ზაალ ნემსაძე: ზვავივით გამოსვლა იყო, ყოვლის წამლეკი. აუდიტორიაც შთამბეჭდავი ჰყავდა.

ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი, ზაალ ნემსაძე თეიმურაზ შაშიაშვილის 22.04.2020წ  გამოსვლის შესახებ წერს:

ზვავივით გამოსვლა იყო, ყოვლი წამლეკი. აუდიტორიაც შთამბეჭდავი ჰყავდა. ჩვენს წინაშე დაიბადა “შაში TV”, რომელიც ერთადერთი ტელევიზიაა მსოფლიოში, რომელსაც ერთი კაცი ამუშავებს და ორას მილიონიან ბიუჯეტიან ტელევიზიებზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ვსვამ კითხვას: შეუძლია თუ არა ამ პიროვნებას ათასი ლარის საქმე გააკეთოს ერთი ლარის ფასად?

1.შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ ვიდრე ანტიკრიზისული პარლამენტი გვექნება, სწორედ ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია სახელმწიფო უშიშროების და პანდემიისგან ხალხის გადარჩენის გარანტად თავის გუნდთან ერთად;

2.ვეთანხმები ბატონ თემურს და მიმაჩნია, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მეცნიერებთან დიალოგი და მათი ფართო ჩართვა სახელმწიფო მოწყობის საკითხებში;

3. ბატონმა თემურმა აბსოლუტური სიმართლე ბრძანა ათას კუპონზე გადამხტარი რომან გოცირიძის შესახებ;

3. ყოჩაღ ბატონ თემურს, რომ ტრამპის დიდი ბრძოლის შესახებ მოგვცა ინფორმაცია, რაზეც აქაური მასმედია და პოლიტიკოსები შიშით ვერაფერს ამბობენ;

4. სრული ჭეშმარიტება ბრძანა ოპოზიციის შესახებ. ის, რაც დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ და მასთან გათანაბრებულმა პირებმა იკადრეს, უკაცრავი პასუხია და ფერმის ღორიც არ იკადრებდა;

5.სრულიად ვიზიარებ ბატონ შაშიაშვილის მოსაზრებას და ვურთები მის დიდ სიყვარულს ჩვენი სასწაულმოქმოქმედი პატრიარქის მიმართ და იმ აზრსაც, რომ ბატონი გახარია საუკეთესო პრემიერია მის სხვა კოლეგებთან შედარებით. ბატონი გიორგის გამოსვლები და მისი ძალდაუტანებელი საუბრის მანერა დადებითად მოქმედებს მსმენელზე;

6. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, შეხვდეს ბატონ თემურს საკონსულტაციოდ, იქნებ ამ კაცს ქვეყნის განვითარების სასწაულმოქმედი გეგმა აქვს;

იხ.მომავლის საუბრები. პირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, დღეს,მინიმუმ,10 ჯერ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი! (22.04.2020წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *