პოლიტიკური პარტია “თეთრები” ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების 80 წლის იუბილეს

zura1პოლიტიკური პარტია “თეთრები” ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების 80 წლის იუბილეს და აღსაყდრების 35 წლისთავს.

ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის პიროვნება, რომელიც ხალხის საყოველთაო ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს, ხოლო ღვთისგან განაკუთრებული ნიჭით არის ხელდასმული, რათა თავისი ღვთივსათნო ლოცვითა და ღვაწლით დაიცვას და გააძლიეროს ჩვენი სამშობლო.

ღვთის განგებით ილია მეორე ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის უმძიმეს პერიოდში მოევლინა საქართველოს. მისი აღსაყდრების დღიდან მოყოლებული საქართველოში საფუძველი დაედო არა მარტო ეკლესიების აღმშენებლობას, არამედ ერის სულიერ აღორძინებას და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.

ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს პატრიარქს დიდხანს სიცოცხლეს, მხნეობასა და ჯანმრთელობას ქართული ეკლესიის და  სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.

პარტია “თეთრების” პოლიტიკური საბჭოს სახელით
გენერალური მდივანი ზურაბ ხასია

2013 წლის 4 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *