თემურ შაშიაშვილი: სად მივიყვანეთ ხალხი!!!

თემურ შაშიაშვილის ყოველკვირეულ ფეისბუქკონფერენციებს ტრადიციულად ბევრი მაყურებელი ჰყავს. არის უამრავი გამოხმაურება. აზრების გაცვლა-გამოცვლა. სამწუხაროდ ამ ბოლო ხანებში ხალხში ძლიერდება გულგატეხილობის, უიმედობის ტენდენცია. რაც დამანგრეველია ქვეყნის მომავლისთვის. ხალხმა თითქოს რწმენა და შემართება დაკარგა. მომავალი ბუნდოვანია, საზოგადოებაში ნიჰილიზმმა დაისადგურა.
აი, რას წერს ერთი ქალბატონი.

“ადამიანს ამდენჯერ რომ გაგიცრუებენ იმედს, ძნელია ძალების მოკრება, ახალგაზრდა რომ ვიყო წავიდოდი საერთოდ აქედან, მაგრამ აღარ ვარ იმ ასაკში ცხოვრება თავიდან დავიწყო
აღარ მეგულება საქართველოში მორალური ადამიანები, ერთი ორი თუ არის კიდეც ეს ამინდს ვერ შექმნის, ამათი მორალი ფულზე გადის”

“ეს მომწერა ერთმა ქალბატონმა ჩემს ბოლო კონფერენციასთან დაკავშირებით. სად მივიყვანეთ ხალხი.ასე ფიქრობს და მწერს უამრავი…ეს დასასრულის გზაა”, – წერს თემურ შაშიაშვილი თავის კომენტარში.

“რიტორიკულ კითხვაზე გვეშველება??? ჩემი პასუხია ; გვეშველება-გადარჩენა არც ქუჩის მიერ შექმნილ ბელადშია და არც მილიარდელში…გადარჩენა მორალურ ადამიანთა ერთობაში,გულანთებულ და შიშველხელებიანთა მოძრაობაში, თავგანწირვისთვის მზად მყოფ პოლიტიკოსებშია….მხოლოდ ამგზით შეიძლება განათლებულ ადამიანთა ხელისუფლების შექმნა… ხელისუფლების,რომელიც გარედან არ მოიმართება და ხალხის მსახური იქნება!”

ეს მხოლოდ რწმენით და ბრძოლით მიიღწევა. ხელების ჩამოშვების და გულგატეხილობის დრო არ გვაქვს. წინ დიდი ბრძოლებია. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *