(newspress)„ერთსულოვნება“ პარლამენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

GEORGIA-POLITICS-PRESIDENCY-BUILDINGკოალიცია „ერთსულოვნება“-ს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დღეიდან, კონსტიტუციის 70-ე მუხლის თანახმად, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა ეწურება და ის დღეს 24:00 საათიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის.

კოალიციის განცხადებით, აღნიშნული მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტის რანგში, მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ჩაითვლება ხელისუფლების მითვისებად.
ხოლო ის პირები კი, ვინც მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში მოიხსენიებს, დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და გაკეთოს განცხადება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ვადის ამოწურვით განპირობებული საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამო და ხელისუფლების უწყვეტობის პრინციპის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ვაცხადებთ: პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება უნდა დაეკისროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს“ – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

„ერთსულოვნება“ მიმართავს აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და თხოვს, რომ გაითვალისწინოთ ამომრჩევლების, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნება და შეუდგეს კონსტიტუციით მისდამი დაკისრებულ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

კოალიცია მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზეც ავრცელებს.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მასში გაერთიანებულ ყველა სახელმწიფოს მეთაურებს, საქართველოში აკრედიტირებულ მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოებს და ევროპის საპარლამანტო ასამბლეას, პატივი ეცით საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს ხუთი წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ არავის გვაქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი მოვიხსენიოთ საქართველოს პრეზიდენტის რანგში“ – აცხადებენ კოალიციაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *