(primetimenews.ge)სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა

mitingi 1კოალიცია “ერთსულოვნების” წარმომადგენელთა განცხადებით პრეზიდენტ სააკაშვილი გადადგომის მოთხოვნით 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა 21 იანვრის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის მიხეილ სააკაშვილი.

“21 იანვრის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადგა მომენტი როდესაც 1 მილიონამდე ხელმომწერი აფიქსირებს იმას რომ სააკაშვილს ვადა ამოეწურა და ის უნდა წავიდეს. მოსახლეობა პირადობის და მობილური ნომრების დაფიქსირებით, აწერს ხელს ამ მოთხოვნას. ამიტომაც 20 იანვარს 13 საათზე ჩვენ ვმართავთ ღირსების შეკრებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით”, – აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს რომ „სააკაშვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გათავხედდა“.

“სააკაშვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გათავხედდა და ამიტომაც მისი შეჩერება აუცილებელია. ის თავს აძლევს უფლებას რომ თქვას, პარლამენტის გარეშე ქუთაისი იქნება მკვდარი ქალაქი. პარლამენტი არ იყო ქუთაისში მაგრამ ის არასდროს არ იყო მკვდარი”, – აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *