თემურ შაშიაშვილი: მე ის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია გადახურული ბაგრატი.

 

bagrati tadzariბაგრატის შესახებ ყველაზე დიდი განცხადება 1994 წელს გააკეთა პატრიარქმა, როცა ბრძანა, – ქართველნო, ერთად ღვთისაკენ! მე არ ვიცი, როგორ შეიძლება სააკაშვილმა ვინმეს პატრიოტიზმსა და საერთოდ ქართულ ცნობიერებაზე ელაპარაკოს?! მე ის ადამიანი ვარ,. რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია გადახურული ბაგრატი. ამ საქმის უდიდესი პროფესიონალი – ვახტანგ ცინცაძე ამბობდა, ბაგრატის გადახურვაში ერთი ქვაც თუ არასწორად დავდეთ , შეიძლება დიდი ცოდვის ტრიალი მივიღოთო!.. ცინცაძე ბაგრატის გადახურვის წინააღმდეგი იყო და ამ მოსაზრებას კათოლიკოს პატრიარქიც იზიარებდა! ჯერ რა საჭიროა წინასაარჩევნოდ ბაგრატის გახსნა? ამის გამო კომუნისტებს დასცინოდნენ, საშვიდნოემბროდ, საპირველმაისოდ რომ ხდებოდა შენობების გახსნა და დღეს რა ხდება, ბრეჟნევის დროში ვცხოვრობთ?

ძალიან მინდა, რომ მისმა უწმიდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახსენოს, რომ ბაგრატის თემა გააცოცხლა და მისი აღდგენა დაიწყო მამუკა ასლანიკაშვილმა და ეს მოხდა 1986 წელს. მაშინ ვერიკო ანჯაფარიძემ და ირაკლი აბაშიძემ დაჰკრეს პირველი ბარი და მამუკა ასლანიკაშვილი იყო ის კაცი, რომელმაც დაიწყო ბაგრატის აღდგენა. მაშინ ბაგრატის შემოგარენში ცხოვრობდა დაახლოებით 200 მოსახლე და მამუკა ასლანიკაშვილი მათ სათითაოდ უხსნიდა და უსაბუთებდა, რომ აუცილებელი იყო მათი სხვა ადგილას გადასვლა. მოგვიანებით, როცა მე ვიყავი ხელმძღვანელი, ჭოგნარიდან მომყავდა ქვისმთლელები და ყველას სახელი და გვარი ვიცი… მეექვსე სკოლა, რომელიც გალაქტიონის სახელს ატარებდა, დაანგრევინა მამუკა ასლანიკაშვილმა, რათა ბაგრატი გამოეჩინა და ამის გამო მას უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა… ამან საფუძველი მომცა, რომ დამედგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, საიდანაც სჩანს ბაგრატიც, სადაც ჭყონდიდელმა დავით აღმაშენებელს თავზე გვირგვინი დაადგა და თამარ მეფის გამზირიც!.. ლილი ნუცუბიძემ, ამ შესანიშნავმა პოეტმა, მახსოვს აღდგენა რომ დავიწყეთ, ქვა მოიტანა, -ეს ბაგრატიდან წამოღებული ქვა არისო!.. მამუკა ასლანიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული ბაგრატის უმნიშვნელოვანესი – დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეების აღდგენა და ეს ყველამ უნდა იცოდეს!..

ამონარიდი. ინტერვიუ გაზეთ “ქრონიკას“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *