(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: წავიდეს სააკაშვილი და ნახავთ, ისეთი რამეები გაირკვევა, მთელი საქართველო სახტად დარჩება!”

 

12ხელისუფლების დაპირება ზურაბ ჟვანიას საქმის დასრულების შესახებ ჯერაც შეუსრულებელია. არადა ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი თემურ შაშიაშვილთან , რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლისთანავე ისეთი ამბები გაირკვევა, რომ ყველა სახტად დარჩება.

– ბატონო თემურ, ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით ზურაბ ჟვანიას მკვლელობას მისი მძღოლი შეეწირა, თუ გსმენიათ ამის შესახებ?

– რამდენიმე პიროვნება, ვინც ჟვანიას ირგვლივ იყო და რაღაც ინფორმაციას ფლობდა, გარდაცვლილია. არ ვიცი, საზოგადოება რამ დააბრმავა, გული მწყდება იმაზე, რომ ხალხი, ვინც დღესს ამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ხმას არ იღებს,როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ეშინიათ, რადგან სააკაშვილი ველურია თავისი ქცევით, აზროვნებით, ქმედებით. წავიდეს სააკაშვილი და ნახავთ, ისეთი რამეები გაირკვევა, მთელი საქართველო სახტად დარჩება! საკმარისია, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, რომ თვითონვე გააღებს პირს, სიმართლეს ილაპარაკებს, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელი ამბები გაიხსნება, რომ შეიძლება საზოგადოებამ არც კი დაუჯეროს და გიჟად შერაცხოს.

ვიცი, ამერიკელი ხალხი სამართლიანობაზეა ორიენტირებული, მათ ცალკეულ პოლიტიკოსებს კი საქართველოსთან დაკავშირებით შერჩევითი სამართალი აერთიანებდათ. თურმე, შეიძლებოდა სააკაშვილს შევარდნაძე დროზე ადრე ჩამოეგდო. შეიძლებოდა ყოფნა ხელისუფლებაში 10 თვით გაეხანგრძლივებინა, ამერიკაში კი ეს არ შეიძლება! სააკაშვილი დღეს ყველაზე მძიმე ტვირთია ამერიკელებისთვის, თორემ ჟვანიას საქმე დიდი ხნის წინ იქნებოდა გახსნილი, მით უფრო, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც უნახავთ ამერიკელების მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით პირდაპირ არის დასაბუთებული ყველაფერი – გვარების დასახელებით – ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, ძალიან კარგად იციან ყველაფერი.

ვხედავ, რომ ამერიკის ცალკეულ პოლიტიკოსებს უკვე აღარ აინტერესებთ ქართველი ხალხი და საქართველო, მათი მთავარი საზრუნავია დღეს სააკაშვილის გადარჩენა, იმიტომ რომ სააკაშვილს შეუძლია ილაპარაკოს იმ 30 მილიარდზე, უკან რომ ბრუნდებოდა; შეუძლია ილაპარაკოს, როგორ დაიწყო ომი, ვის კარნახით; ილაპარაკოს იმახზე, რას სთხოვდნენ ამერიკელები რუსებთან ურთიერთობაში, ანუ ბევრი ისეთი რამის თქმა შეუძლია, რაც ამერიკაში დღეს ბევრს არ აწყობს. მხედველობაში მყავს პოლიტიკოსები, მთელი რიგი პიროვნებები. დღეს ისე, როგორც არასდროს, სააკაშვილი საჭიროა ამერიკისთვისაც და რუსეთისთვისაც, ამიტომაც არის, რომ ყელყელაობს, თორემ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საპრეზიდენტო ვადა 5 წელიწადში მთავრდება და დამთავრებულიც იქნებოდა მაგის ამბავი, მაგრამ ამერიკას არ აწყობს ილაპარაკოს ის, რისი ლაპარაკიც შეუძლია. რუსეთს კი პირიქით აწყობს ილაპარაკოს ის, რისი ლაპარაკიც შეუძლია.

– ანუ, გამოსავალი არ არსებობს?

– ჩვენი პოზიცია ასეთია – საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება. ნორმალურ ურთიერთობას შეინარჩუნებს ამერიკასთანაც და რუსეთთანაც ისე, რომ არც ქვეყანა დაკარგავს რამეს და არც ხალხი.  გასაგებია, უცხოელები როგორც უყურებენ საქართველოს და სააკაშვილს, ამერიკელები პირდაპირ მეუბნებიან – რუზველტს , რომელმაც ქვეყანას არნახული წარმატებები მოუტანა, სააკაშვილის მსგავსი რამ რომ ჩაედინა ქვეყნის წინაშე, თუნდაც ერთი წუთით რომ ჩაემუხლა, პრეზიდენტი ვეღარ იქნებოდაო… ამან ჩაიმუხლა კი არა, მიწაზე იფორთხა და ჩვენ, თურმე, უნდა ავიტანოთ, პრემიერ-მინისტრი მოკლეს და ესეც უნდა ავიტანოთ… მის ირგვლივ, თუკი ვინმემ რამე იცოდა, ყველა გაანადგურეს – ზოგი ბელარუსში მოკლეს, ზოგი – რუსეთში… ძალიან ბევრი რამ იცოდა რომან დუმბაძემ – ცოცხალი აღარ არის, ბევრი იცოდნენ ბიძნესმენმა მამუკა ჯინჭარაძემ და აჭარის შსს მინისტრის პირველმა მოადგილემ ელგუჯა ჯინჭარაძემ – ორივე მკვდარია! ერთხელ ვარ შენახვედრი ბონდო შალინიანს. საოცარ რამეებს ყვებოდა სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის ურთიერთობებზე. ისიც მოკლეს… რამდენი ვინმე დაგისახელოთ. აღარაფერს ვამბობ ჟვანიასთან დაკავშირებულ ბურუსით მოცულ მკვლელობებზე. როგორც კი დამთავრდება სააკაშვილი, საოცარი რამეები გაიხსნება. ამიტომ არ აწყობს მას დღეს გადადგომა, თორემ ადამიანი, რომელსაც ღირსების ნატამალი გააჩნია, იტყოდა – დავმარცხდი და გადავდექიო მაგრამ იცის, წინ რაც ელოდება – ჟვანიას საქმე, ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ბიჭების საქმე, პატარკაციშვილთან დაკავშირებული ბევრი კითხვა და უამრავი სხვა რამ, საქართველოს ოთხიათასწლოვან ისტორიას რომ გადავხედოთ, დარწმუნდებით, რომ ყველა მმართველის მოღვაწეობას, ერთად აღებულს, სააკაშვილის 9 წლიანი უკეთურობა და სისაძაგლე გადაწონის ! პირდაპირ გეტყვით – ქართველი კაცი, ქართული ცნობიერების კაცი იმას არ გააკეთებდა, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა!

 

ესაუბრა თამარ ჩაჩანიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *