(ახალი თაობა) სააკაშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობებს „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებთ

 

კოალიცია “ერთსულოვნება” აქციებს პარლამენტის წინ მოაწყობს

n5ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი იმ კამპანიის შესახებ, რომელიც კოალიცია „ერთსულოვნებამ“ წამოიწყო. ისინი ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობადატოვოს. ამ უკანასკნელს 20 იანვარს ამოეწურასაპრეიზდენტოვადა. კონსტიტუციის თანახმად საქართველო პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს. ეს ვადა სააკაშვილს 10 დღის წინ გაუვიდა.

“ერთსულოვნების“ წარმომადგენლებმა მთელი საქართველო მოიარეს და მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვეს. „ერთსულოვნება“ და მილიონი მოქალაქე მოითხოვს, რომ პრეზიდენტის მოვალეობა არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეასრულოს. ანცმა ნაციონალებმა თავის დროზე კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

საოცნებო პარლამენტი და მთვრობა სააკაშვილის იმპიჩმენტზე უარს ამბობენ. უფრო მეტიც, ახლა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მოსასმენად ემზადებიან. თებერვლის თვეში სააკაშვილი დეპუტატების წინაშე წარსდგება. ალბათ წარმოგიდგენიათ რა განცხადებებს გააკეთებს. ამას ევროსაბჭოს ტრიბუნიდან არ შერცხვა ქვეყნის ლანძღვა და პარლამენტის ტრიბუნიდან საერთოდ ცოცხლად დაგვიმარხავს მთავრობას.

განსხვავება ის იქნება, რომ მანდატურებს ოპონენტების დაზელვის ბრძანებას ვეღარ მისცემს და არც ნაციონალური ტაში იქნება ისეთი მქუხარე, როგორც შარშან იყო. სააკაშვილს დეპუტატებისაგან ბევრი მწვავე გამოსვლის მოსმენაც მოუწევს.
კოალიცია „ერთსულოვნება“ მიიჩნევს, რომ ვადაგასულ სააკაშვილს არ აქვს უფლება პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის რანგში წარსდგეს. ისინი ამ დღეს პარლამენტთან აქციის მოწყობას გეგმავენ. მიაჩნიათ, რომ ვადაგასული პრეიზდენტი ქვეყნისათვის ძალიან საშიშია. მოსალოდნელ გართულებებზე ისინი პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.

გუშინ „ერთსულოვნების“ წარმომადგენლებმა საგანგებო მიმართვაც მიიღეს, რაკი მათ პოზიციას მილიონი მოქალაქე იზიარებს „ახალი თაობა“ ამ მიმართვას სრულად გთავაზობთ:

 – დღეს, როცა ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია პრეზიდენტი, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა საქართველოს კონსტიტუციის ძალით დასრულდა 2013 წლის 20 იანვარს.

  დღეს, როცა დასავლეთის ქვეყნების გარკვეული პოლიტიკური წრეები, სამწუხაროდ ევროპული სტრუქტურტები საქართველოს მოსახლეობას გვაიძულებენ დავარღვიოთ საქართველოს კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ.

დღეს, როცა ერთ პოლიტიკურ სექტად შეკრული ყოფილი ხელისუფლება, ”ნაც.მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას.

დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ყოველი წარმომადგენლის გამოსვლა ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ეს არის მტრობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, როცა ”ნაციონალები” იმდენად გათავხედდენ, რომ ღიად და საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს სულიერ მამას, , საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ამ დროს ერთმანეთთან დაპირისპირება ქვეყნის ინტერესების ღალატის და ქვეყნის მაოხრებელი ”ნაცმოძრაობისათვის” პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია.ჩვენი აზრით, სახელიმწიფოებრივად აზროვნებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიმდინარე ეტაპის უპირველეს ამოცანად თვლის ქვეყნის განთავისუფლებას „ნაციონალური“ ოკუპაციისაგან.

ყოველი ღირსების მქონე პარტიისათვის, ყოველი პოლიტიკოსისათვის, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე და არა სახელისუფლო სკამზე, ყოველი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, რომლისთვისაც მთავარია ქვეყანა და არა გრანტების მოპოვება – უპირველესი უნდა იყოს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვრის დაცვა, ქვეყნის და ხალხის განთავისუფლება თვითმარქვია პრეზიდენტისაგან, ძალაუფლების მოყვარული პოლიტიკური პარტია ”ნაცმოძრაობისაგან”, იმ პოლიტიკური გაერთიანებისა და პოლიტიკოსებისაგან რომლებმაც გენოციდი მოუწყეს ქართველ ხალხს, ქვეყანაში დაამკვიდრეს ელიტური პოლიტიკური კორუფცია.

ჩვენ მთელი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების, მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად ვაცხადებთ – „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, მისი უცხოელი მხარდამჭერები ქვეყანაში ქმნიან უმძიმეს დაძაბულობას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს დიდი სახალხო დაპირისპირება და სისხლი.

ჩვენ კოალიცია „ერთსულოვნების“ დამფუძნებლები, სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადის დასრულების  მემორანდუმზე ხელმომწერი ერთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ვიხსნით პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე და მის ქმედებათა გამო მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პარლამენტს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ  სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე.

ჩვენ ვდგევართ იმ პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასრულებულია და მისი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა და მარიონეტული მორჩილება სააკაშვილის მხარდამჭერი უცხოეთის პოლიტიკური წრეებისადმი, 

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, იმ პოლიტიკოსებთან და იმ ხელისუფლებასთან, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან და ემსახურებიან საქართველოს, მის ინტერესებს, ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას.

სწორედ ამ განწყობით ვდგებით საქართველოს პარლამენტთან იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებისათვის იწვევენ თვითმარქვია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

დავდგეთ ერთად დემოკრატიისათვის, საქართველოს კონსტიტუციისათვის, ქართველი ხალხის და საქართველოს ღირსების დაცვისათვის. – ნათქვამია  მიმართვაში. ეს მიმართვა პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას გაეგზავნება.

 მიმართვას კოალიცია ,,ერთსულოვნების“ სახელით რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, პაატა ცნობილაძე, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, რომან რურუა,  გურამ საღარაძე,ელგუჯა ბურდული,  ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი,თამაზ ჭეიშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ინესა იამანიძე, ზურაბ ხასია, რობერტ ბაბლიძე, რაულ სვანიძე, ავთანდილ ბარამაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ირმა დელონი ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული,  მარინა კაჟაშვილი, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, , ნანა შარაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი აწერენ

 

“ახალი თობა”

შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *