რეზო ბალანჩივაძე: თეიმურაზ შაშიაშვილს მივეცი ხმა

სხვათაშორის პირველ ტურში არც მე მიმიცია ხმა ამ დარჩენილი კანდიდატებიდან არცერთისთვის. ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს მივეცი ხმა იმიტომ, რომ მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია ის დასახელებული 25 კანდიდატიდან ყველაზე წესიერი, ყველაზე პატიოსანი, კულტურული, მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების დამფასებელი ადამიანია. ამასთან, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაუცავს საქართველო.

ახლა, ცხადია, სალომეს მივცემ ხმას, თუმცა აქ სალომე ზურაბიშვილი არაფერ შუაშია. სალომეს მხარდაჭერით მე ხმას ვაძლევ საქართველოს გადარჩენას. ვაშაძის მხარდაჭერა საქართველოს საბოლოო დამხობა და დაქცევა იქნება.

რეზო ბალანჩივაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *