ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში

მის აღმატებულებას, ბატონ რიჩარდ ნორლანდს!

“სააკაშვილი ობამას ატყუებს”

usaთქვენო აღმატებულებავ! უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ 2013 წელს, ოჯახთან ერთად, გისურვებთ ურთიერთსიყვარულს, ჯამრთელობას და წარმატებას ისეთ რთულ და კეთილშობილურ საქმეში, რასაც დიპლომატია ეწოდება!
მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ინტელიგენციის, საზოგადოების შემოქმედი და სამეცნიერო ნაწილის ინიციატივით, ჩვენი ქვეყნის ქალაქებში მოგროვდა მოქალაქეთა 800 000-ზე მეტი ხელმოწერა, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა იანვარში უმთავრდება და რაღაც ხრიკებითა და ტყუილების წყალობით ცდილობს ეს ვადა 2013 წლის შემოდგომამდე გაიხანგრძლივოს. ჩანს პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ერთი მუჭა მხარდამჭერები რეალურად ვერ აღიქვამენ საკუთარ მდგომარეობას და მათ მიერ წარმოსახულ ვირტუალურ სამყაროში აგრძელებენ ცხოვრებას, რაც ინფანტილიზმისა და არაადექვატურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

NDI-მ, 17 ოქტომბერს საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, არჩევნებში “ნაციონალების” მიერ მიღებული ხმათა 40% არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს მაჩვენებელი ადმინისტრაციული რესურსისა და ცესკო-ს მანიპულირების წყალობით არის მოპოვებული 14-25 ნოემბერს, N
NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით “ქართულ ოცნებას” რესპოდენტთა 63% უჭერს მხარს, “ნაციონალებს” კი მხოლოდ 13% გამოდის, რომ ყოფილმა მმართველმა ძალამ, რეალურად არა 40%, არამედ ხმათა გაცილებით ნაკლები რაოდენობა მოაგროვა, დანარჩენი კი გააყალბა, ანუ უბრალოდ მოიპარა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა არჩევნებში (ამ 9 წლის მანძილზე) ნაციონალური მოძრაობა შედეგებს აყალბებდა და ელექტორატის ხმებს იპარავდა. მაშასადამე, “ბელადის”, მიხეილ სააკაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ქურდებთან და კრიმინალებთან, რომლებიც ხმების გარდა ბევრ სხვა რამესაც იპარავდნენ. მაგალითად, სახელმწიფო თანხებს (განსაკუთრებულად დიდი ოდენობით) ადამიანების სიცოცხლეს, ციხეებში პატიმრების ღირსებას, შენობა – ნაგებობებს და ა.შ. ღრმად პატივცემულო ბატონო რიჩარდ, ის ვინც ქურდბაცაცებთან კოჰამიტაციას დათანხმდება ავტომატურად ქურდბაცაცა და კრიმინალი ხდებ! განა ასე არ არის? ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის ჩინოვნიკები კი “ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილისაგან “ნაციონალური მოძრაობის” კოჰაბიტაცია მოითხოვენ და შეშფოთებას გამოთქვავენ უკანასკნელი 2 თვის მანძილზე იმ დაჭერების გამო, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ხორციელდება.

მაპატიეთ მაგრამ, თუ კი ადამიანი მხილებული იქნა სერიოზულ კრიმინალურ ქმედებაში განა კანონმა მის მიმართ დანაშაულის პროპორციული ზომები არ უნდა განახორციელოს? რაც ამჟამად რეალურ დროში და რეალურ სივრცეში ხორციელდება. დიახ, ხორციელდება, იმ მაფიოზური დაჯგუფების მიმართ, რომელმაც გააჩანაგა სოფლის მეურნეობა, ტერორი გამოუცხადა ბიზნესს, მორალურად მოსპო ინტელიგენცია და მეცნიერება, ქვეყანა უმუშევრად დარჩენილმა ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და უცხოეთში გაიხიზნა სამუშაოდ. ამ კრიმინალურ – მაფიოზური დაჯგუფების წყალობით ციხეებში არაადამიანური პირობები შეუქმნეს პატიმრებს წამების და პატიმართა გაუპატიურების ამაზრზენი პროცესების ამსახველი ფარულად გადაღებული კადრები საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა ტელევიზიების საშუალებით იხილეს და ეს კრიმინალურ – მაფიოზური დაჯგუფება, “ნაციონალური მოძრაობა” გახლავთ, რომელიც 9 წელიწადი თამაშობდა, ძარცვავდა საქართველოს და აბუჩად იგდებდა მის მოქალაქეებს. მოულოდნელად გამოჩნდა ქართველი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მიზნად დაისახა გადაერჩინა სამშობლო, შექმნა კოალიცია სახელწოდებით – “ქართული ოცნება” და პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მშვიდობიანი ფორმით, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კიდეც.

ღრმად პატივცემულო, ბატონო რიჩარდ ნორალდ თქვენო აღმატებულებავ მაპატიეთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ევროპისა და ამერიკის ჩინოვნიკები მაღალი რანგის არასწორ ინფორმაციას აწვდიან განვითარებული ქვეყნების პირველ პირებს, საქართველოში არსებული რეალური ვითარების შესახებ გამოდის, რომ ეს ბატონები ატყუებენ პრეზიდენტებს, პრემიერ მინისტრებს, ნატოს გენერალურ მდივანს და მათ შორის ამერიკის პრეზიდენტს ბარაქ ობამასაც, რომელსაც ამ დეზიანფორმატორების წყალობით დღემდე მიაჩნიათ საქართველო დემოკრატების შუქურად სოციალური ტექნიკური ნოვაციების “სავანედ” და ღრმად სწამს, რომ ქართული ციხეები “ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების” დონეზეა მოწყობილი სადაც ფიზიკურ და სულიერ სრულყოფას აღწევენ იქ განთავსებული პატიმრები. პატივცემულო რიჩარდ, ის პიროვნებები, რომლებთაც ხელი მიუწვდებათ განვითარებული ქვეყნების პირველ პირებზე აშკარად ეწევიან დეზინფორმაციას და ნებით თუ უნებლიედ საქართველოში მოქმედი კრიმინალურ – მაფიოზური დაჯგუფების მოკავშირეები ხდებიან. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას სიმართლე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ნატოს გენერალურ მდივანს, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელებს? ვინ, თუ არა თქვენ, თქვენო აღმატებულებავ ღრმად პატივცემულო რიჩარდ ნორალდ? რატომ დუმხართ? რატომ არ იღებთ ხმას, სამართლიანობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ? თუ კი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ტექნიკური და ადამიანურირესურსები უსაზღვრო და ამოუწურავია, განა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალ ჩინოსნებმა იციან რაც ხდება საქართველოში? მიხეილ სააკაშვილმა ნუთუ ლობისტების ინსტიტუტს” ამოფარებულმა “საერთაშორისო კორუბციის “აბლაბუდა”. შექმნა თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო, განა ვინმეს მოუბრუნდებოდა ენა, ოციანი წლების ამერიკის მთავრობისთვის ესაყვედურა ალკაპონესთან კოჰაბიტაციის რეჟიმში რატომ არ მუშაობო? რა? მაშინ სხვა დრო იყო? გეთანხმებით მაგრამ კრიმინალისტებთან და განგსკტერებთან კოპამიტაცია მიუღებელია ყოველთვის, ნებისმიერ დროს…

დღეს, საქართველოს საგარეო ვალები 13 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ხოლო რაც ახალი ხელისუფლება, “ქართული ოცნება” მოვიდა, ძველი მთავრობის თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე ბევრი მაღალ ჩინოსანი უცხოეთში გაიქცნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც ვგებულობთ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან არამიზნობრივად და გაუმჭირვალედ დახარჯულია არაერთი მილიონი ლარი. გეკითხებით, რომელ კოპაბიტაციაზეა ლაპარაკი, თქვენო აღმატებულებავ, მითუმეტეს მაშინ, როცა “ნათლიმამა”, მიხეილ სააკაშვილი მაფიოზურ შეკრებებს მართავს, ომახიანად ესაუბრება თავის “ნათლულებს”, “ქართულ ოცნებას” რევანშით ემუქრება! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ნაციონალებს ვერ გაუცნობიერებით, მათ ირგვლივ შექმნილი რეალობა…

თქვენო აღმატებულებავ, ხელმოწერები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სასამართლოს და პარლამენტს ჩაბარდა და თუ კიდევ თავს გამოიდებენ ეგრეთწოდებული “ლობისტები” და ხელს დააფარებენ არაერთი ბოროტების ჩამდენ სააკაშვილს, ადვილი შესაძლებელია ბუნებით ტოლერანტი და კაცთმოყვარე ქართული საზოგადოება ისე აბობოქრდეს, როგორც ეს მოხდა რუმინეთში ჩაუშესკუსთან და ლივეაში კადაფთან მიმართებაში. თუ ჭეშმარიტება და სიმართლე ბოლოსდაბოლოს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებამდე მიაღწევს, გაჩნდება შანსი რომ საქართველოში დამკვიდრდეს არა სააკაშვილისეული მოჩვენებითი დემოკრატია, არამედ ჯანსაღი, ნამდვილი, პიროვნებისა და სიტყვის თავისუფლება, “ქართული ალკაპონიზაცია” კი ისტორიას ჩაბარდება, ხოლო რაც შეეხება ეგრეთწოდებულ კოჰაბიტაციას, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ჭეშმარიტი ტოლერანტული ნება გამოავლინა და გამოვიდა “საამნისტიო ინიციატივით”, იმ ყოფილ “ნაიციონალური მოძრაობის” წევრ თანამდებობის პირთა მიმართ, რომელთაც ჩადენილი არააქვთ ისეთი, დანაშაულობები, როგორიც არის: მკვლელობა, პატიმართა წამება, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება…

თქვენო აღმატებულებავ, პოლიტიკურად გაკოტრებულ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და ანტიპათიიდან გამომდინარე, თავს უფლება მივეცი ეს წერილი საზოგადოების სახელით მომეწერა.
დღეისათვის სააკაშვილის მიმართ სიმპათიები და რწმენა ალბათ გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს და ერთ მუჭა ფანატიკურად განწყობილ ნაციონალებს თუ შემორჩათ. რაც შეეხებათ საცოდავად სულით ავადმყოფ პაციენტებს, მათ დიდიხანია “აირჩიეს” საკუთარი “სააკაშვილები”, “ნაპოლეონები”, “ადოფ ჰიტლერები” და “კალიგულები”…

200 პოლიტპატიმრის ამნისტია, რომელიც სააკაშვილის ვეტოს მიუხედავათ, პარლამენტმა 92 ხმით მაინც მიიღო, გახდა სააკაშვილის ისტერიკაში ჩავარდნის მიზეზი. ამ პოლიტიკური “ტუსაღების” ასეთი დიდი რაოდენობით არსებობა, სააკაშვილისა და მისი გუნდის სირცხვილია, რომლებიც, კომუნისტებივით, პოლიტიკური შეხედულებებისა და რწმენის მიხედვით აპატიმრებდნენ ადამიანებს. დითხანს მალა სააკაშვილმა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი იყო, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა!
თქვენო აღმატებულებავ, ღრმად პატივცემულო ბატონო რიჩარდ, ქართველები კაცთმოყვარე, ლმობიერი და ქრისტიანულად მორწმუნე ხალხი ვართ, არც სიბრძნე გვაკლია და არც სიდინჯე, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვნახავთ რომ ეს ლმობიერი და კაცთმოყვარე ერი პრინციპული და დაუნდობელი ხდებოდა, როგორც გარეშე ისე შინაური მტრის მიმართ, ამიტომ არის ქართული ეროვნული სამოსი, ჩოხა, მებრძოლის “კამუფლაჟი”, რომელსაც დღესაც ამშვენებს ხანჯალი, როგორც სამშობლოს დამცველისა და დარაჯის სიმბოლო…

თამაზ ჭეიშვილი, მწერალი და
ჟურნალისტი, უღრმესი პატივისცემით,
პარტია `თეთრები~-სა და საზოგადოების სახელით.

თბილისი 2012 წელის დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *