თემურ შაშიაშვილი, ზაურ ნაჭყებია, ზაზა ქვარაია: უნდა შეიქმნას მორალური გუნდი (2.11.2018წ)

ეს ვიდეო 5000 ზე მეტმა ნახა ერთი ღამის განმავლობაში.

საუბარია მორალური გუნდის შექმნაზე.ეს დიდი პროცესია და საერთო-სახალხო დისკუსიის გზით უნდა წავიდეთ.ეს დისკუსია უნდა გამორიცხავდეს სიძულვილს, სიძულვილის ენით საუბარს ,მას საფუძვლად ,თამარ მეფის უბრწყინვალესი გამოთქმა უნდა გამოვიყენო, “საერო სიყვარული უნდა დაედოს”.

დიახ,ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს ბიბლიურმა სიბრძნემ :”მთავარში ერთობა ,სადაოში თავისუფლება,მაგრამ ყველაფერში სიყვარული!”

მორალური გუნდი ნიშნავს იმ ადამიანთა ერთობას,რომელთაც დაამარცხეს სიძულვილი,გაიმარჯვეს საკუთარ თავზე და ებრძვიან არა ვინმეს,არამედ სისტემას , იბრძვიან სამშობლოსთვის,იმისთვის რომ ყველამ შევძლოთ ცხოვრება ბედნიერებით სავსე სამშობლოში,ანუ ისეთ საქართველოში,სადაც იქნება არა ფულის,არამედ რწმენაზე დამყარებული ნიჭის ძალაუფლება.

დიდი,მე ვიტყოდი, ნამდვილად თავგანწირული მოქმედებაა საჭირო,რომ შევცვალოთ “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” გარედან მართულ ხელმძღვანელთა და ,სამწუხაროდ,ამ არჩევნებით ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ დადასტურებული კურსი და დავადგეთ გზას ცივილიზებული სახელმწიფოსკენ..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *