(newspress)თეთრები – პრეზიდენტს ყველაფერი რომ ეპატიოს, ბაგრატის ტაძრის ხელყოფას მას ხალხი არ აპატიებს

bagratiპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი რომ ეპატიოს, მას ბაგრატის ტაძრის ხელყოფას არავინ აპატიებს, ამის პატიების უფლება ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია.
ამ განცხადებას პატრია „თეთრების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, უბედურებაა, რომ ტაძარმა ისტორიული, არქიტექტურული, ესთეტიკური და სხვა ღირებულებათა დიდი წილი დაკარგა.
„ქართველთმოძულე და საქართველოს მოძულე ადამიანთა ერთ ჯგუფს, ისევ ქვეყნის მართვის სადავეების აღების წყურვილი კლავს. ქართველებს არაფერს ეკითხებიან. ბაგრატის ნაცვლად კოჰაბიტაციას გვჩრიან, დავითის ძეგლთა ნაცვლად ჟანგიანი ველოსიპედისა და ოქროსფერ რქოსანთა ძეგლებს გვიდგამენ.
ყველაფერი რომ ეპატიოს პრეზიდენტად ყოფილს, მის ჯგუფს, ბაგრატის ტაძრის ხელყოფის პატიების უფლება არავისთვის მიუცია ქართველ ხალხს, ამიტომაც ვერავინ უნდა გაბედოს აპატიოს სააკაშვილს და ნაცმოძრაობას ქართული სულის ნგრევა, შერყვნა, დაქუცმაცება, დამცირება და დაცემა“-ნათქვამია „თეთრების“ განცხადებაში.
გაეროს კულტურისა და მეცნიერების სპეციალური ქვედანაყოფის, იუნესკოს გადაწყვეტილებით , ბაგრატის ტაძარი, როგორც ცალკე ისტორიული ძეგლი, შეიძლება მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურის სიიდან იქნა ამოღებული.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *