(newsline)პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით “ერთსულოვნების” აქცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს

21.5პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია “ერთსულოვნების” აქცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა უკვე ამოეწურა და ის მშვიდობიანი გზით უნდა წავიდეს.

მოძრაობის წევრებმა რიგით მოქალაქეებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კარვები გაშალეს და ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.

“ერთსულოვნების” ერთ-ერთილიდერისა და პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავჯდომერემ, თემურ შაშიაშვილმა საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
კოალიციის წევრები უკვე ერთი თვეა, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *