(ინტერპრესნიუსი)ერთსულოვნების” წევრები პრეზიდენტის გადაყენების გეგმაზე საუბრობენ

 

iveroniგაერთიანება “ერთსულოვნების” წევრები საქართველოს პრეზიდენტის გადაყენების გეგმაზე საუბრობენ.

შეხვედრა სავაჭრო ცენტრ “დიდუბე პლაზაში” იმართება, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები. შეხვედრაზე იმყოფებიან თემურ შაშიაშვილი, ჯონდი ბაღათურია, რეზო ესაძე, რეზო ჩხეიძე, ნოდარ ნათაძე და სხვები.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანია შეჯამდეს განვლილი დღეების აქტივობა და დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ფარგლებში გადაყენებასთან დაკავშირებით.

თემურ შაშიაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილება 20 იანვარს ეწურება. მისი განცხადებით, “ერთსულოვნების” წარმომადგენლებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩააბარეს შესაბამისი განცხადება. შაშიაშვილის თქმით, თუ აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი არ დააკმაყოფილებს და არ დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას, “ერთსულოვნება” რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისში ჩამოვიდნენ და ფართომასშტაბიანი აქცია გამართონ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *