნეობრივი ავტორიტეტები, ვის ბეჭებზეც დგას ქვეყანა, ამ საკითხებს წარუდგენს ხელისუფლებას, თუ ხელისუფლება პასუხისმგებლობას აიღებს აღნიშნული საკითხების  შესრულებაზე, გაფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ერთის მხრივ, ხელს მოაწერენ სახელმწიფო კაცები, მეორე მხრივ კი ხელისუფლების წარმოიმადგენლები.  შემდგომში,  ღია სატელევიზიო ეთერში პერიოდულად უნდა უნდა გაიმართოს ხელისუფლებისა და ზნეობრივი ავტორიტეტებს შორის დიალოგი აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, იმის გამო, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა პერმანენტულად ატყუებს ხალხს არჩევნებიდან არჩევნებამდე და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება ამომრჩეველი. პრეზიდენტობის კანდიდატმა  დადოს პირობა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამართავს ნდობის პლებისციტს და  მხოლოდ ხალხის მხარდაჭერის  შემთხვევაში დარჩება თანამდებობაზე.“

თქმით კიდევ ერთი პირობა, პრეზიდენტობის ორივე  კანდიდატმა ხმამაღლა უნდა თქვას, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში,  პარლამენტთან დათათათბირების გარეშე ძველ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პატიმრებს არ შეიწყალებს.

 

პოლიტიკური ძალა პერმანენტულად ატყუებს ხალხს არჩევნებიდან არჩევნებამდე და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება ამომრჩეველი. პრეზიდენტობის კანდიდატმა  დადოს პირობა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამართავს ნდობის პლებისციტს და  მხოლოდ ხალხის მხარდაჭერის  შემთხვევაში დარჩება თანამდებობაზე.“

თქმით კიდევ ერთი პირობა, პრეზიდენტობის ორივე  კანდიდატმა ხმამაღლა უნდა თქვას, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში,  პარლამენტთან დათათათბირების გარეშე ძველ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პატიმრებს არ შეიწყალებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *