(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: “რუსთავი-2” თან დაკავშირებულ ინციდენტი კარგად დაფინანსებული პროვოკაციაა

„თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი რუსთავი 2 თან დაკავშირებულ ინციდენტს კარგად დაფინანსებულ პროვოკაციად აღიქვამს.

„რუსთავი 2-ს თან დაკავშირებით. ჯერ ერთი, ვისაც სჯერა, რომ ამის უკან უხვად დაფინანსებული  პროვოკაცია  არ დგას,  იმასთან არ ვკამათობ, რადგან საკამათოც არაფერია.  ეს მხოლოდ ურწმუნო თომამ  დაიჯეროს.  მთავარი არის ის, რომ უკადრებელი გვაკადრეს რუსთავი 2-ს ჟურნალისტის  გამოსვლა  არის  სრულიად  საწინააღმდეგო იმისა,  რაც ცივილიზაციის სათავეებთან  მდგომი ქართველი  ხალხის  ტრადიციებშია.  წარმოუდგენელია, ამას ამბობდეს ქართველი, შოთა რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას  ქვეყნიდან,  თუ იგი  სულგაყიდული არ არის!  მე ის მიკვირს, რატომ დავტოვეთ შეუფასებელი  და მაშინ არ ავღელდით,  როცა ტელევიზია „რუსთავი2“ – ის ხელმძღვანელმა,  ხელში სისხლისფერი  სითხით  წარმოთქვა “ასე დავლევ შენ სისხლს, ბატონო ივანიშვილო და  ბატონო გახარია!“  მე  არც  ერთის  მიმართ  სიმპათია  არ  გამაჩნია,  მაგრამ ეს ხომ ყველაფერი ქართულის შეურაცხყოფა იყო  და იმაზე მეტიც,  ვიდრე გუშინ…“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით დიდი შეთქმულებაა დაწყებული საქართველოს მიმართ, და ჩვენ თვითონ გამოვდივართ ამ პროვოკაციის ხელისშემწყობად. პროვოკაციული ვერტიკალს. დაიწყო ვერის ბაღის შეკრებებით, გაგრძელდა პარლამენტის წინ, გაგრძელდა „რუსთავი-2“-ს თავხედობით… თუმცა „თეთრების“ ლიდერი წინააღმდეგია დამოუკიდებელ ტელევიზიის დახურვის და მის წინააღმდეგ მიზანმიმართული აგრესიისა ვერ გეტყვით, რომ სწორია გადაწყვეტილება, ან ტელევიზია დავხუროთ, ან საპირისპირო მიტინგებით წავლეკოთ! ეს, სწორედ ეს არის ომის გზა!“ – აცხადებს თეიმურაზ შაშიაშვილი.

წყარო: http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=42011&fbclid=IwAR21eBsZpoix9x6XXmrhhqQnwkiHuWCHU571LMgiOLelQU5aQ0qiDnGKjPU

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *